„სასტიკად დაჩეხეს, 20-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, 10 ადამიანი მივარდნილა და ჩემს ძმას გამუდმებით სერავდნენ. მეზობლებმა ყველაფერი დაინახეს“, – ყვება ,, სარკესთან” გევორქ სარქისიანის და. 22 წლის გევორქი ერთი კვირის წინ თბილისში, ელიას უბანში, საკუთარ სახლთან აჩეხეს. მას 15-მდე პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მეზობელი ,,სარკესთან” ყვება: -გევორქი შველას ითხოვდა. სასტიკად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მაშინვე კივილი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გიორგი მახარაძე: “5 წელი მექნება კრიზისული პერიოდი, რადგან შეიძლება ისევ თავი იჩინოს”
მსახიობ გიორგი მახარაძის მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ის თავს კარგად გრძნობს და როგორც “სარკესთან” საუბრობს, მკურნალობას განაგრძობს.„ღვთის წყალობით დღეს კარგად ვარ. ჩემმა ექიმმა თურქეთში ხუთიანი პლუსით დამიწერა. რაც შეეხება თვითონ ამ ამბავს, როდესაც სიმსივნე დასახელდა, პირველი ორი დღე ცოტა შეშინებული ვიყავი. მერე უკვე საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მაგრად უნდა დადგე და კარგად უნდა იყო-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, […]
ქრისტინე შუშაძემ მომაკვდინებელი დიეტით 45 კილო დაიკლო – “ჩემი ტუჩი დაუსრულებელი დარჩა”
ბათუმელი ქრისტინე შუშაძე, რომელიც საზოგადოებამ პროექტ “მხოლოდ ქართულიდან” გაიცნო, პროფესიონალი კოსმეტოლოგია. ამ საქმეს კანადაში ცხოვრების დროს ესთეტიკის აკადემიაში დაეუფლა და ერთ-ერთ ქირურგიულ კლინიკაში სერიოზული გამოცდილებაც მიიღო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც, სიმღერის გარდა, თავისი პროფესიითაც იყო დაკავებული. ამერიკიდან საქართველოში დროებით დაბრუნდა, რომ კონკურსში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ახლა მისი გეგმები აბსოლუტურად შეიცვალა. ქრისტინე პროექტს გამოეთიშა, […]
აქვს თუ არა პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული მარინა ბერიძეს
მუსიკოსი მარინა ბერიძე 70 წლის ასაკში შესანიშნავ ფორმაშია. თუ როგორ ებრძვის წლებს, ის ,,სარკესთან” საუბრობს. — ქალბატონო მარინა, ძალიან კარგ ფორმაში ხართ. ამას რა საშუალებებით, რა მეთოდებით ახერხებთ? – არაფრით ვახერხებ. ძალიან მიყვარს ცხოვრება, მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი. ასევე, ძალიან მიყვარს ყველაფერი დადებითი, უარყოფითს ველევი. — დიეტა, ქირურგიული ჩარევა… – დიეტაზე არასდროს ვარ. მთელი […]
სალომე ჭაჭუა: ,,არაფერს ვნანობ, მოსახდენი უნდა მომხდარიყო”
მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ხშირად ეკითხებიან, საიდან აქვს იმდენი ენერგია, რომ კვირაში 6 დღე დილის 8 საათიდან გვიან ღამემდე სულ აქტიური და თავის საქმეში ჩაფლული იყოს. მისი პასუხია – სწორი კვება და 7-8 საათიანი ძილი. მასზე როცა საუბრობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ საქმეში საკმაოდ მკაცრია, მეწყვილისგან ძალიან ბევრს ითხოვს, მაგრამ ეს ყველაფერი – დარბაზში. მის მიღმა კი […]
ლელა თოლორდავა: ,,ყოველი წვიმის დროს განწირული ცხოველების ხმები ჩამესმის” – 13 ივნისის ავბედითი ღამის მოგონება
2015 წლის 14 ივნისი თბილისს გლოვის ზარით გაუთენდა. ხალხმა შეიტყო, რომ 13 ივნისს, გვიან საღამოს, ვერეს ხეობაში წყალდიდობის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე წაიღო. სტიქიურმა უბედურებამ თბილისის ზოოპარკშიც დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ასევე მთლიანად განადგურდა სვანიძის ქუჩაზე არსებული ცხოველთა თავშესაფარი. ჟურნალისტი ლელა თოლორდავა 3 წლის წინ ამ თავშესაფარში მუშაობდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დატბორილი სახლები, […]
ვინ გაუცრუა იმედი თათული ედიშერაშვილს – “სიშიშვლე ჩემთვის არ არის სითამამე. სიშიშვლით დღეს ვინ უნდა გააკვირვო”
მსახიობ თათული ედიშერაშვილს უკვე იმხელა გამოცდილება დაუგროვდა, რომ თავს უფლებას აძლევს, გარკვეულ როლებზე უარი თქვას. თუკი ფიქრობს, რომ რომელიმე რეჟისორთან ვერ იმუშავებს ან კონკრეტული მსახიობი კარგ პარტნიორობას ვერ გაუწევს, მაღალი ჰონორარის გამოც არ თანხმდება თამაშს. თათულის ცხოვრებიდან ჯერჯერობით გაქრა ტელეეკრანი, სერიალები, რითიც თავის დროზე გაიცნო მაყურებელმა, მაგრამ მათი ადგილი სხვა რაღაცებმა შეავსო. მას ერთ-ერთ რადიოში […]
როგორ გახდა თემო ნიქაბაძე ფარცხანაყანების ვარსკვლავი – “ბებიამ მითხრა, ახლა სიგარეტის მოწევა და ყავის წრუპვა არ დაიწყოო”
“კომედი შოუს” ახალი მსახიობი ჰყავს – 22 წლის თემო ნიქაბაძე. ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში აღმოაჩინეს და “რუსთავი 2”-ში სამუშაოდ მიიწვიეს. ფარცხანაყანებელმა ბიჭმა ტელეკომპანიის შენობას 2 საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნო. თემო თითქმის ყველა სკეტჩში მონაწილეობს, ქუჩაში ხალხი უკვე ცნობს და მის პერსონაჟებზე კითხვებს უსვამენ. განსაკუთრებული ემოციებით კი მშობლიურ სოფელში ხვდებიან. ახლა ის, შეიძლება ითქვას, ფარცხანაყანების […]
ზაქარია ქუცნაშვილი 7 საათის მერე არ ჭამს – “უპირატესობა მწვანილიან ხინკალს მიანიჭეთ. მწვანილი ორგანიზმს ხორცის მონელებაში ეხმარება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, კვებას მკაცრად აკონტროლებს, ვარჯიშობს, სიგარეტს არ ეწევა და ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სწყალობს. თუ ჰკითხავთ, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეუძლია პუნქტებად ჩამოგიყვეთ, მაგალითად, ასე: “ჯანსაღი ცხოვრება არის სწორად განაწილებული დრო, კარგად ორგანიზებული შრომა, სწორი და დროული კვება, ვარჯიში და რამდენადაც შესაძლებელია, მავნე ზეგავლენის მომტანი ფაქტორების არიდება. მოკლედ, სწორი ქცევა […]
რა სჯობს ვეშაპის მოფერებას! – ქუთაისელი ირმა სვანაძე ქმარ-შვილთან ერთად ოკეანეში ცხოვრობს
ქუთაისელი ქალი, ირმა სვანაძე, რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელ ქმართან, რალფ ბურლესონთან, 8 წლის შვილთან, ანაბელთან და 2 ძაღლთან ერთად გემით ოკეანეში გავიდა და იქ საცხოვრებლად დარჩა. როგორც გვითხრა, ადრე ამას ვერც წარმოიდგენდა, მით უმეტეს, ცურვაც კი არ იცის. ამიტომ, როცა ქმარმა შესთავაზა, შეეშინდა, მაგრამ რალფმა ამ იდეას თანდათან შეაგუა და ბოლოს მის წინადადებას დათანხმდა. ირმა […]











