თბილისში, ჯანელიძეების ოჯახში, მე-19 საუკუნეში დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ინახება. ამ საშუალო ზომის მოვერცხლილ ხატს ეკა ჯანელიძემ 4 წლის წინ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიაკვლია. პეტრეპავლობის ღამეს გამოცხადების მსგავსი, უჩვეულო სიზმარი ნახა. მეორე დღეს კი მოვლენები საოცარი თანმიმდევრობით განვითარდა და სასწაული მოხდა – ეკა სწორედ იმ ხატთან მოხვდა, რომელიც ესიზმრა. საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ ღვთისმშობლის ხატი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
როგორ დაემშვიდობა ლევან დადუნაშვილი დედას და დეიდას – “ლევანის მამას სულ ჰქონდა შვილის დაკარგვის შიში”
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძახილი საქართველოში დღემდე გრძელდება. მაშინ თანატოლებმა სადისტურად მოკლეს ორი მოსწავლე – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. ამ უკანასკნელის მამა, ზაზა სარალიძე, გამოძიებას და სასამართლოს საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი პროტესტი მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა და საქმე ქვეყნის ხელისუფლების გადადგომისა და სასამართლო სისტემის შეცვლის მოთხოვნამდე მივიდა. *** ლევან დადუნაშვილი […]
,,ქმრის ძმაკაცმა ჩემი სიყვარულის შებღალვა სცადა”
ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია, ის უზომოდ მიყვარს. სკოლაში დავდიოდი, რომ გავიცანი. პატარა გოგო მაშინვე მომხიბლა მისმა ვაჟკაცობამ და სიგიჟემდე შემიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, თავს უფლება მივეცი, მის მიმართ სიმპათიები გამომემჟღავნებინა. აირიდა ჩემი ყურადღება. მიმანიშნა, რომ მასზე პატარა ვიყავი და ჩემთან ურთიერთობას არ აპირებდა. ლექსებს ვწერდი, მოთხრობებს და ყველას მას ვუძღვნიდი. თავს ვერ ვიკავებდი, გრძნობებს […]
ფილმ ,,დედეს” გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის – რა მოხდა გადაღებებზე
ფილმმა “დედემ”, რომელიც ახალგაზრდა სვანმა რეჟისორმა ქალმა, მარიამ ხაჭვანმა, ბებიის მოყოლილ ისტორიაზე გადაიღო, ბევრი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა, საქართველოში უკვე 12 ათასმა მაყურებელმა ნახა და 10 ქვეყანაში გაიყიდა. სვანურ ბალადას წინ კიდევ ბევრი კონკურსი ელის და, რაც მთავარია, ახალგაზრდა რეჟისორს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო “დედეს” “ოსკარზე” წარადგენს. ასეთი წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ რეჟისორმა ძირითადად არაპროფესიონალები […]
რა დაინახა ვანგამ საქართველოზე – რიცხვი 20 და ოთხი მეფე – კახა ბასილია: ,,ვფიქრობ, ვანგამ ჩვენი ქვეყნის ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა”
ბულგარელი ნათელმხილველისა და სახალხო მკურნალის, ვანგას, სახელი მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისი არაერთი წინასწარმეტყველება ასრულდა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, ფაშიზმის დამარცხება, თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედიზე, “ამერიკელი ძმების (სავარაუდოდ, ტყუპი ცათამბჯენების) დაცემა რკინის ჩიტებით” და სხვა. ამბობენ, რომ სტალინის სიკვდილი ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რის გამოც დააპატიმრეს და მხოლოდ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს. […]
მაია სიჭინავა: “აქ 90 წლამდე თითქმის ყველა ძლებს” – ქართველი მომღერლის ესპანური ცხოვრება
წლების წინ თბილისში მღეროდა გოგონათა კვარტეტი “ხმები”, რომლის ერთ-ერთი წევრი, მაია სიჭინავა, დღეს ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში ცხოვრობს. საქართველოდან 2000 წელს წავიდა, რადგან მატერიალური გაჭირვების გამო არს ემღერებოდა, თავის გატანა უჭირდა. ესპანეთში ბევრი სამუშაო გამოიცვალა, მომვლელადაც იმუშავა, მერე კი ბედმა გაუღიმა, უცხოეთში სიყვარულიც იპოვა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა – სიმღერას. სამშობლოს მონატრებული მომღერალი ახლა სიმღერებს წერს, […]
ირაკლი მაქაცარია: “გიჟური გრაფიკის გამო დრო არ მაქვს, რომ ვინმეს შევხვდე”
ირაკლი მაქაცარია ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმ შოუში” მთლიანად არის ჩართული. ეს ყველაფერი მოსწონს, მაგრამ მის საქმიან გრაფიკს ერთი მინუსი აქვს – პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება. 32 წლის ასაკში ცალად დადის, მეორე ნახევრის გარეშე. – ირაკლი, უკრაინაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დედათქვენი საკმაოდ ააღელვეთ, როცა პირდაპირ ტელეშოუდან დაურეკეთ და უთხარით, რომ ცოლად მოიყვანეთ ტელეწამყვანი, რომელსაც სამი […]
საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა: გენიალური გამომგონებელი სადისტი მკვლელი აღმოჩნდა – პეტერ მადსენი ჟურნალისტი ქალის მკვლელობისთვის მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს
ამ ისტორიამ გასულ ზაფხულს მთელი დანია და შვედეთი შეძრა. დანიელ გამომგონებელს, პეტერ მადსენს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შვედი ჟურნალისტის, კიმ ვალის, სასტიკი მკვლელობისათვის. ასეთი მკაცრი განაჩენი კოპენჰაგენის სასამართლომ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. როგორც მოსამართლე ანეტ ბულკომ განაცხადა, მადსენის ჩვენებებმა ვერც მასზე მოახდინა გავლენა და ვერც ნაფიც მსაჯულებზე. სასამართლოს ვერდიქტი გამორიცხავს ამ საქმის ოდესმე გატანას შეწყალებაზე. მიუხედავად […]
ლაშა ღლონტი: “თავი მართლა პრეზიდენტის ძმაკაცი მგონია”
მომღერალსა და ექიმს, ლაშა ღლონტს, დიდი შანსი აქვს, კულტურის მინისტრი გახდეს, ყოველ შემთხვევაში, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მაინც, სადაც მისი პერსონაჟი პრეზიდენტ სულიკო დარდიანიძის მეგობარია. მომღერალს გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან მოსწონს და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ რეჟისორ ოთარ შამათავას მისი ფილმში გადაღება სურდა, სადაც მაფიოზის როლს შეასრულებდა. რატომ არ შედგა ეს როლი და როგორ ხედავს საკუთარ […]
,,შეყვარებული კი წამართვა, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ, ქმარს ვერ წავართმევ”
იშვიათია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისეთი ვნების მართვა, როგორიც არის შურისძიება. ჩვენი რესპონდენტი, თიკა, სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება. რევანშის შანსი მიეცა, მაგრამ სურვილი დაიოკა და თავისი გზა გააგრძელა. მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, მაგრამ წაართვეს, მარტო დატოვეს. განცდილი ტკივილის მიუხედავად, თავის პატიოსან ბუნებას არ უღალატა, საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩა. თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში, ამაზე თავად […]











