ზაფხულში საბერძნეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად 6 ქართველი დაშავდა. სტიქიური უბედურების დროს ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებოდა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა 50 წლის მარინა მახარაშვილი. სახლი, რომელიც მან დატოვა, რამდენიმე წამის შემდეგ ცეცხლის ალში გაეხვია. მარინამ 88 წლის მოხუცის გადარჩენაც შეძლო. გადატანილ უბედურებაზე ქართველმა ემიგრანტმა “სარკეს” უამბო. – ქალბატონო მარინა, პირველ რიგში, გილოცავთ გადარჩენას. მოგვიყევით, როგორ ვითარდებოდა პროცესები. – […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ქართველი მხატვარი ეთერ მითაგვარია საფრანგეთში მამა გაბრიელის ანაფორის ნაკუწს დაატარებს – ”დღემდე იმ მონასტრიდან გამოყოლილ სითბოზე ვდგავარ”
მხატვარი ეთერ მითაგვარია, ფსევდონიმით ეთერნი, მრავალი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. საქართველოში უკვე აღიარებული იყო, მულტიპლიკაციურ ფილმებს აფორმებდა და საპატრიარქოში კაბინეტიც ჰქონდა გამოყოფილი ხატწერისთვის, მაგრამ ფინანსური სიდუხჭირის გამო 1995 წელს ნამუშევრები ჩემოდანში ჩაალაგა და შვეიცარიაში წავიდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ფრანგი მხატვარი ბერნარ პოლაკი, რომელთან დაოჯახების შემდეგაც საფრანგეთის ქალაქ ჰიუნინგში ბავშვებს შემოქმედებით მასტერ კლასებს უტარებს. ეთერ მითაგვარია: […]
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი – ნიუ იორკის ვიცემერის გალანტური ცხოვრება
ჩოხოსანი ქართველები მანჰეტენზე “სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია”. ამერიკა. გასული საუკუნის 50-იანი წლები. ნიუ იორკის საუკეთესო სასტუმროში, მეჯლისზე, ამერიკის მთელი ფინანსური ელიტაა შეკრებილი – მორგანები, როკფელერები… სიგარების კვამლში ბრილიანტები ციაგებენ. ყურადღების ცენტრში კი წარმოსადეგი მამაკაცია კავკასიური გარეგნობითა […]
ქეთი ფარესაშვილი: “ქართველებს ურჩევნიათ, მუსიკას ჭამა-სმასთან ერთად მოუსმინონ”
მომღერალი ქეთი ფარესაშვილი ერთი პერიოდი ქართულ შოუბიზნესში აღარ ჩანდა, მისი ახალი სიმღერები აღარსად ისმოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შემოქმედებითი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია, ოჯახური ცხოვრების პარალელურად რეპერტუარზე მუშაობდა. ქეთი შოუბიზნესში ახალი პროექტებით დაბრუნდა, კონცერტებს მართავს და სიმღერებსაც წერს. მისი და ლაშა ღლონტის სიმღერა 2017 წლის საუკეთესო დუეტად დასახელდა. ასე რომ, “სამბას” ქართველი დედოფალი, როგორც მას უწოდებდნენ, კარგ […]
”7 წლის ასაკში მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა ჩემზე იძალადეს” – ტრანსგენდერი ლიკა ოჯახმა პანაშვიდების გარეშე დაკრძალა
ბათუმის საავადმყოფოში რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ 25 წლის ტრანსგენდერი გარდაიცვალა. მამაკაცად დაბადებულს პირობითი სახელი ლიკა ერქვა. მკურნალობის კურსს გადიოდა ინფექციური დაავადებების, შიდს-ისა და ტუბერკულოზის ცენტრში, სადაც ერთდროულად 6 დაავადებას ებრძოდა – შიდს-ს, პნევმონიას, ტუბერკულოზს, განლევის სინდრომს, თავის ტვინის ართროპათიასა და სოკოვან დაავადებებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ინტერვიუ მოგვცა. ლიკა მოგვიყვა, როგორ გარიყა ოჯახმა და ამის […]
გრიგოლ ვაშაძე: ”ნინო ანანიაშვილს ყველა თაყვანისმცემელი ჩამოვაშორე… ნიუ იორკში ბირჟაზე ვთამაშობდი… ჩვენი გოგონა ცხენზე ზის, როგორც კოვბოი”
გრიგოლ ვაშაძე ახლა 60 წლის არის, თბილისში დაბადებულია. დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. ამის შემდეგ ბიზნესით იყო დაკავებული, თავის მიერ დაარსებულ კომპანიებს ხელმძღვანელობდა. […]
დაიბრუნა თუ არა მანიკა ასათიანმა მოპარული ნივთები
რამდენიმე თვის წინ მოდელისა და ტელეწამყვანის, მანიკა ასათიანისა და კალათბურთელ ბექა წივწივაძის სახლი გაქურდეს. დაიბრუნა თუ არა ნივთები, ამ კითხვაზე მანიკამ ,,სარკეს” უპასუხა. — უსიამოვნო ამბავი უნდა შეგახსენოთ. რამდენიმე თვის წინ თქვენი ბინა გაძარცვეს. დაიბრუნეთ ნივთები ან რა ეტაპზეა გამოძიება? – ამ მიმართულებით არაფერია სიახლე. ჩემი ნივთები, რაც სახლიდან წაიღეს, შერჩათ და არც დამნაშავე დაუჭერიათ. […]
გიორგი მახარაძე პირადში ცვლილებებს გეგმავს – ,,მე და მარიამს გვინდა, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ”
მსახიობი გიორგი მახარაძე 30 სექტემბერს თურქეთში გამოკვლევაზე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, 5 წელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. გასული წლის ბოლოს ცხოვრებამ ის სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა, 28 წლის მსახიობს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ამან მისი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად შეცვალა. ახლა შემართებით ელოდება ახალ როლებს, შეთავაზებებს და პირადშიც გეგმავს ცვლილებებს, ამის შესახებ ის ,,სარკესთან” […]
ნინუცა მაყაშვილმა ნერვიულობით თვენახევარში 21 კილო დაიკლო – ,,რთული პერიოდებიდან ერთი ყოფილ მეუღლეს უკავშირდებოდა და ერთი – ყოფილ შეყვარებულს”
მსახიობ ნინუცა მაყაშვილს ორჯერ მოუწია ძალიან რთული მდგომარეობიდან გამოსვლა და ორივეჯერ დიდი ფიზიკური ძალების დახარჯვა მოუხდა. წარსულიდან ცუდი მოგონებების შემოტევებს თავისი მეთოდით უმკლავდება – ფეხით ყოველდღე დიდ მანძილს გადის და, როგორც ამბობს, ამით ტვინს ინიავებს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის ნაცნობია და, როგორც გვითხრა, რთულ პერიოდებში სწორედ ეს გამოადგა: – ფეხით სეირნობა ძალიან მიყვარს და არა […]
რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექპერტიზის დასკვნაში – ,,მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო”
მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა, ქალბატონი ციალა ბეჟაშვილი, ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც წერია, თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი. – მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელი დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ […]











