მომღერალ სალომე ბაკურაძის შემოქმედებაში საავტორო ალბომის ჩაწერის დრო დადგა. უკვე მუშაობს, რომ მსმენელს შეკრებილი სიმღერები წარუდგინოს, მერე კი სოლო კონცერტის ეტაპიც მოვა. ბენდთან ერთად სხვადასხვა პროექტს აკეთებს, აქვს კონცერტები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აქტიური მუშაობის შემდეგ სალომე სიმშვიდეს პატარა შვილთან და ქმართან, ლაშა ბასლანძესთან პოულობს. როგორც გვითხრა, ოჯახი მისთვის სიმყუდროვე და კომფორტია. – სალომე, […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ბაჩო ქაჯაია: ,,როცა 50 კილოთი მეტი ვიყავი, ჩემი თავი მაშინაც მომწონდა” – როგორ დაიკლო მსახიობმა
მსახიობი ბაჩო ქაჯაია ეკრანზე რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით და სრულიად ახალი ამპლუით დაბრუნდა – საზოგადოებრივ მაუწყებელზე “ღამის შოუს” წამყვანი გახდა. მაყურებელი მსახიობის ტელეწამყვანობაზე მეტად მისმა დაკლებულმა კილოგრამებმა გააკვირვა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბაჩომ 50 კილო დაიბერტყა. პარადოქსია, მაგრამ დღეს ქართულ ტელესივრცეში მაყურებელი ერთდროულად ორ სხვადასხვანაირ ბაჩო ქაჯაიას უყურებს: “პირველ არხზე” – შოუმენ ბაჩოს ახალი გარეგნობით, “იმედზე” […]
,,შეყვარებულის წყევლამ მიწია”
სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ბოროტად ნათქვამით, წყევლით, სულ მცირე, შეიძლება შევაფერხოთ ადამიანის ცხოვრება, უარყოფითისკენ მივმართოთ, ხოლო დალოცვით და ტკბილი სიტყვით კი შევეწიოთ, უკეთესობისკენ წავიყვანოთ. ამ მოვლენას ეკლესიაც აღიარებს და მეცნიერებაც. ,,სარკის” რესპონდენტი, ქალბატონი ლენა, უკვე მოწიფულ ასაკშია და ამბობს, რომ მისი უბედობის მთავარი მიზეზი წყევლაა, რომელიც წარსულიდან მოჰყვება. ლენა: – […]
ზაზა შენგელია: ,,მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს”
ცნობილმა მელომანმა ზაზა შენგელიამ დაახლოებით 8 წლის წინ ჰობი ბიზნესად აქცია და საქართველოში ერთადერთი მსხვილი მუსიკალური კომპანია ,,ბრავო რეკორდსი” დააარსა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, შოუბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში არასახარბიელო პირობები იყო და დღესაც ასეა. არც სახელმწიფო და არც კერძო ბიზნესი არ ცდილობს, ამ სფეროს დაეხმაროს. ასეთ პირობებში კომპანიის მუშაობა რთულია, რადგან გზამკვლევია ამ საქმეში. ბატონი […]
ნუცა ქავთარაძე: “აჩიკოსთან ყოველ შეხვედრას პაემანივით ველი – პირველად სიტყვა “მიყვარხარ” მესიჯით მომწერა”
ნუცა ქავთარაძეს “მოლაპარაკე ყუთში” – ტელევიზორში გამოჩენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავდა პროფესია, სახელად ჟურნალისტიკა. ახლა ის ცნობილი ტელესახეა, ტელეკომპანია “იმედში” დილის გადაცემა მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან მცირე დროს უტოვებს საყვარელ ადამიანებთან საურთიერთოდ, პროფესიული არჩევანი მაინც არასოდეს უნანია. ამავე სფეროში იპოვა მეორე ნახევარიც – მსახიობი და ტელეწამყვანი […]
უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის გოგონა ბებიასთან ერთად ღამეს ქუთაისის თეატრში ათევს
2014 წელს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, ოჯახი ქუთაისში, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩა. აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს, უკრაინის ომების მონაწილე, ერაყში სამხედრო მისიის წევრი ქართველი ჯარისკაცის ცოლი და შვილი – პატარა გოგონა, რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლეს. ჯარისკაცის ქვრივს, ქრისტინე სვანაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები […]
ეკო მაღრაძე: ,,აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა ქალური ემოციები”
ტელეჟურნალისტი ეკო მაღრაძე ყველაზე მძიმე ამბებს ყვება ხალისიან და პოზიტიურ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა, საქართველო”. დილის ,,კურიერის” წამყვანს დილის 5 საათზე უწევს ადგომა, რომ ღამით მომხდარი ამბების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს მიაწოდოს. ჟურნალისტის არანორმალურ რიტმს მისი ქმარიც ფეხს უწყობს. ექვსწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ცოლის საქმიანობის გამო ერთხელაც არ დაუწუწუნია. ახლა კი ეკო შედარებით პასიურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო, რადგან, […]
რას ნიშნავს ღალატი ირმა სოხაძისთვის – ,,როცა მჭირდებოდა, ქმარი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო”
მომღერალი ირმა სოხაძე 63 წლისაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ასაკი მართლაც მხოლოდ ციფრებია. ეს არც მის გარეგნობას ეტყობა და არც შემოქმედებით აქტიურობას, ისევ კონცერტებზე ფიქრობს, ჰყავს მოსწავლეები, აქვს სტუდია, სადაც საკუთარ მიუზიკლებს დგამს. ირმა სოხაძისა და რეზო ასათიანის ქორწინების უკან კი 44 წელი დგას და წლებმა არც ამ ურთიერთობას დააკლო რამე, პირიქით – საუკეთესო […]
ირინა ონაშვილი: “მაქვს ჩემი პატარა სივრცე – სილამაზის სალონი”
ირინა ონაშვილი პირველად 2003 წელს მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა “მის საქართველოს” გვირგვინი დაიდგა თავზე და მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. საზოგადოებრივი ყურადღების ობიექტივში მაშინაც მოექცა, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრ ლადო ვარძელაშვილზე გააკეთა არჩევანი და ცოლად გაჰყვა. მალე ორი ბიჭის მშობლებიც გახდნენ. ლამაზი, საქმესა და პირად ცხოვრებაში რეალიზებული – ეს ბედის […]
რობი კუხიანიძე: ,,მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ცოლმა მითხრას, მუსიკას თავი დაანებეო”
ქუთაისელმა მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს, 1989 წელს, პანკ-როკისა და ალტერნატიული მუსიკის ჟანრის ჯგუფი “აუტსაიდერი” შექმნა. ეს იმ დროისთვის დასავლური სინათლის შემოჭრას ჰგავდა დახურულ საბჭოთა სივრცეში. მას შემდეგ ჯგუფი არ დაშლილა, დღემდე უამრავ კონცერტს ატარებს, თაყვანისმცემლებს იკრებს და ისევ ახალი სიტყვის თქმას ცდილობს. შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან არ ითხოვენ ფულს და […]











