კატეგორია: შემთხვევა

ვლადიმირ ჩერნოვი: ,,ისმის მთავარი  კითხვა: რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი?” – კემეროვოს ტრაგედია და ტატიანა დარსალიას გმირობა

ვლადიმირ ჩერნოვი: ,,ისმის მთავარი  კითხვა: რატომ აღმოჩნდა კინოდარბაზის კარი ჩაკეტილი?" - კემეროვოს ტრაგედია და ტატიანა დარსალიას გმირობა

რუსეთში, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ქართული წარმომავლობის პედაგოგი, ტატიანა დარსალიაა. ის კემეროვოს მე-17 გიმნაზიაში ინგლისურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, იმავე გიმნაზიაში სწავლობდა მისი შვილი, ელია. ტატიანა 37 წლის იყო. კვირას ტატიანა 14 წლის შვილთან, ელიასთან ერთად სავაჭრო ცენტრში წავიდა. მოსწავლეები ყვებიან, რომ, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ შვილი შენობიდან გარეთ გააგდო. როგორც […]

შუახევში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ

შუახევში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ

შუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ. შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღის 5 საათიდან დაიწყო: „როგორც სოფელში ყვებიან, ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, ბურთი დაგორდა და მოზარდი, რომელსაც ახლა ვეძებთ ბურთს მდინარის პირას გაჰყოლია, სადაც ციცაბო დაღმართია. ვარაუდობენ, რომ  ბავშვი დაგორდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“. ომარ ტაკიძის თქმით, ამ დროისთვის მდინარის […]

მოზარდებით სავსე მანქანა ქუთაისთან ხეს შეეჯახა – მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა

მოზარდებით სავსე მანქანა ქუთაისთან ხეს შეეჯახა - მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავტოავარიაში მეთერთმეტეკლასელი გოგონა დაიღუპა. ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტე კლასელი გოგო გარდაიცვალა. ის ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ავარია გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთი ბრიგადა გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. ექიმების თქმით, […]

საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა

საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა

დღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე 90 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, მოხუცი კვამლით გაიგუდა. ცხედარი  მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია”, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“ნინოს დედა შემთხვევით შეესწრო ავარიას, დასახმარებლად მივიდა და მანქანაში გარდაცვლილი შვილი დახვდა”

“ნინოს დედა შემთხვევით შეესწრო ავარიას, დასახმარებლად მივიდა და მანქანაში გარდაცვლილი შვილი დახვდა”

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახიჯვარში ტრაგედია დატრიალდა. “რავ 4” ტიპის ავტომანქანა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებლის ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც 24 წლის ნინო თიბილაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე 30 წლის დავით კალიეჩევი და ამ უკანასკნელის დეიდაშვილი ნათია მინდიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყავნეს. დაშავებულები არიან ნინო თიბილაშვილის მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც ასევე კლინიკაში გადიან მკურნალობას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტომანქანის მართვისას […]

ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ტელეკომპანია ,,იმედის” ინფორმაციით, ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

“ოჯახში ფაქტობრივად არავინ დარჩა” – საზარელ ავარიას სამტრედიაში დედა-შვილი და ბავშვის ბებია ემსხვერპლნენ

"ოჯახში ფაქტობრივად არავინ დარჩა" - საზარელ ავარიას სამტრედიაში დედა-შვილი და ბავშვის ბებია ემსხვერპლნენ

სამტრედიაში 15 მარტს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი, ჯიპი და “ოპელი” შეეჯახნენ. სწორედ “ოპელის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა პაქსაძეების ოჯახის 4 წევრი. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. პაქსაძეები მახინჯაურში ცხოვრობდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გარდაცვლილები არიან პაქსაძეების რძალი თამუნა კერესელიძე, მისი […]

გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკან წავიდა – დაშავდა 10 მოქალაქე – ვიდეო

გუდაურში საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკან წავიდა - დაშავდა 10 მოქალაქე - ვიდეო

ცოტა ხნის წინ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც ისინი გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა. წინასწარი ინფორმაციით […]

“ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა… სიჩქარის მაჩვენებელი 160 კმ/წთ-ზე იყო გაჭედილიო” – საზარელი ავარია მოხისთან, რომელსაც ძმების და მათი მამიდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ოჯახს მხოლოდ ეს ორი შვილი ჰყავდა... სიჩქარის მაჩვენებელი 160 კმ/წთ-ზე იყო გაჭედილიო" - საზარელი ავარია მოხისთან, რომელსაც ძმების და მათი მამიდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან შემზარავი ავტოკატასტროფა მოხდა – სოფლის სიახლოვეს მდებარე ტაშისკარის არხში “ოპელის” მარკის ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა. მათგან სამი – ხაშურში მცხოვრები ძმები – 21 წლის რომიკო და 19 წლის რატი გრიგალაშვილები და სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, მათი 27 წლის მამიდაშვილი, რატი სულაქველიძე ადგილზევე დაიღუპნენ. საბედნიეროდ, გადარჩნენ ასევე სოფელ ნაცარგორაში მცხოვრები, გარდაცვლილი […]

70-ე სკოლის 1 მოსწავლე გარდაიცვალა – სისხლიანი ტრაგედია ბარათაშვილზე

70-ე სკოლის 1 მოსწავლე გარდაიცვალა – სისხლიანი ტრაგედია ბარათაშვილზე

ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნის შედეგად 70-ე სკოლის 6 მოსწავლე დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი უკიდურესად მძიმედ იყო. ცოტა ხნის წინ მძიმედ დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ნიუპოსტი