კატეგორია: შემთხვევა

მამაკაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა, მას ჟურნალისტებთან სურდა ლაპარაკი – ვიდეო

მამაკაცი მაღალი ძაბვის ანძიდან გადმოხტა, მას ჟურნალისტებთან სურდა ლაპარაკი – ვიდეო

ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამაკაცი ანძიდან გადმოხტა. მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა. მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები იკვლევენ. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა კაცს. თუმცა […]

გიორგი ბოჭორიშვილის დედა: ,,ამბობდა, დედა, ბაწრებით ვარ დაბმული და რა დროს დავიღუპები, არ ვიციო”

,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ" - რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდან

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაუპული 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი ახლობლებს ხშირად შესჩიოდა, რომ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. გარდაცვლილის დედის თქმით, გიორგი ყვებოდა, რომ სამსახურში ხშირად იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოება და ოჯახს აგუებდა კიდეც შესაძლო რისკებს. -ასე ამბობდა, დედა, ბაწრებით ვარ დაბმული და რა დროს დავიღუპები, არ ვიციო, – ამბობს გარდაცვლილი გიორგი ბოჭორიშვილის დედა. […]

,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ” – რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდან

,,გარდაცვლილი მეშახტის შვილები მამას ეძებენ" - რეპორტაჟი სიკვდილის ქალაქიდან

,,ბიჭების მოწყვეტილი ხელ-ფეხი ჰაერში ცვიოდა,“ – ასე აღწერს 5 აპრილს გამთენიისას ექვსი  მეშახტის გარდაცვალების ამბავს მინდელის სახელობის შახტის მოხუცი მუშა. მისივე თქმით, დაღუპულთა სხეულები ჰაერის ძლიერი ნაკადისგან იმდენად დაზიანდა, რომ დანაწევრებული გარდაცვლილები შახტიდან ტომრებით გამოასვენეს. ის ამბობს, რომ ტყიბულის “საქნახშირი” (შახტის მმართველი კომპანია) მთელ ქვეყანაში ერთადერთი დასაქმების ადგილია, სადაც „განტევების ვაცები“ გარდაცვლილები არიან. „ეს არის სიკვდილი, […]

ყოფილი მაღაროელი: ,,სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა” – ვიდეო

ყოფილი მაღაროელი: ,,სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა" - ვიდეო

5 აპრილს ტყიბულში, მინდელის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა და 3 მძიმედ დაშავდა, გამოძიება მიმდინარეობს. სანამ დასკვნები დაიდება, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში ყოფილი მაღაროელი ლევან ბეშქენაძე ამბობს, რომ სავენტილაციო ჰორიზონტს რომ ემუშავა, ეს უბედურება არ მოხდებოდა. ,,არ ვიცი შრომის ინსპექცია, როგორ შეძლებს ამის გამოძიებას. როგორც ვიცი, ადგილამდეც ვერ მიაღწიეს, როგორ შეუძლიათ  მაგათმა განსაზღვრონ,იყო თუ არა სამთო დარტყმა. ვერ განსაზღვრავენ. ყველა შახტიორმა კარგად იცის, რომ ლავი საიდანაც გამოდის, მას უნდა ჰქონოდა სავენტილაციო ჰორიზონტი, რომელიც  უნდა ყოფილიყო ფუნქციონირებაში. წნევას, რამაც ბიჭების დაღუპვა გამოიწვია,გაატარებდა და ეს ფაქტიც არ მოხდებოდა’’- განაცხადა ყოფილმა მაღაროელმა.   დარღვევების კასკადია შახტაში – ყოფილი მაღაროელი უამრავი […]

,,სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად შახტაში უნდა ვიმუშაოო” – 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი სამ შვილს და დედ-მამას საკუთარი შრომით ინახავდა

,,სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად შახტაში უნდა ვიმუშაოო" - 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილი სამ შვილს და დედ-მამას საკუთარი შრომით ინახავდა

ტყიბულში, მინდელის მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიას ექვსი მაღაროელი ემსხვერპლა, სამმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.  დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი 27 წლის გიორგი ბოჭორიშვილია.  ის 400 მეტრის სიღრმეზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი მაღაროელის ხელფასით 3 პატარა შვილსა და დედ-მამის შენახვას ვეღარ ახერხებდა, გამოსავალს უცხოეთში სამუშაოდ გამგზავრებაში ხედავდა. – გიოს გამორჩეულობაზე ლაპარაკის მერიდება, არადა მართლა უსაყვარლესი ბიჭი იყო. […]

ტყიბულში, შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია

ტყიბულში, შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია

ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, […]

გიორგი მარგველაშვილი: ,,შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია”

გიორგი მარგველაშვილი: ,,შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია"

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. “ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, […]

ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 3 კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ტყიბულში, შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის […]

,,ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა, მე ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა” – რას ყვება მამა, რომელსაც სამი შვილი ცეცხლში დაეწვა

,,ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა, მე ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა" - რას ყვება მამა, რომელსაც სამი შვილი ცეცხლში დაეწვა

კემეროვოში, სავაჭრო ცენტრის დარბაზში ალექსანდრეს სამი ქალიშვილი ცოცხლად დაიწვა. ტყუპები 11-ის, ხოლო უმცროსი – 5 წლის იყვნენ. როგორც ის ყვება, კვირას ქალიშვილები სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე მდებარე კინოთეატრში მიიყვანა, უყიდა მათ ბილეთი მულტფილმ “შერლოკ გნომსის” სეანსზე, თითოეულს ასევე უყიდა პოპკორნი, მიაცილა დარბაზამდე და ჩავიდა პირველ სართულზე, რათა სეანსის დასრულებას დალოდებოდა. სეანსი 14:40-ზე დაიწყო, საათნახევრის შემდეგ […]

ტატიანა დარსალიას შვილი: ,,დედამ საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა, მას სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო”

ტატიანა დარსალიას შვილი: ,,დედამ საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა, მას სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო"

კემეროვოს ხანძრისას დაღუპული მასწავლებლის, ტატიანა დარსალიას ქალიშვილი, ელეონორა დარსალია სოციალურ ქსელში წერს: „მე ელეონორა დარსალია ვარ, ტატიანას ქალიშვილი. ვპასუხობ მათ, ვინც ჩვენ გვერდით დგას მწუხარების ჟამს. ბოდიში, თუ ყველას სათითაოდ ვერ გწერთ. ჩვენ ის სამუდამოდ გვემახსოვრება და გვეყვარება, დედა იყო და დარჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას დაემართა, თუმცა ვამაყობ, […]