საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება და ფეისბუქში წერს: ,,ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!”. კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს […]
კატეგორია: შემთხვევა
ნიკა რურუას მეგობრები გლოვობენ – ემოციური კადრები ზანდუკელის ქუჩიდან – ვიდეო
შსს ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირირებით გამოძიება დაიწყო. “მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება […]
,,დედამ იპოვა, სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა”- ნიკა რურუას ახლობელი
კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის საცხოვრებელ სახლში მისი ახლობლები და კოლეგები ამ წუთებშიც იკრიბებიან. მათ გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. -როგორც ვიცი, დედამ იპოვა. […]
ნიკა რურუა გარდაიცვალა, მისი ცხედარი სახლში ნახეს
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი თავის სახლში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო […]
ქუთაისში ხალხი პანიკაშია, ქარმა 60 სახლს სახურავი გადახადა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი. ქუთაისში ხალხი პანიკაშია, რადგან ღამით ქარის გაძლიერებას ელოდება.
ბაკურიანში უბედურ შემთხვევას თორნიკე ინატაშვილი ემსხვერპლა – ,,ცოლი აგვისტოში მოიყვანა”
ბაკურიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 25 წლის თორნიკე ინატაშვილი ემსხვერპლა. როგორც ამბები.ჯი-ს გარდაცვლილის ახლობელი უყვება, ინატაშვილი იქ სატელეფონო კომუნიკაციების გაყვანაზე მუშაობდა. ამ დროს ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. -ცოლი აგვისტოში მოიყვანა… თბილისში ცხოვრობდა და სამსახურებრივი მივლინებით ბაკურიანში იყო ჩასული. წარმოშობით რაჭიდან არის, იქ გადაასვენეს მისი ცხედარიც, – ყვება გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობელი. ამბები.ჯი
,,კარი შეანგრიეს, როცა აღარ გამოჩნდა” – გურანდა გაბუნიას ოპერაცია გაურთულდა
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი გურანდა გაბუნია მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. ინფორმაციის გადასამოწმებლად, AMBEBI.GE მსახიობის მეგობარს, თეატრმცოდნეს და ტელე-რადიო წამყვანს, ნიკა წულუკიძეს დაუკავშირდა. – ნიკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურანდა გაბუნია კლინიკაში მოათავსეს, როგორია მისი მდგომარეობა? – გურანდა გაბუნია ერთი თვის წინ სახლში წაიქცა და მოიტეხა ფეხი. როცა აღარ გამოჩნდა, კარი შეანგრიეს და ის მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ამის […]
მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მას თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მიხეილ გიორგაძე ავარიაში 18 ნოემბერს მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხეს შეეჯახა. იგი საჭესთან თავად იჯდა და […]
ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბაღდათში, სოფელ ობჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12 საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა. სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა […]










