კატეგორია: შემთხვევა

ქუთაისელ და-ძმას მატარებელი დაეჯახა, ბავშვები გადარჩნენ

ქუთაისელ და-ძმას მატარებელი დაეჯახა, ბავშვები გადარჩნენ

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 10 წლის გოგონას თავის ქალის და სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა აღენიშნება, ხუთი წლის ბიჭს კი ჰემატომა […]

დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრეებმა ლეკვები გამოიყვანეს

დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრეებმა ლეკვები გამოიყვანეს

დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.

,,ექსპერტიზა დასრულდა” – რა ვითარებაში გარდაიცვალა გიგი გეგეჭკორი

25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ - ,,მეგობრებმა დაინახეს, რომ უცნობს ჩაუჯდა მანქანაში"

გიგი გეგეჭკორის ცხედარი, რომელიც წითელსოფლის მიმდებარე ხევში იპოვეს, გუშინ საღამოს ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. როგორც ,,პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მეგობარმა უამბო, ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სუიციდს უკავშირდება. ,,წითელსოფლთან არის ტყე და ამ ტყეს რომ გადიხარ, იქვე ხევში იპოვეს ცხედარი. ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. პოლიციელების თქმით და […]

ორი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული – უბედური შემთხვევა ორთაჭალაში

ორი დაღუპული და ერთი მძიმედ დაშავებული - უბედური შემთხვევა ორთაჭალაში

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამი ადამიანიდან ორი გარდაიცვალა, ერთი უკიდურეს მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სავალი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა ქუთაისში ,,რკინიგზის სადგურიდან” დაახლოებით 150 მეტრში მოხდა. ქუთაისის რკინიგზის სადგურის უფროსის მოადგილის განმარტებით, მომხდარი სავარაუდოდ, მორიგე-დისპეჩერის შეცდომას უკავშირდება. მისივე თქმით, მატარებელი მეორე ლიანდაგის ნაცვლად მესამე ლიანდაგიდან გავიდა. მგზავრებს ალტერნატიული ტრანსპორტით უზრუნველყოფენ და მგზავრობის საფასურს აუნაზღაურებენ. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ირაკლი ვაჩიბერაძე, პრაიმტაიმი

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ბიძინა ვანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება. სოფელ ზენითიდან […]

,,წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი” – ამბობდა ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც გომბორზე ავარიას ემსხვერპლა

,,წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი" - ამბობდა ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც გომბორზე ავარიას ემსხვერპლა

,,წკაპ! რაღაცები უნდა გააჩერო, გაწყვიტო, რომ ახალს მისცე ბიძგი”, – ამბობდა ნიკა გუჯეჯიანი, რომლის სიცოცხლეც რამდენიმე საათის წინ შეწყდა. ის გომ­ბო­რი-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა შუ­ამ­თის ტყეს­თან მოხ­და. ნიკა გუჯეჯიანი 25 წლის იყო. ნიკა გუ­ჯე­ჯი­ანს სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში კარ­გად იც­ნობ­დნენ. ის სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი იყო. მუ­შა­ობ­და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბილ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებ­ში.. ნიკა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი […]

13 წლის ლიზა ვადაჭკორიას, რომელიც სახურავიდან გადავარდა, დედა ემიგრანტი ჰყავდა

13 წლის ლიზა ვადაჭკორიას, რომელიც სახურავიდან გადავარდა, დედა ემიგრანტი ჰყავდა

დღეს რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში, 13 წლის ლიზა ვადაჭკორია რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გოგონა 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე ავიდა,  სურათის გადაღების დროს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ლიზას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა გოგონა ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშში […]

,,მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში იყო, როცა მამუკა მიიყვანეს” – ოზურგეთში ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

,,მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში იყო, როცა მამუკა მიიყვანეს" - ოზურგეთში ავარიას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მო­ტო­ციკ­ლი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი მამუკა ნაცვლაძე კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც კლი­ნი­კა ,,მე­დალ­ფას” დი­რექ­ტორ­მა და­ვით მდი­ნა­რა­ძემ ამბები.ჯი-ს გა­ნუ­ცხა­და, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276 – ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მამუკა ნაცვლაძე 25 წლის იყო. იგი კომ­პა­ნია ,,სო­კა­რის” ოზურ­გე­თის ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობ­და. ის […]

გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ – ბებიასთან მიდიოდა, მაგრამ იქ არ მისულა

გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ - ბებიასთან მიდიოდა, მაგრამ იქ არ მისულა

მეორე დღეა, გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ – არსებული ინფორმაციით, მოსწავლე გუშინ დღის 2 საათზე გავიდა სახლიდან, ის ბებიასთან მიდიოდა, მაგრამ არც იქ მისულა და არც უკან დაბრუნებულა. რადიო ,,მოზაიკა” ბავშვის დეიდას ესაუბრა. მისი თქმით, 15 წლის ბიჭი ვერხვებიდან ჭალის მიმართულებით წავიდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მეორე დღეა ვერ იგებენ. -ვესაუბრე ყველა მის მეგობარს, […]