ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ქართველი პოლიტიკოსების 2018 წლის პროგნოზზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი (20 ივლისი, 1967 წელი) – პრემიერ-მინისტრს ძალიან პრობლემური წელი ექნება, ალბათ თანამდებობას დატოვებს. სულ მეკითხებიან, ეს თქვენი პირადი ანტიპათიაა? არა. არაფერს ვერჩი ამ ადამიანს, უფრო მეტიც, მომწონს გარეგნულადაც და ვთვლი, რომ ასეთი პრემიერი ქვეყანას უნდა ჰყავდეს. თუმცა ვარსკვლავებსა და […]
კატეგორია: საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ნიუპოსტი
დათო ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან სასწრაფოთი „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს
მწერალი დავით ტურაშვილი კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, დავით ტუტაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან მწერლების შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, მედიკოსებმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა მაინც საჭიროდ ჩათვალეს. კულტურისა და სპორტისა მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს, 2018 წლის ფრანკფურტის […]
დათო ტურაშვილი გახარიასა და გიორგაძესთან შეხვედრაზე ცუდად გახდა
კულტურის სამინისტროში, სადაც ამ წუთებში მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება, მწერალი დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მწერალი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სიტყვის თქმა ვერ შეძლო. მას მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ ეტაპზე დავით […]
გიორგი მახარაძე: “რითიც შემეძლება, უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას”
მსახიობი გიორგი მახარაძე სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მადლობას უხდის. “პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს ვისაც პირადად არ ვიცნობ მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს ვინც მგულშემმატკვივრობს. მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით ის თანხა რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ […]
ზუგდიდში 4 წლის აუტისტი გოგონა საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს – ბავშვს კარი ჩაურაზეს
ზუგდიდის #15-ე საბავშვო ბაღის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს და ღონისძიებას ჩაკეტილ კარს მიღმა, ჭუჭრუტანიდან ადევნებდა თვალს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. თეა ანჩაბაძე წერს, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია, რადგან თანატოლებთან საახალწლო ზეიმში დასწრების ან მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს […]
გიორგი კვირიკაშვილი: „საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალ “OK“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროსა და ოჯახის შექმნის ისტორიას იხსენებს: – დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ მყოლია ექიმი, თანაც რთული იყო ჩაბარება, კორუფციაც იყო და სხვაც. ერთი გამოცდით მოვხვდი, რადგან ოქროს მედალი მქონდა კომაროვის სკოლიდან. პირველი ბარდებოდა ფიზიკა. მაშინ დანიშნეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ გია […]
გიორგი მახარაძეს ქართველმა ემიგრანტებმა აშშ-ში ამ დროისთვის 7.500 დოლარი შეუგროვეს
ქართველი ემიგრანტები აშშ-ში აგრძელებენ გიორგი მახარაძის დასახმარებლად ფულის შეგროვებას. ამ დროისთვის შემოწირულობა 250-მა ადამიანმა გააკეთა. საერთო თანხამ კი 7.500 დოლარს გადააჭარბა. “ვეხმარებით გიორგი მახარაძეს. ერთობლივი ძალებით ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა მეგობრებო! გახსენით ლინკი და აბა შევუდგეთ ერთი კარგი ადამიანის გადარჩენას. დიდი მადლობა ყველას! ❤️❤️❤️”, – წერია აშშ-ში ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ გვერდზე. თანხის შეგროვება ემიგრანტ გიორგი ნიკოლაიშვილის […]
თამრიკო ჭოხონელიძე გიორგი მახარაძეს მხარში უდგას: ”ახლაც ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ელენეს მამაა”
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ მსახიობს გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია… გიორგი მახარაძე მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლეა და თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გიორგის ყველა გვერდით დაუდგეს ამ მძიმე განსაცდელის დროს: – ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ეს ამბავი რომ შევიტყვეთ… მე მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან მალე კარგად იქნება. თურქეთში წაყვანას აპირებენ და გვაიმედებენ, […]
გია როინიშვილი გიორგი მახარაძის დიაგნოზზე: “დღეს შემომეხმიანა ავსტრიიდან უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე… სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია”
გია როინიშვილი მისი ყოფილი სიძის, მსახიობ გიორგი მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუკზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.” “დღეს საკუთარი ინიციატივით შემომეხმიანა ავსტრიიდან უმაგრესი ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე და პირველი კონსულტაციები გავიარეთ გიორგისთან დაკავშირებით. სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია… ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება… დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება! დიდი მადლობა ბატონ ზაზას ასეთი გულისხმიერებისთვის!” – წერს როინიშვილი. გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნის […]










