ახალი წლიდან გორის სოფელ ახალშენში ადგილობრივებს მშვიდად ვერ სძინავთ. მოსახლეობა ვერაფრით ხსნის მათი სახლებიდან ტკბილეულის გაქრობას, ჭურჭლის გადაადგილებას და კარადებში ნივთების არევას. მათი თქმით, პარანორმალური მოვლენები ღამით ხდება და უცნობი სტუმარი უკვე სოფლის 60-მდე ოჯახშია ნამყოფი. ახალშენში ყვებიან, რომ უჩვეულო სტუმარი სახლებში მაშინ შედის, როცა ოჯახებს სძინავს. მის დასაჭერად ადგილობრივებმა ღამე მორიგეობაც დააწესეს. თუმცა იმ […]
კატეგორია: საზოგადოება
დავით სოკოლოვი მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს – ვიდეო
ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი ამჟამად წმინდა გაბრიელ ბერის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობს. – ერთი წელია აქ ვარ, ადრე სხვაგან ვიყავი, აქ მეტი ყურადღებაა და სამედიცინო მომსახურებაც უკეთესია, – ამბობს დავით სოკოლოვი პოსტ ტივისთან საუბარში. ის თავის წარსულზეც ლაპარაკობს და ამბობს: – სიზმარში ხშირად ვხედავ, ტელესტუდიაში როგორ შევდივარ. მისი საუბრის სრული ტექსტი ვიდეოზე იხილეთ. პოსტ […]
ოჯახს ძიძის უდანაშაულობის სჯერა
ამბავი, რომელიც ძიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხებოდა, დღესაც გრძელდება. ვაკის სამმართველოში გამოკითხვაზე მცირეწლოვნის მშობლები ბრალდებების ადრესატთან ერთად მივიდნენ. “ქრონიკასთან“ საუბრისას, ბავშვის დედამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მათი შვილის ძიძა ოჯახის ახლობელია და მათ უცნობი მოქალაქეების ბრალდებების არ სჯერათ. ოჯახი გამოძიებას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ქალის უდანაშაულობა დადგინდება. იმედინიუსი
“როცა მოსავლელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ – ემიგრანტი დედის წერილი
იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი მარინა ჭუმბურიძე ერთ-ერთი ემიგრანტი დედის წერილს აქვეყნებს. წერილის ავტორს ვინაობის გამხელა არ სურს, მხოლოდ ის უნდა, რომ მისი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს. გთავაზობთ ამ წერილს: “მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, რომ გაწუხებთ, მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა ჩემი ტკივილი, გული გამისკდება. აკი ამბობენ, ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო. მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე […]
“დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს” – მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა
14 იანვარს, ძველით ახალი წლის დღეს, ქობულეთის დაბა ოჩხამურში ტრაგედია დატრიალდა. 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა მორიგ ავტოავარიას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის-მე 5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. რიონ გოგიტიძე, ოჩხამურის მკვიდრი: – მირზა ასამბაძე და ნატო გოგოხია ოჩხამურელები არიან, სიყვარულით დაქორწინდნენ, მაგრამ 11 წელიწადი შვილი არ […]
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. მიღებული წიგნები 2018 წლის 10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული საბავშვო წიგნების სტენდზე გამოიფინება. კიდევ ერთი ეროვნული სტენდისთვის, რომელიც დიზაინისა და ხელოვნების სივრცეში იქნება განთავსებული, ასოციაცია ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ შექმნილი წიგნების მიღებას აცხადებს. ამ სტენდისთვის […]
რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი. 15 იანვარს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში […]
ესპანელი კაცი გარდაცვლილი ქართველი ცოლის, ეკატერინე თექაძის, პატივსაცემად სამივე შვილს ქართველებად ზრდის
ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია წერს: “უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი… შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება – ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვირდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ყოლია, […]
”ხუხულასავით ჩამომენგრა პირველი ოჯახი, რომელიც სიმწრით და წვალებით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც საერთოდ არ ვგეგმავდი“ – ყოფილი პატიმარი ქალის ისტორია
ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო. მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის […]
თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
დღეს დილით პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.











