დიღომში ტაქსის მძღოლმა ქალს ტორტი გასტაცა. როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილიდან აცნობეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მგზავრმა რესტორან ,,შარბათთან” ტაქსი გააჩერა და ტორტი მანქანაში ჩადო, მძღოლს კი მცირე ხნით დალოდება სთხოვა. ქალი მალევე მიბრუნდა, თუმცა არც ტაქსი და არც მისი ტორტი ადგილზე აღარ დახვდა. ნიუპოსტი
კატეგორია: საზოგადოება
ნოდარ ჯოჯუა: “კვირაში 15 ლარით გამქონდა თავი” – 29 წლის ჟურნალისტის გზა
“ჟურნალისტობა ბევრს უდარდელი პროფესია ჰგონია, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა კი გაუსაძლისი და დამთრგუნველი დღეებით არის სავსე”, – გვითხრა 29 წლის ნოდარ ჯოჯუამ. ის უკვე 10 წელია, რაც ჟურნალისტიკაშია და ამ სფეროში რომ დარჩენილიყო, უამრავი რამის გადატანა მოუხდა. არ ჰქონდა ჭერი, ზამთარში – სითბო, წყალიც კი, რომ ხელ-პირი დაებანა. ყველაფრის მიუხედავად, სხვა საქმის კეთებაზე არ უფიქრია. ამ […]
კოტე ყუბანეიშვილი: ,,19 წლის ასაკში მე მოვკალი ერთი ადამიანი და ერთი დავჭერი” – ვიდეო
პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა თავისი ცხოვრების ყველაზე საკრალური საიდულო გაანდო ია ფარულავას გადაცემაში ,,ფარული კონვერტი”. -ეს მე მთელი ცხოვრება მომყვება… ეს კოშმარი მახსოვს… 19 წლის ასაკში მე მოვკალი ადამიანი. ეს ჩემთვის არის, რომ… მაშინ ასე არ ჟღერდა, მაგრამ ახლა, ამ ასაკში რომ წამეკითხა, მე ასე წავიკითხავდი, რომ 19 წლის ასაკში მე მომკლეს. ნუ, მე მომკლეს ცოტა […]
ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა პოლონეთში პიესა დადგა
ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა და კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა, დემეტრე გამსახურდიამ, პოლონეთში მუსიკალური პიესა ,,ვიკარე” დადგა. ,,ინტერაქტიული, მუსიკალური თეატრისთვის შექმნილი პიესა “ვიკარე,” რომლის პრემიერაც ახლახან გაიმართა კრაკოვის რეგიონში, პოლონური მუსიკალური სცენის დიდი ნესტორის, კჟიშტოფ პენდერეცკის სახელობის ცენტრში. ორკესტრი – ძირითადად შვეიცარიელი და პოლონელი მუსიკოსებითაა შედგენილი. პიესის და მუსიკალური ნაწილის ავტორი დემეტრე გამსახურდია. დირიჟორი ვიქტორ კოჩიუბანი. ,,ვიკარე” […]
ნათია სალაძე: ”ან თავი უნდა ჩამომეხრჩო, ან გადავრჩენილიყავი” – ქართველი ემიგრანტის ისტორია
“ვუვლი მოხუცს, ვულაგებ, ვუსუფთავებ. მე არ მრცხვენია, ჩემი შრომით ვიშოვო ფული. 27 წლის ვხდები და 8 წელია არაფერს ვიკლებ, არც ჩემს ოჯახს და არა მარტო… ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს, არ დავჯდე მათ ხარჯზე, არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 7 წელი და თვეებია, ოჯახი არ მინახავს… ამ ტანჯული წლების მონაგარს ჩემს ოჯახს […]
ნანა გეგეჭკორი: “უყოყმანოდ გავცვლიდი ამერიკის ულტრათანამედროვე მედიცინას გალში დაბრუნებაზე” – რაზე ოცნებობს ნიუ იორკში წარმატებული ქართველი კარდიოლოგი
ქართველი კარდიოლოგი, 38 წლის ნანა გეგეჭკორი, უკვე 16 წელია, რაც ემიგრაციაშია. ჯერ იყო მოსკოვში, 7 წლის წინ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად ნიუ იორკის ყველაზე წარმატებულ ჰოსპიტალში მუშაობს. ამერიკაში დაიბადა მისი ორი შვილი, 7 წლის ნინო და 6 წლის ანა-მარია, რომლებიც ქართულ გარემოში იზრდებიან და ქართულიც კარგად იციან. წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალგაზრდა […]
თამაზ ელიზბარაშვილი: “ჩემს მეგობარს არც სწყენია და არც სტკენია, თავში რომ წამოვარტყი”
ბიზნესმენი და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი, უსიამოვნებაში გაეხვა და სკანდალის გმირად იქცა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ის თანამშრომელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მერე თავშიც ურტყამს ხელს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების ერთი […]
უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეტროსადგური „თავისუფლება“ მგზავრებს არ ემსახურება
-უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მეტროსადგური „თავისუფლება“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება , – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს. -16:00 საათიდან მეტროსადგური „თავისუფლება“ არ იღებს მგზავრებს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ეს უკავშირდება მიმდინარე შეკრებებს. ზუსტი დრო თუ როდის განაახლებს „თავისუფლება“ მგზავრთა მიღებას, არ ვიცით. როგორც კი შესაძლებელი იქნება, სადგური მიიღებს მგზავრებს, – განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, […]
ზაქარია ფალიაშვილის ტრაგედია – ,,მწარეა ტკივილის გაძლება”
კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის შვილი, ირაკლი, მუსიკის განსაკუთრებული ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, ის მამას ბევრ რჩევას აძლევდა. ირაკლი 9 წლის ასაკში გარდაიცავალა. მამამ ოპერა ,,აბესალომ და ეთერი” თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა. ,,ჩემი სათნოებით მოცული ვაჟი.. 4 წელია, რაც ირა დავკარგე… როგორ ანგელოზივით სახე ჰქონდა.. სათნოებასთან ერთად ნიჭიც არ დაჰკლებია. მუსიკის წერისას მუდამ გვერდით მეჯდა, […]
გიორგი ჭელიძე: ,,გამოვიყენებთ უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ხელში გვექნება”
ფაშისტური დაჯგუფების, ,,ეროვნული ერთობის” ხელმძღვანელის, გიორგი ჭელიძის თქმით, ის და მისი მხარდამჭერები საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ამის საჭიროებას თუ დაინახავენ, ქუჩაში გავლენ უთოებით, ჩანგლებით, იმ ნივთებით, რომლებიც ხელში მოხვდებათ. იქვე აღნიშნა, რომ მას სანადირო თოფიც აქვს, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული. -ვარ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, მე და ჩემი მოძრაობა მზად ვართ შემდგომი ბრძოლებისთვის. თუკი ის მოვლენები […]











