პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა, – ამის შესახებ ინფორაციას ჟურნალი „ლიბერალი“ ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება . არსებული ინფორმაციით, ზვიად რატიანს, რომელიც დიღმის სამმართველოში იმყოფება, სამართალდამცავები დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მომხდართან დაკავშირებით, რატიანის მეგობარი, პოეტი შოთა იათაშვილი ფეისბუკში წერს „ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, […]
კატეგორია: სამართალი
აჭარაში 63 წლის მამაკაცს 8 წლის გოგონაზე აბაზანაში სექსუალური ძალადობა ბრალდება
63 წლის მამაკაცი 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. საქმის მასალებში წერია, რომ აჭარაში, 63 წლის მამაკაცმა მეზობელ 8 წლის გოგონაზე სექსუალურად აბაზანაში იძალადა. შემთხვევა იმ დროს, როდესაც მცირეწლოვანის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დაკავებულმა ბრალი რამდენიმე დღის წინ დახურულ სასამართლო პროცესზე აღიარა. უმძიმესი დანაშაულის მოტივად 63 წლის მამაკაცის ადვოკატი დაკავებულის მიერ 1968 წელს გადატანილ […]
ბახალა: ”მანქანაში რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემ გარშემო, მათ ჩემი გაშიშვლება დაიწყეს”
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მსახიობმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გიორგი გიორგანაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელები მისი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, რის შემდეგაც მსახიობი გააშიშვლეს. მის ციტატას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. – როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემ გარშემო. ისინი […]
რუსთაველის გამზირზე 15 წლის მ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე 17 წლის ჯ.ჩ. დააკავეს
რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 17 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ […]
რუსთაველის გამზირზე სკოლა ”ოქროს აკვნის” 15 წლის მოსწავლე დაჭრეს – დირექტორი მაია მიქაძე ამბობს, რომ ბავშვი დღეს სკოლაში იყო
ცოტა ხნის წინ თავისუფლების მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს. დაჭრილი კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“ მოსწავლეა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. დირექტორის განცხადებით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა. – არ ვიცი, ვინ დაჭრა, ვერ გეტყვით, იყო აბსოლუტურად უკონფლიქტო და მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის, – განაცხადა მაია მიქაძემ. […]
გორში ეძებენ კაცს, რომელმაც სადარბაზოში ქალი სცემა
გორში სამართალდამცველები ქალის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ქალს მამაკაცი სადარბაზოში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ხულოში მე-12 კლასელმა თავი მოიკლა
ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა. “პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ქმარი ცოლის ცემისთვის დააკავეს – რა მოხდა კახეთში
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.წ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1958 წელს დაბადებულ ნ.შ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში არაერთგზის ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, […]
დიდუბის ავტოსადგურზე ქალს მანქანა დაეჯახა
დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების […]
გუკა რჩეულიშვილი ინვესტორისგან ხელშეკრულებას ელოდება: ”ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ”
– ძალიან მინდა დღეს საღამოს მივიღო ინვესტორისგან ხელშეკრულება და ხვალვე მზად ვიყო ხელის მოსაწერად, – ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-იავრცელებს. როგორც მან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ერთი თვეა “ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და “ვილა რეზიდენსმა” ხელშეკრულების […]










