მცხეთის პროკურატურაში ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის, გამოკითხვა დასრულდა. 8 საათიანი დაკითხვს შემდეგ გიორგი ტატუნაშვილს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მასალებზე შეუფერხებელი წვდომა ექნება. ოჯახი ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა. -გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით: თავისუფლების აღკვეთა ერთი ან ორი პირის მიმართ და მკვლელობა. ყველაზე […]
კატეგორია: სამართალი
,,სალომე ტატიშვილს ნეკნები მაშველებმა ჩაუმტვრიეს” – ადვოკატის სკანდალური განცხადება და ხმაური სასამართლო დარბაზში
12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს ხმაურით მიმდინარეობდა. გარდაცვლილი მოზარდის მშობლებისთვის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განცხადებები შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, გარდაცვლილის მამამ, მერაბ ტატიშვილმა, სასამართლო პროცესი დატოვა. ტრაგედია 2 წლის წინ დატრიალდა. სპორტსკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, სალომე ტატიშვილი, დებთან და მეგობრებთან ერთად გუდაურში რთულ ტრასაზე სრიალებდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვს დიდი სისწრაფით და ხელჯოხების გარეშე […]
ნათელა გობაძე: ,,ვეფხიამ ჯაჭვით დამაბა და რამდენიმე დღე ძალადობდა ჩემზე, ხელის მოსაწერადაც ძალით წამიყვანა”
თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის დედა ადასტურებს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვეფხია ბაქრაძესთან იქორწინა. ნათია გობაძე ამბობს, რომ თუ მასთან ერთად იუსტიციის სახლში ხელისმოსაწერად არ წავიდოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. -დამემუქრა, თუ ხელს არ მოვაწერდი, ყელს გამომჭრიდა. ხელი იუსტიციის სახლში მიმდინარე წლის 30 მარტს მოვაწერეთ. იძულებული გავხდი, გავყოლოდი, არ გავუძალიანდი, რადგან შემაკავებელი […]
,,ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს ქვით გაუჩეჩქვა თავი, პათოლოგი იყო” – შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელი გამოჭრეს. გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ამ შემზარავი მკვლელობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია. მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს ყოფილმა მამინაცვალმა გამოასალმა. […]
თამარ გამრეკელაშვილის ბებია: ,,მკვლელობამდე პოლიციას უთქვამს, ფაქტები არ გვაქვს, ვერ დავიჭერთო”
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის ბებია მერი გობაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, ამ ტრაგედიას თავიდან აიცილებდნენ. – იმ დღეს პოლიციისთვის უთქვამთ, ამას ნუ მაწერინებთ, ეს ადამიანი დასაკავებელია, გვემუქრება, დაგვმართებს რაღაცას, შვილის სიკვდილით გვემუქრებაო. ფაქტი თუ არ არის, ვერ დავიჭერთო… ფაქტი ხომ გვაქვს ახლა!.. რა მოხდებოდა ერთი პატრულის მანქანა გაეგზავნათ და დაეყენებინათ იქ? […]
ვეფხვია ბაქრაძის შვილი: ,,რატომ იმ დღესვე არ თქვა არავინ, რომ ბავშვებს ბენზინის სუნი ასდიოდათო?!”
25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა. ვეფხია ბაქრაძის შვილი პირველი ქორწინებიდან, ლიკა ბაქრაძე მომხდართან დაკავშირებით პირველ […]
ვეფხვია ბაქრაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი განმარტებას ხვალ გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქმე ეხება, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას. ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს […]
თაკო გამრეკელაშვილის შვილებს მკვლელი სახლში დახვდათ, ის მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
თაკო გამრეკელაშვილის სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან, მამინაცვალი თაკო გამრეკელაშვილს სახლში ელოდებოდა. გარდაცვლილის ბებია და დეიდა ამბობენ, რომ სახლში მისულ ბავშვებს ვეფხვია ბაქრაძე დახვდათ, რომელიც მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა. შემდეგ კი მან ახალგაზრდა ქალს ბავშვების თვალწინ გამოჭრა ყელი. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მკვლელობის მოტივი შესაძლოა […]
წალკაში 76 წლის მოხუცი ცხელი უთოთი აწამეს
წალკაში პენსიონერ მოხუცებს ორი ნიღბიანი თავს ღამის პირველ საათზე დაესხა. მძინარე ცოლ-ქმარს თავდამსხმელებმა ხელ-ფეხი შეუკრეს და სასტიკად სცემეს. ისინი პენსიონერებისაგან ფულს ითხოვდნენ. 76 წლის მამაკაცმა მათ 600 ლარი გადასცა, მაგრამ კრიმინალებს თანხა ეცოტავათ და ცხელი უთოთი აწამეს. წამების კვალი მოხუცს დღემდე ეტყობა. თავდამსხმელებმა მას ცხელი უთო სხეულზე რამდენჯერმე დაადეს. ის სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. დაყაჩაღებული ოჯახი […]
მძარცველები ბანკიდან პენსიონერის მანქანით გაიქცნენ – ,,გამოდის, უკვე გარეთ გასვლის უნდა გვეშინოდეს”
ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდში შეიარარებულმა, ნიღბიანმა პირებმა ,,ლიბერთი ბანკის ” ,,ფეი ექსპრესი” გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან იქვე მდგომი მანქანით გაიქცნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა რიგში მდგომი პენსიონერის იყო. შსს მანქანის გატაცების ფაქტს ადასტურებს. თვითმხილველი “აიპრესთან” დეტალებზე საუბრობს: -დილით დაახლოებით ათის ნახევარზე მოხდა დაყაჩაღება, მაშინ, როდესაც პენსიონერები კუთვნილ პენსიას იღებდნენ. ,,პლაშებში” და ნიღბებში გამოწყობილი პირები იარაღის მუქარით შევარდნენ […]









