,,სარკე”, ავთო ჩიტიძე წარმატებული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, ოჯახთან ერთად კანარის კუნძულებზე ცხოვრობს. ის ესპანურ კლუბში თამაშობს, სახლში კი ყოველთვის ქართული გარემო ელოდება, რომელსაც ცოლი, ანი ამაშუკელი უქმნის მასაც და მათ ოთხ შვილსაც. დაქორწინების დღიდან წყვილი სულ საზღვარგარეთ ცხოვრობს. რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ, ბოლო 3 წელია, მზიან სანაპიროზე დასახლდნენ და ეს ანის ყველაზე მეტად მოსწონს. […]
კატეგორია: პირადი
ანა სანაია: ,,ბევრი კარგი მამაკაცი შემხვდა, მაგრამ ფინალში ვერ გავედით”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე 2008-2010 წლებში ტელეეთერში სერიალი ,,ჩვენი ოფისი” გამოჩნდა, საიდანაც მაყურებელმა მსახიობთა ახალგაზრდა თაობა გაიცნო. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ანა სანაია, რომელიც შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. ანამ მაგისტრატურის კინოსასცენარო ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად საკუთარი სცენარის, სამ სერიად ჩაფიქრებული ფილმის გადაღებაზე მუშაობს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ებრაელი ერის ცხოვრებას ეხება და მათ ნაკვალევს ეძებს. ახალგაზრდა […]
რა საჩუქრებით ანებივრებს გია მურღულია შვილიშვილს
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ტელეკომპანია “პოსტ ტივის” გადაცემა “დღის პოსტს” სამი მომხიბლავი წამყვანი ჰყავს. მათ შორის ყველაზე უმცროსი მანუ მურღულიაა, ლამაზი, ენერგიული, სხარტი, გონებამახვილი, განათლებული გოგონა. ცნობილმა ფილოლოგმა, პედაგოგმა გია მურღულიამ შვილიშვილს წიგნი ბავშვობიდან შეაყვარა. როცა თანამედროვე ახალგაზრდობა წიგნთან ნაკლებად მეგობრობს და უპირატესობას ინტერნეტს ანიჭებს, მანუ თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს კითხვაში ატარებს. ბავშვობაში იურისტობაზე ფიქრობდა, შემდეგ […]
ნანა ჩარკვიანი: ,,ბაბუამ არ დამანახა, როგორ წავიდა, ამიტომაც სულ ჩემთან არის, სულ მესმის მისი ხმა”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ნანა ჩარკვიანთან საუბრისას, მისი გაწონასწორებული ხასიათის, ჩამოყალიბებული და ღრმა აზროვნების, მრავალმხრივი ინტერესების ფონზე, ძნელად თუ წარმოიდგენთ, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერია. მამის, ირაკლი ჩარკვიანისა და ბაბუის, გელა ჩარკვიანის, ფაქტორებმა მის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ორივესთან ნანას ემოციური და მენტალური კავშირი აქვს. არ აღიზიანებს, რომ გარკვეული ადამიანებისთვის ის ჯერ ირაკლის შვილი და გელას […]
ცისანა სეფიაშვილი: ,,როდესაც ცხოვრებაში ფსკერს შეეხები, უფრო ძლიერდები, დიახ, მე ფსკერს შევეხე”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ ცისანა სეფიაშვილს ორი ქორწინების შემდეგ ნამდვილი სიყვარულის ისევ სჯერა. მისთვის ამის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლები არიან – ბატონი ჯემალი და ქალბატონი მანანა. ვერც ცისანას უფროსი შვილის, გიორგი წერეთლის, ოჯახური ცხოვრება აღმოჩნდა ხანგრძლივი და სტაბილური. გიორგი და მისი ცოლი გრანდიოზული ქორწილისა და რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდნენ. ცისანა ,,სარკის” მკითხველებს უზიარებს იმ გამოცდილებას, […]
გივიკო დიდია: ,,მთელი ბაღნობა ნათიე ბებოს ლოგინში გავატარე” – უდიპლომო გურული ბლოგერის ცხოვრება და ოცნებები
,,სარკე”, ნანა კუკულავა ჩოხატაურელ ბლოგერ გივიკო დიდიას საზოგადოება კარგად იცნობს, განსაკუთრებით ის ნაწილი, ვინც საქართველოს ლამაზ, კოლორიტულ კუთხეზე – გურიაზე – შეყვარებულია. ამ სიყვარულში გივიკოსაც მიუძღვის წვლილი მისი თბილი, მხიარული ვიდეოებით. თავისი ნათელა ბებო, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, სხვებსაც შეაყვარა. ამით იმის თქმა უნდა, ,,რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა”. ეს ყველაფერი 33 […]
ლოლა წერეთელი: ,,მანძილი ჩვენს სიყვარულს კიდევ უფრო ამძაფრებს და მონატრება მატულობს”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე მომღერალ ლოლა წერეთლის პირადი ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და დღემდე ასეა. მომღერალი ,,სარკეს” საქმესა და პირადზე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს. – თქვენს პირად ცხოვრებაზე ამბავი გავრცელდა, რომ გყავთ საქმრო. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ მხრივ – ვკითხეთ მომღერალ – შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი რჩეული დედით სომეხია, მამით – […]
ნუცა ბუზალაძე: ,,სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ მართლა გავიცნო ან შეიხი!”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალი ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. მისი “ინსტაგრამიდან” თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა ქალის არაბული ცხოვრება ნამდვილად ვარსკვლავურია. ყოველ საღამოს მდიდრულ წვეულებებზე ჩნდება, სცენაზე ორკესტრთან ერთად მღერის. სახელი ნუცა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება დუბაის მუსიკალურ ინდუსტრიაში. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც ზამთარში ქართველმა მომღერალმა დუბაიში, მეგობრის ქორწილში იმღერა. დღეს ნუცას მეგა ქალაქის […]
გია სურამელაშვილი: ,,ჯერ თავისი ოჯახი დაანგრია, მერე მე დამინგრია ყველაფერი”
,,სარკე”, ქეთი დინოშვილი მომღერალი გია სურამელაშვილი დიდი ხნის წინ დაკარგულ სიყვარულს დღესაც ვერ იხსენებს ემოციების გარეშე. იმ გრძნობამ იარები დაუტოვა – სულიერიც და ფიზიკურიც. მას შემდეგ აღარავინ ჰყვარებია. ,,სარკესთან” თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე ყვება: – 6 მაისს ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღე გათენდა. ვერაფერი გავიგე, ისე უცებ შეურიგდა მეუღლეს. 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული […]
ავთანდილი: ,,როდესაც ხათუნა დავინახე, არ ვიცოდი, რა ოჯახი იდგა მის უკან”
,,სარკე”, ავთანდილ ცქვიტინიძე დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე 50 წლის ასაკში ამბობს, რომ ახლა მას ყველაზე მშვიდი ეტაპი აქვს. ოცწლიანმა ქორწინებამ ხათუნა თოთლაძესთან გაამართლა, ერთადერთი ქალიშვილი, 17 წლის ანასტასია, მამის საუკეთესო მეგობარია. ავთანდილი თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე “სარკის” ერთგულ მკითხველებს ესაუბრება. – თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ავანტიურა რა იყო, რაზეც წახვედით? – პირველი ნაბიჯი, როდესაც გასული საუკუნის 90-იან […]











