კატეგორია: მოზაიკა

მარიამ ხაჭვანის „კაცების მიწა“ ოსკარზეა წარდგენილი
ქართველი რეჟისორი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია!

მარიამ ხაჭვანის „კაცების მიწა“ ოსკარზეა წარდგენილი

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია! მისმა დოკუმენტურმა ფილმმა „კაცების მიწა“ მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო – „სარაევოს გული“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის. ფილმი სვანეთში, სოფელ უშგულში არსებულ ტრადიციებს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი მემკვიდრეობის საკითხში უთანასწორო დამოკიდებულებას აპროტესტებს. ფესტივალის გამარჯვებული ავტომატურად წარდგება ოსკარის და ევროპული კინოაკადემიის ნომინაციებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ „კაცების მიწა“ ოფიციალურად წარდგენილია ოსკარზე! […]

„ვივალდის ციებ-ცხელება” ბათუმში – „ღამის სერენადები“ გრძელდება

„ვივალდის ციებ-ცხელება" ბათუმში - „ღამის სერენადები“ გრძელდება

24 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის ,,ღამის სერენადები” ფარგლებში მეორე კონცერტი „ვივალდის ციებ-ცხელება” გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი – ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. საღამოზე შესრულდა ჰენრი პერსელის – გრაუნდი სემი-ოპერიდან „ტიმონ ათენელი“, ანტონიო […]

ფესტივალი „ღამის სერენადები” ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა

ფესტივალი „ღამის სერენადები" ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა

ფესტივალი “ღამის სერენადები” 20 აგვისტოს, ქალაქ ბორჯომში სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”, 19:00 საათზე გალა კონცერტით გაიხსნა. გახსნის საღამოში მონაწილეობდნენ –   საერთაშორისო აღიარების მქონე იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ასევე მარიამ ბუგიანიშვილი – ვოკალი, საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. გალა კონცერტზე შესრულდა: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – ღამის პატარა სერენადა სოლ მაჟორი, K525; […]

გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა – „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)

გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა - „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)

კომპანია „მათე მოტორსის” მფლობელმა, ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბების საფლავებზე დანიშნა. „მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე, 25 წლის შემდეგ“, – დაწერა გელა ბარკალაიამ და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღბეჭდილია ნიშნობა. საფლავებამდე წითელი ხალიჩაა დაგებული და სასაფლაოც წითელი დეკორაციებით არის მორთული. – თუ ვინმეს ჩვენი წარმატება გაუხარდებოდა, არიან ეს ადამიანები. არ არის მარტივი, […]

„ღამის სერენადების“ მე-17 გაელვება – რითი იქნება წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული

„ღამის სერენადების“ მე-17 გაელვება - რითი იქნება წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული

ლეგენდარული მევიოლინის, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს აღდგენიდან მეჩვიდმეტედ იმართება. თუ რით იქნება ის გამორჩეული, ამის შესახებ „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი საუბრობს. -ქალბატონო ნინა, შვიდი წელია წარმატებით ხელმძღვანელობთ ფესტივალს რას ნიშნავს ეს ფესტივალი თქვენთვის? -ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფესტივალია საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი […]

ელდარ შენგელაია გარდაიცვალა – „რამეს თუ შევცვლიდი? ცხადია… თუმცა ბოროტება არასდროს ჩამიდენია, ეს სიმძიმე არ მაწევს გულზე…“

ელდარ შენგელაია გარდაიცვალა - „რამეს თუ შევცვლიდი? ცხადია… თუმცა ბოროტება არასდროს ჩამიდენია, ეს სიმძიმე არ მაწევს გულზე…“

საქართველომ დიდი კინორეჟისორი დაკარგა. ავადმყოფობის შემდეგ კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. მან ქართულ კინოში უდიდესი კვალი დატოვა. რეჟისორი დიდ ტკივილს ატარება. რამდენიმე წლის წინ მისი უმცროსი ქალიშვილი, ელენე, ავარიაში დაეღუპა. ამ ტრაგედიაზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს: -ჩემი მიმწუხრი და უდიდესი ტკივილია ჩემი უმცროსი ქალიშვილი – ელენე. თავის მოკვლა მინდოდა, ის რომ დაიღუპა. საოცარი გოგო იყო. სწავლობდა ამერიკაში, ინგლისში, […]

„ბავშვებს ღამით კარს უკეტავდა… 6 თვის საბას ჩაარტყა, ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს…“ – სკანდალური ინტერვიუ ლუკა კურტანიძის მეორე ცოლთან

„ბავშვებს ღამით კარს უკეტავდა... 6 თვის საბას ჩაარტყა, ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს...“ - სკანდალური ინტერვიუ ლუკა კურტანიძის მეორე ცოლთან

ცნობილი სპორტსმენის, ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლე, ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ყოფილი ქმრის შესახებ ამბები.ჯი-სთან ყვება და ამბობს, რომ თანაცხოვრებისას ურთულესი დღეები აქვს გამოვლილი. ქეთი ყველაშვილი: -ჩვე­ნი ოჯა­ხი და­ინ­გრა იქამ­დე, სა­ნამ მის­გან წა­მო­ვი­დო­დი… სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა ამი­სი მი­ზე­ზი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ორი და სამი წლის ბავ­შვებს ღა­მით, ოთახს უკე­ტავ­და და არ მქონ­და უფ­ლე­ბა, შევ­სუ­ლი­ყა­ვი […]

გიორგი ფოცხიშვილი – ქართული ცეკვიდან მსოფლიო ბალეტის მწვერვალზე
ქართველი ბალერონი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ

გიორგი ფოცხიშვილი - ქართული ცეკვიდან მსოფლიო ბალეტის მწვერვალზე

„ადამიანი, რომელმაც გრავიტაციას აჯობა“, „მფრინავი ქართველი“ – ასე ამკობენ ქართველ ბალერონს, გიორგი ფოცხიშვილს, რომელიც ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტია. 23 წლის ქართველ ხელოვანს ხშირად ვახტანგ ჭაბუკიანსაც ადარებენ. გიორგი ფოცხიშვილი ქართული ხალხური ცეკვის დინასტიის წარმომადგენელია – ოჯახი 60 წელია, ამ საქმეს ემსახურება. მისი ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი, ანსამბლ „მეტეხის“ დამაარსებელი გახლდათ. მშობლებმა, მაია კიკნაძემ და გელა ფოცხიშვილმა, […]

„გზები დაიხსნა, ნაკვეთები დაიხსნა, სახლები დაიშალა“ – ხარაგაულის სოფლებში დახმარებას ითხოვენ

„გზები დაიხსნა, ნაკვეთები დაიხსნა, სახლები დაიშალა“ - ხარაგაულის სოფლებში დახმარებას ითხოვენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის გამო რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ურთულესი მდგომარეობაა სოფლებში – ღვერკასა და ხემაღალში. „ინფოიმერეთის“ ცნობით, ამ დროისთვის ევაკუირებულია რვა ოჯახი. დანარჩენები ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები. -ბევრი წავიდა, გასახლდა. ახლა მეც მივდივარ, გავიტანე ავეჯი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გვეშინია. ჯერ დასკვნას ველოდებით […]

„შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა… უნდა გადაუღოთ ფოტო ან ვიდეო და გვაცნობოთ“ – შავ ზღვაში საშიში თევზი გამოჩნდა

„შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა... უნდა გადაუღოთ ფოტო ან ვიდეო და გვაცნობოთ“ - შავ ზღვაში საშიში თევზი გამოჩნდა

ბიოლოგიის დოქტორი, არჩილ გუჩმანიძე საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს თევზზე, რომელიც შავ ზღვაში გამონდა. „შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს (რომლისგანაც ცნობილი იაპონური წვნიანი მზადდება) ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) მოპოვების ფაქტები, ესაა ტოქსიკური თევზი, რომელიც ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას. ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ის […]