,,სარკე” 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე ქართული დეტექტიური სერიალი “ცხელი ძაღლი” გამოვიდა, მაგრამ მაყურებელი დღემდე მისი პერსონაჟების ფრაზებით ლაპარაკობს, უფრო მეტიც, არსებობს ფანკლუბი, სადაც ერთმანეთს საყვარელ ეპიზოდებს უზიარებენ. სერიალის ისტორია კი ასე დაიწყო: ტელეკომპანია ,,იმედმა” ქართველ მწერლებს, ნუგზარ შატაიძესა და კოტე ჯანდიერს, დეტექტიური ფილმის სცენარის დაწერა შეუკვეთა. ავტორებმა 12 სერიის მასალა დაწერეს და […]
კატეგორია: მოზაიკა
დათო გორგილაძე: ,,ერთი სურვილი მაქვს, ძილში ისევ მოვიდეს დედაჩემი…”
გარდაცვლილი დედის მონატრება, შვილის მოლოდინი და დაბადება, მისი პირველი ტირილი და ფიქრი მის მომავალზე, მის პირველ ნაბიჯებზე… – ეს ყველაფერი თავმოყრილია ტელეწამყვანისა და მწერლის, დათო გორგილაძის ,,მამის ლოცვებში”. დათო გორგილაძე: ,,რაც დედა წავიდა, მხოლოდ ავად ყოფნისას მოდის სიზმრებში. მოდის და საკუთარი ხელით მაჭმევს შემწვარ კარტოფილს. ამჯერადაც ასე მოხდა. სიცხიანი ვიწექი. ჩემი და ნინიას შვილს შესაძლოა […]
გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, რუსუდან ბერიძე – ,,ჩემთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო”
გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას პირველი მეუღლე, რუსუდან ბერიძე. ,,უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა რუსუდან ბერიძე. ჩემთვის ყოველთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო და უძვირფასესი ოჯახის წარმომადგენელი. მიუხედავად “დროის ლაბირინთული, წინაუკმო სრბოლისა” როგორც გოეთე იტყოდა ცნობილ “მიძღვნაში,” ეს სახეები ახლოს არიან ჩავლილი ათწლეულების მიუხედავად და თითქოს გუშინ იყო, როცა მე და ირაკლი […]
მარიამ კიკალეიშვილი: ,,ოპერის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება” – გოგონა ჟღალი თვალებით და ხავერდოვანი ხმით
გაიცანით მარიამ კიკალეიშვილი ამომავალი ვარსკვლავი, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი. 17 წელი მოსკოვში ცხოვრების მერე ოჯახი დაბრუნდა სამშობლოში. ამბობს, რომ თბილისი მისი ქალაქია და ძალიან უყვარს. „მართალი გითხრათ, თავიდან არ იყო ადვილი ახალ გარემოსთან შეგუება, ახალი მეგობრები, ახალი გამოწვევები, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამბობს მარიამი და თავის ცხოვრებაზე გვიყვება. _ როგორი იყო თქვენი ბავშობა? _ […]
ვახტანგ ტაბლიაშვილი: ,,ჩემი საუკეთესო ნამუშევრები მშიერმა გავაკეთე”
,,სარკე”, თეონა კენჭიაშვილი 70 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა ფილმი, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით, რაც წლები ემატება, მით უფრო ედება ფასი, მით უფრო ძვირფასი ხდება. ,,ქეთო და კოტე” თაობების კინოკლასიკად იქცა, მისი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი – კლასიკოსად, მაგრამ ეს გზა არ იყო იოლი და არც თანამედროვეებისგან დაფასებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროში […]
,,მთელ საქართველოს გიჩოქებთ, გთხოვთ, დამეხმარეთ! იქნებ ვუშველო ჩემს შეშინებულ შვილს” – გაბრიელს ხალხის გვერდში დგომა სჭირდება
გაბრიელ ნიშნიანიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ის სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს გამოკვლევებზე თურქეთში. გაბის დედა, თამუნა იარაჯული შვილის მდგომარეობაზე წერს: ,,ჩემი ტვინიც კი ვეღარ იტანს ამას, რაც გაბრიელის თავს ხდება. ყოველ დღე უფრო და უფრო ჯოჯოხეთი ხდება ჩემი ცხოვრება. ხალხო, მიშველეთ გთხოვთ. გაბრიელს აღმოაჩდა რამდენიმე ჯანმრთელობის პრობლემა (წინასწარ ვერ ვწერ, არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ყველფერი აქვს […]
,,12 წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი” – მასტერშეფის გამარჯვებული ჯოზი გახდა
,,მასტერშეფის” მე-9 სეზონის გამარჯვებული ჯოზი გახდა. ის კულინარიულ შოუში საკმაოდ მძიმე ისტორიით მივიდა – რთული ბავშვობის ამბით. -ვარ 24 წლის. ბავშვური ვარ, თბილი, კეთილი, უბოროტო. 7 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ. 2 წლიდან 12 წლამდე ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში. იქ ცხოვრება და ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ძლიერ მხარედ მაქვს აღიარებული. ვინც ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, მინდა, მათაც […]
გურამ ოდიშარია: ,,ომში ვაჟკაცობა სწორედ იმათ გამოიჩინეს, რომლებიც ყოველთვის კუთხეში ჩუმად ისხდნენ”
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე ,,სოხუმში დღესაც არის ერთადერთი პატარა ადგილი, დაახლოებით სამი კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც მობილური ტელეფონით შესაძლებელია თბილისთან დაკავშირება და ეს იქ ყველამ იცის. ჩვენი ურთიერთობის არეალიც ასე დაპატარავდა და ისიც ალბათ სამი კვადრატული მეტრია. დღეს ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს პატარა სივრცე, რაც ამ ურთიერთობისათვის დაგვრჩა, საბოლოოდ არ გაქრეს”, – უთხრა ,,სარკეს” პოეტმა, […]
,,ჩემი ირინე… მოუშუშებელი…”, ,,რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის, მწყერჩიტასავით საყვარელი გოგო იყო ირინა…” – ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა
მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ტრაგიკულად გარდაცვლილ მეგობარს, ირინა მიქატაძეს, ირინობას ულოცავს, მის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ,,ჩემი ირინე… მოუშუშებელი… ირინობას ვულოცავ ჩემს ლამაზ გოგოს”. ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირინა მიქატაძის ქმარმა, მსახიობმა გია ფერაძემ ცოლი შემთხვევით, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გია ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში […]
გია ბუღაძემ თავისი გოგონა დაბადებამდე 4 წლით ადრე დახატა – წინასწარმეტყველი ნახატები – ,,ხელოვნებას ყველაზე მეტად აქვს კავშირი ამოუცნობ მოვლენებთან”
,,სარკე” სამყაროში მრავალი, ჯერ კიდევ შეუცნობელი მოვლენა არსებობს, რომელთა ახსნას კაცობრიობა დღემდე ცდილობს და ასე იბადება მეცნიერული თეორიები, ჰიპოთეზები თუ ხალხური გადმოცემები და თქმულებები. ასეთ შეუცნობელ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველური ნახატები. ბევრ ცნობილ მხატვარს აქვს შექმნილი ისეთი ტილო, რომელმაც მასზე გამოსახულ ადამიანს ან თავად შემოქმედს უბედურება მოუტანა. ერთ-ერთი ახსნით, ფატალურ შედეგს თავად ტილოში […]











