ჭდე: ემიგრანტი

ათენში 21 წლის ქრისტინა ჩიხლაძე გარდაიცვალა

ათენში 21 წლის ქრისტინა ჩიხლაძე გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში 21 წლის ემიგრანტი, ქრისტინა ჩიხლაძე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი ,,შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ავრცელებს: ,,ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით. უსამძიმრებთ ოჯახს…”. როგორც კომენტარებში წერენ, ის ფილტვების ანთების გართულებით გარდაიცვალა.

„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას…” – საბერძნეთში ქეთი წივწივაძე გარდაიცვალა

„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას..." - საბერძნეთში ქეთი წივწივაძე გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ქეთი წივწივაძე ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქეთიმ საავადმყოფოდან ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გვთავაზობს: „როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს, და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს. სანამ მოვკვდები, […]

ირა შულაია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, საფრანგეთში გარდაიცვალა

ირა შულაია, რომელიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, საფრანგეთში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ. საფრანგეთში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ირა შულაია გარდაიცვალა. ორი თვის წინ მძიმე ავადმყოფი ქალი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, რომ ოჯახის და შვილების სანახავად რეანომობილით საქართველოში გადმოეყვანათ. ,,მე ვერ დავამარცხე ვერაგი დავადება, რომელსაც უცხოეთში ვებრძვი. ჩემი გადადგილება და საქართველოში ჩამოყვანა, რომ ცოცხალი მნახონ ჩემებმა, მხოლოდ რეანიმობილითაა შესაძლებელი,  რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, 30 000 […]

,,საბერძნეთში დამირეკეს, შენმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩოო” – რას ყვებოდა ,,სარკესთან” ლია ადამაძე, რომლის ცხედარიც ათენში ნახეს

,,ემიგრანტმა, 21 წლის ლია ადამაძემ თავი მოიკლა" - ტრაგედია საბერძნეთში

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ,,არ ვიცი, ამ ტკივილს როდემდე გავუძლებთ”, –  უთხრა ერთი წლის წინ ,,სარკეს” ლია ადამაძემ, რომელიც დისშვილის თვითმკვლელობით იყო შეძრული. ივნისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლია ადამაძემ საბერძნეთში თავი მოიკლა. ის 21 წლის იყო. ადამაძეების ოჯახში პირველი ტრაგედია გასული წლის სექტემბერში დატრიალდა. თერჯოლის სოფელ ჭოგნარში ლია ადამაძის დისშვილი, 14 წლის ლუკა ბასილაძე, სახლის […]

ბარსელონაში 53 წლის ნინო ნაწიფაშვილი გარდაიცვალა

ბარსელონაში 53 წლის ნინო ნაწიფაშვილი გარდაიცვალა

ბარსელონაში ქართველი ემიგრანტი, 53 წლის ნინო ნაწიფაშვილი გარდაიცვალა. ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მკვიდრი იყო, გავრცელებული ინფორმაციით, ის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.

,,უცხოეთიდან დავბრუნდი, მაგრამ ქმართან ცხოვრება არ შემიძლია”

,,ყოფილი ქმრის ოჯახმა ის ქალი მიიღო, რომელმაც ჩემს შვილებს მამა წაართვა"

,,ვიცი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ბევრი ქალი გაიფიქრებს: ,,როგორ მესმის შენი”. ბევრიც ჩუმად ატირდება, იმიტომ, რომ საკუთარ თავს წარმოიდგენს. შეიძლება ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც გამლანძღავენ, მაგრამ არა უშავს, ადამიანებისგან უმადურობას და წიხლებს უკვე მივეჩვიე. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ არჩევანის გაკეთების უფლება არასოდეს მომეცა. ყოველთვის სხვის ნებაზე დავდიოდი. იურიდიულზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მშობლებმა წინააღმდეგობა გამიწიეს, ეკონომისტი […]

,,მიშველეთ, ქართველებო! ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ! ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს” – ქართველ ქალს ამერიკელი ქმარი შვილს ართმევს – ვიდეო

,,მიშველეთ, ქართველებო! ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ! ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს" - ქართველ ქალს ამერიკელი ქმარი შვილს ართმევს - ვიდეო

,,ქართველებო, მიშველეთ! ჩემი შვილის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავს. მკერდიდან მომგლიჯეს და წაიყვანეს” – ამბობს 24 წლის ქალი ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა. ახალგაზრდა ქალის, ციციას მდგომარეობა უმძიმესია. როგორც ყვება, ის ამერიკის მოქალაქეს გაჰყვა ცოლად. საქართველოში იქორწინეს. შემდეგ კი ქმარმა ტურისტული ვიზით ამერიკაში წაიყვანა. ახლახან საბუთები მოუვიდა, სადაც ქმარი განქორწინებას ითხოვს. ერთი […]

,,ემიგრანტმა, 21 წლის ლია ადამაძემ თავი მოიკლა” – ტრაგედია საბერძნეთში

,,ემიგრანტმა, 21 წლის ლია ადამაძემ თავი მოიკლა" - ტრაგედია საბერძნეთში

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ საბერძნეთში 21 წლის ქართველმა ემიგრანტმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „თავი მოიკლა ემიგრანტმა 21 წლის ლია ადამაძემ საბერძნეთში. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. როცა დედას შვილი უკვდება, მისი ცხოვრება იმ ერთადერთის სუნთქვის გაჩერების მომენტიდან ჩერდება… დედის გული ტკივილს არ წყვეტს, თუმცა […]

,,იტალიაში მცხოვრებო ემიგრანტებო, როგორ არ გრცხვენიათ?! ეს ქვეყანა იმის ღირსია, ასეთი რამ ილაპარაკოთ?!” – ირმა კაპანაძის ვიდეომიმართვა

,,იტალიაში მცხოვრებო ემიგრანტებო, როგორ არ გრცხვენიათ?! ეს ქვეყანა იმის ღირსია, ასეთი რამ ილაპარაკოთ?!" - ირმა კაპანაძის ვიდეომიმართვა

ირმა კაპანაძე, რომელიც 12 წელია ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს და იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობა და მადლიერება გამოიჩინონ, როცა ქართულ მედიასთან იტალიაზე საუბრობენ, -ვრცელდება სასირცხვილო, უპასუხისმგებლო განცხადებები ქართველი ემიგრანტების მიერ. როგორ არ გრცხვენიათ, ხალხო?! ეს არის ქვეყანა, რომელიც არც ერთ ემიგრანტს უარს არ ეუბნება ჯანდაცვაზე, არავინ არავის არ აბრუნებს უკან, რა გააკეთოს […]

ქართველმა ემიგრანტმა თავი მოიკლა, მიზეზი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება გახდა

ქართველმა ემიგრანტმა თავი მოიკლა, მიზეზი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება გახდა

ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ სახელმწიფო კლინიკაში მოთავსებული ქართველი ემიგრანტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის მოკვლა სცადა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. შუახნის ქალმა, რომელმაც მომწამვლელი ხსნარი თვითმკვლელობის მიზნით დალია, საბერძნეთში ათეული წელი იმყოფებოდა. თვითმკვლელობის გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსხველი ვიდეოს გავრცელების შემდგომ მიიღო. დიასპორა.ჯი