,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე ოთახი მოულოდნელად ხმაურით გაივსო. გარშემო ყველაფერი სადღესასწულო განწყობით გაბრწყინდა. ვიღაცამ მაგიდაზე ყვავილების თაიგული დადო და გარშემო სასმელის ბოთლები შემოუწყო. ყველაზე ხანდაზმულს შუბლიდან ოფლი ორტოტად ჩამოსდიოდა, თან სამზარეულოდან ტორტს მოარბენინებდა. – შენ ჯერ არ ჩაგიცვამს? – მოულოდნელად თინას ვიღაც მკლავში ჩააფრინდა. მძიმეწონიანი საპატარძლო ადგილზე შეტორტმანდა, – კაბა უკვე მოიტანეს, უნდა მოემზადო, რა გჭირს, […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ასმათ ტყაბლაძე: ,,მყვარებია, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია”
ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი: ,,ეს ჩემთვის დახურული თემაა, ამაზე არ ვსაუბრობ. ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაცა მეტრფოდა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია. მეც მყვარებია, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია. სულ ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მოვწონდი, იყო შემოთავაზებები მათი მხრიდან, მაგრამ არასდროს მიცდია, ცოლისთვის გამეშორებინა ვინმე, არადა ქალები რატომღაც ამას ცდილობენ ხოლმე. ვინმე რომ გამემწარებინა, ის ამის შესახებ აუცილებლად იტყოდა”. ჟურნალი […]
მაიკლ ფასბენდერი: ,,მიჭირს იმის დაჯერება, რომ ქალები ჩემზე გიჟდებიან”
,,სარკე”, თათია ბოჭორიძე 43 წლის მაიკლ ფასბენდერი დღესდღეობით ერთ-ერთი წარმატებული მსახიობია ჰოლივუდში. ის იმ გამონაკლის მსახიობთა რიცხვშია, რომელთაც პროფესიული განათლება აქვთ მიღებული. სანამ მსახიობი გახდებოდა, მუშაობდა ბარმენად, ფოსტალიონად და ფაბრიკაში ყუთების გადმომტვირთავად. თავიდან სამსახიობო კარიერაში არ უმართლებდა და ერთი პერიოდი იმასაც ფიქრობდა, რომ ამ პროფესიაზე ხელი აეღო, მაგრამ ტელესერიალ ,,ჰექსში” აზაზელის როლმა იხსნა და დღეს […]
ირმა გურიელი: ,,მერაბ თავაძეს რომ გავშორდი, ჩვენი მეორე შვილი 3 თვის იყო”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ,,თუ კაცი სწორად იპოვის თავის ადგილს ცხოვრებაში, მაშინ ის უკლებლივ მიიტანს წუთისოფლის სუფრაზე იმას, რითაც იგი უხვად დაუჯილდოვებია ბუნებას”, – დიდი ილიას ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი პირველი თაობის ტელედიქტორმა, პოეტმა, მსახიობმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, ღირსების ორდენის კავალერმა, ქალბატონმა ირმა გურიელმა. პროფესიით მსახიობი კინოში გადაღებაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედმა ახალდაარსებულ ტელევიზიაში მიიყვანა. აღმოჩნდა, […]
ეკა მიშველაძე პირველ შვილიშვილს საძინებელს უმზადებს
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გადაცემა ,,დილა უქმეებზე” წამყვანს, მაკო კვიტაიშვილს, ეკრანზე ფეხმძიმობა დიდად არც ეტყობა, რადგან ჯანსაღად იკვებება და წონაშიც ბევრი არ მოუმატია. დედამისი, ცნობილი ჟურნალისტი, ეკა მიშველაძე, ბებიობისთვის დიდი სიხარულით ემზადება. აქამდე შვილებს სულ საყვედურობდა, რომ ბებიობას აგვიანებდა, ახლა კი ძალიან ბედნიერია. მაკომ ოჯახი რამდენიმე თვის წინ შექმნა. მისი რჩეული ყოფილი სპორტსმენი, […]
თიკა მახალდიანი: ,,წარმოუდგენელია, ამ ტკივილმა ოდესმე გაიაროს”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ თიკა მახალდიანს შარშან ტრაგიკული აღდგომადღე გაუთენდა. ბრმა ტყვიამ თიკას დედა იმსხვერპლა. დამნაშავე პირი დააკავეს და რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ეს თიკასთვის შვების მომტანი არ აღმოჩნდა. მწუხარების დაძლევაში მისი 3 წლის ქალიშვილი, კირა და ეკლესია დაეხმარნენ. თიკა მუშაობს სიმღერაზე, რომელსაც დედას მიუძღვნის. ამით ის სცენაზე დაბრუნდება, რადგან ეს დედის სურვილი იყო. კარიერას […]
თეონა დავარაშვილი: ,,დედაჩემი მოვძებნე, მაგრამ ცივად შემხვდა, გიცანი, მამაშენს ჰგავხარო”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე თეონა დავარაშვილი თავის ამბავს სა-ჯაროდ პირველად ,,სარკესთან” ყვება. სინამდვილეში დავარაშვილი კი არა, დავითაშვილია, მაგრამ ბიოლოგიურ მამას არ იცნობს. იცის, რომ მამის მხრიდან ხუთი დედმამიშვილი ჰყავს, თუმცა არ იცის, როგორი რეაქცია ექნებათ დავითაშვილებს, როცა გაიგებენ, რომ თეონა მათი სისხლი და ხორცია. თეონა 1979 წელს დაიბადა. დედამისს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ქალმა არ დაიჯერა, […]
ლევან მამალაძე: ,,ჩემი შვილების თვალწინ ლოგინებს ატრიალებდნენ… მასწავლებელმა გვკითხა, რა სჭირთ თქვენს შვილებსო”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ლევან მამალაძე 18 წელია, ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია. ედუარდ შევარდნაძის რჩეული გუბერნატორი ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლისთანავე საქართველოდან გაიქცა, რადგან, როგორც ამბობს, მიხეილ სააკაშვილს მასთან პირადი მტრობა აკავშირებდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ის ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების მუხლით გაასამართლა, მაგრამ ციხეში ვერ ჩასვეს, რადგან ქვეყანა დატოვებული ჰქონდა. ჯერ რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ – უკრაინაში, ახლა ამერიკაშია […]
პაპა ავლიპის მხიარული ამბები
,,სარკე” ავლიპ ზურაბაშვილი თავის პაციენტებს ძალიან უყვარდათ. მას პაპა ავლიპს ეძახდნენ და მოუთმენლად ელოდნენ, პაპა შემოვლას როდის დაიწყებდა. მათ პირდაპირ არასდროს ეკითხებოდა, რა აწუხებდათ. ჯერ პირად საკითხებზე გაუბამდა საუბარს და ასე შედიოდა კონტაქტში. შემდეგ გადავიდოდა ვითომ უმნიშვნელოზე – ავადმყოფობაზე. ცნობილ ფსიქიატრზე ანეკდოტებს ყვებოდნენ. მასზე შეთხზულ აბებზე თურმე თავადაც ბევრს ხალისობდა. ერთხელ პაპა ავლიპს კაბინეტში ფსიქიკური […]
თეა გობეჯიშვილი: ,,ნიკა ძალიან გაბრაზდა და გაიქცა, მე, როგორც რაჭველი, უცებ ვერ მივხვდი, რამ გააბრაზა”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი ,,სარკესთან” თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე ყვება, მათ შორის _ მისი და ნიკა ლომიძის სიყვარულის ამბავზეც. ინტერვიუ ქვეყნდება შემოკლებით. თეა გობეჯიშვილი: – ჩვენი ურთიერთობა ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს დაიწყო. გადაღება გვიან დამთავრდა, ნიკა ჩემს მანქანასთან მოვიდა და მთხოვა, წამეყვანა. უარს როგორ ვეტყოდი?! რამდენიმე დღის შემდეგ თავად წამომიყვანა მანქანით, შემდეგ დილითაც […]











