,,სარკე”, ია ქუთათელაძე წარმატების ფორმულის მზა რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ, როცა ინტერვიუს ვწერ, ამ კითხვას არ ვსვამ. ვიცი, უმრავლესობა ტრადიციულად მიპასუხებს – შრომა, შრომა და შრომა. რა თქმა უნდა, შრომა გადამწყვეტია, მაგრამ კიდევ უამრავი რამ სჭირდება. თავდაპირველად ნიჭი, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, არჩეული საქმის ერთგულება, ცოტაოდენი იღბალი… რუსუდან ბარამიძე, ერთი შეხედვით, განებივრებულ, სათბურის პირობებში გამოზრდილ ქალს […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გიორგი კალანდაძე: ,,ცოლთან გაშორებით თავი გადავირჩინე”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე მსახიობ გიორგი კალანდაძეს ტელესივრცეში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ახლა კი ,,პოს ტივის” დილის ეთერის პოზიტიური წამყვანის ამპლუაშია. თეატრალურის მესამე კურსზე სწავლობდა, როცა კასტინგის შედეგად შეარჩიეს სატელევიზიო სერიალ ,,ჩიფსების თაობისთვის”. სერიალმა პოპულარობა მოუტანა, სიყვარულიც ამ დროს ეწვია. მან და მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა იქორწინეს. ამ ქორწინებიდან ჰყავს ულამაზესი გოგონა, 10 წლის ნასტასია, რომელსაც მაყურებელი […]
რატი გაჩეჩილაძე: ,,ჩემი ცოლი ძალიან ძლიერი ადამიანია, აქეთ აწყნარებს თავის ოჯახს”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე სამეჯლისო ცეკვების დინასტიის წარმომადგენელ რატი გაჩეჩილაძეს რთული პერიოდი უდგას. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ცოლს, კარინა ლისენკოს, მის სამშობლოში მიმდინარე ომის საშინელებები დაავიწყოს. ამისთვის კი რატის ისევ ცეკვა ეხმარება. თუ როგორ აისახა ომი მათ ოჯახზე, რატი გაჩეჩილაძე ,,სარკეს” უყვება: -ჩემი ცოლი კარინა ძალიან ძლიერი ადამიანია, აქეთ აწყნარებს თავის ოჯახს უკრაინაში. კარინას მამა […]
შოთი ტატიშვილი: ,,ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე… იყო მომენტი, როცა თითქოს სხეულიდან გავედი”‘
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ცნობილი შოუმენისა და ექიმის, ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი, შოთი, საზოგადოების წინაშე პირველად მუსიკალურ ტელეკონკურსზე გამოჩნდა და მენტორების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მისი სიყვარული მუსიკისადმი პირველად ოჯახში შეამჩნიეს, როცა უფროსი ძმის, ზუკას, მიბაძვით სიმღერა დაიწყო და დრამზე დაკვრით დაინტერესდა. დედა, ექიმი ეკა არჩვაძე, შვილის ყველანაირად უწყობდა ხელს. შოთიმ რამდენიმე კონკურსში კიდევ მიიღო მონაწილეობა. ყველაფერი […]
ოთო აბესაძე: ,,თავიდან ბოლომდე დეამ შემქმნა” – ციხემ ახალგაზრდა ეკონომისტს ახალი სუნთქვა გაუხსნა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ოთარ აბესაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სკანდალური საქმით გაიცნო, ახლა ეკონომიკის პროფესორის სტატუსით როგორც ქართულ, ისე ევროპულ უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს. 2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მაშინ ის თბილისის მერიის თანამშრომელი იყო. საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა, რომ აბესაძეს ქრთამი არ აუღია და ბრალდება ,,ზეგავლენით ვაჭრობის” მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ნაკლებად […]
,,გივის გარდაცვალების შემდეგ დედას სიცოცხლე აღარ უნდოდა” – მანანა ბერიკაშვილი
,,სარკე”, ია ქუთათელაძე 2 მარტს საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის, მეუღლე, ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა. თეატრალურ უნივერსიტეტში 70 წლის განმავლობაში სტუდენტთა არაერთი თაობა აღზარდა. დღეს ყველა უდიდესი მადლიერებით და მოწიწებით იხსენებს საყვარელ პედაგოგს. გივის და ლეილას ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ქმრის გარდაცვალებიდან ხუთი წელი ქალბატონმა ლეილამ მოგონებებში გაატარა. ნელ-ნელა […]
გიზო ნიშნიანიძის მეუღლე: ,,სუფრასთან გარდაიცვალა, თამადა იყო, ლექსს კითხულობდა… თურმე ამბობდა, სამოთხეში ვარო”
,,სარკე” ,,ძნელია იყო პოეტის ცოლი, მთელი ცხოვრება მასთან იარო. თვითონ პოეტი უნდა იყო, რომ პოეტის ბედი გაიზიარო” – მწერალმა, პოეტმა და ჟურნალისტმა გიზო ნიშნიანიძემ ეს სტრიქონები საყვარელ ქალს, ლიანა კეჭაყმაძეს მიუძღვნა, რომელთან ერთადაც 58 წელი გალია. ამ სიყვარულზე ქალბატონი ლიანა ,,სარკეს” უამბობს: – ოჯახი რომ შევქმენით, მე 19 წლის ვიყავი, გიზო – 25 წლის. ამ […]
,,სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, სარკეში მნახა” – იდუმალებით მოცული ამბები ონისე ონიანის ცხოვრებაში
,,სარკე” მსაიხობი ონისე ონიანის ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა ისეთი რამ, რისი ახსნაც შეუძლებელია. ამის შესახებ მსახიობი ,,სარკესთან” საუბრობს: -სანამ დედაჩემის დედა გარდაიცვლებოდა, უცნაური ამბავი მოხდა. აგვისტო იყო და რაჭაში, ჩემს სოფელ სადმელში ვისვენებდი. მეზობელმა ნათურის შეკეთება მთხოვა. ბრტყელტუჩა გაქერცლილი აღმოჩნდა და დენი ჩემზე გადმოვიდა. რაღაც ძალით ხელი გავუშვი და აივანზე დავეცი. რომ ავდექი, ფეხი ნაღრძობი მქონდა. […]
მარიტა როხვაძე: ,,მთავარი საყრდენი გამომეცალა, დრო მკურნალი არ არის”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალი მარიტა როხვაძე ნელ-ნელა საკონცერტო ცხოვრებას უბრუნდება და დიდი იმედი აქვს, რომ საყვარელ საქმეში ბოლომდე დაიხარჯება. პანდემიის პერიოდში მარიტამ მამა დაკარგა, ოღონდ ამის მიზეზი კოვიდი არ ყოფილა. მათ განსაკუთრებული მამაშვილობა ჰქონდათ და მამა ძალიან ამაყობდა შვილის მომღერლობით, ამიტომ მარიტა სცენას მალე დაუბრუნდა. – მარიტა, პანდემიის პერიოდმა ხომ არ დაგაფიქრათ, რომ სხვა პროფესია […]
რუსკა მაყაშვილი: ,,ქმარი ვერ დავითანხმე, რომ ჩემს შოუში მოვიდეს”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა მეგა შოუების ჟიურიდან საკუთარ შოუში გადაინაცვლა და ,,ურუსკესის” წამყვანი გახდა. ეს ,,ელენის შოუს” ლიცენზირებული ქართული ვერსიაა. წინა სეზონზე ამ ტიპის გადაცემის წამყვანი ანა ჩირაძე იყო და გადაცემასაც ,,ანას შოუ” ერქვა. რუსკა ფიქრობდა, რომ მის გადაცემას ,,რუსკას შოუ” დაერქმეოდა, მაგრამ, როდესაც სტუდიაში შევიდა, პროდიუსერებისგან სიურპრიზი დახვდა. ასე შეიქმნა ,,ურუსკესი”. – […]











