სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთი გმირის, ვაკელი ვატიკანას, დაფარული მხარეები თანდათან გამოიკვეთა. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ გმირის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა – მსახიობი. ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის მეორე როლია. დებიუტი კი ეროტიკულ სერიალ “ელიტარულ […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გიორგი ცაავას თვალწინ კაცი დანით აჩეხეს – “სისხლისგან იცლებოდა და შველას მთხოვდა”
კინოსა და თეატრის მსახიობს, გიორგი ცაავას, ცხოვრებამ დაბრკოლებები არგუნა, მაგრამ მათი გადალახვაც ასწავლა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს, ზოგი – საკუთარი, ზოგი სხვისი შეცდომებით დაგროვილი. ამჟამად მისი ცხოვრება დალაგებულია. ჰყავს ოჯახი – ცოლი, ეკა მეტოპიშვილი და ორი ვაჟი, ნიკოლოზი და ალექსანდრე. მართალია, არც ერთი თეატრის დასის წევრი არ არის, მაგრამ გამოადგა მეორე […]
კონსტანტინე კარანაძე – “მაიმუნი, ცოტა ხულიგანი-ბანდიტი ბიჭი ვარ, საყვარელი, კეთილი, კარგი გოგოები მომწონს”
კონსტანტინე კარანაძემ პროექტ ”მხოლოდ ქართულში” მაყურებელს თავი ორიგინალური სიმღერით დაამახსოვრა და ფინალში გასვლას მოახერხა. ეს ინტერვიუ კონკურსის საწყის ეტაპზეა ჩაწერილი. – კონსტანტინე, ვიცით, რომ ბებიამ გთხოვათ, პროექტში გასულიყავით. გაუჭირდა თქვენი დათანხმება? – პროექტში ჩართვა მარტივად გადავწყვიტე, რადგან ან მასში მონაწილეობა უნდა მიმეღო, ან უსახლკაროდ ვრჩებოდი. ამ არჩევნის წინაშე ბებიამ დამაყენა – “დამემუქრა”, თუმცა ამ მუქარის […]
“გიომ ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა”
მომღერალი გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა. მეგობრებმა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, თუმცა მისი გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა. „ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ყველამ ვიცოდით, რომ ცუდად იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით. ეს ცხრა თვე მასთან ერთად გავიარე ყველა ის წუთი, რაც სტკიოდა. დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან […]
მედეა ბიბილეიშვილის აკრძალული სიყვარული – “რამაზის გარდაცვალების შემდეგ არ ვიცოდი, როგორ მეცოცხლა”
ირინე მჭედლიძე, სარკე მედეა ბიბილეიშვილს მეგობარმა ერთხელ ასეთი სიტყვები უთხრა – შენ და ჩემი საქართველო ორივე ერთნაირად უბედურები ხართ, რადგან ორივე ერთნაირად ლამაზები ხართო. ულამაზეს ქალს სიყვარულიც ლამაზი ჰქონდა, რომელიც ერთ უბედურ დღეს მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან. 11 წლის განმავლობაში მის გვერდით იყო ადამიანი, რომელიც თითოეულ დღეს, წუთს, წამს ულამაზებდა და ტრაგიკულმა შემთხვევამ ეს ბედნიერება წაართვა. […]
”ამოვედით, ჩავიფიქრეთ შვილი და სურვილი შემისრულდა” – გოგნის კარუგდებელის სასწაული
საქართველოში წმინდა გიორგი განსაკუთრებულად უყვართ. ქართველი ერი ამ წმინდანის მფარველობას ყოველთვის გრძნობდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს (წმინდანის აღსრულების დღეს) და 23 ნოემბერს (წმინდანის ბორბალზე წამების დღეს). გიორგობას საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ. იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, უამრავი მომლოცველი ჩადის კარუგდებელის სახელით ცნობილი ტაძრის მოსალოცად. არსებობს გადმოცემა, რომ ვინც ტაძარს სამჯერ […]
“მამაკაცმა, რომელმაც ორსული მიმატოვა, ჩემი შვილის გაცნობა ახლა მოინდომა”
20 წლის წინ ისეთი ამბავი გადამხდა თავს, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ასეთი რამ სხვას რომ დამართნოდა, ალბათ გავკიცხავდი, ვიტყოდი, რომ შეეძლო ამ განსაცდელისგან თავის დახსნა, მაგრამ… ხომ იცით, სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო, ნათქვამია. როცა გონიერება უნდა გამომეჩინა, მხოლოდ ინსტინქტებს მივენდე და თავი დიდ პრობლემაში გავყავი. უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შემიყვარდა. მას უმაღლესი უკვე დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ჩვენს […]
“ქალი, რომელმაც ნარკოტიკებისგან მიხსნა, დედაჩემის ლოცვამ მაპოვნინა”
ნარკომანიას არცთუ უსაფუძვლოდ უწოდებენ ჯოჯოხეთის ჭაობს. ის მომაკვდინებელი სენია. როგორც ამბობენ, ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ფიზიკურზე ძლიერია და უფრო ხანგრძლივადაც მიმდინარეობს. მისგან გათავისუფლება ლამის სასწაულს უტოლდება. ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა კაცი (რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა) რამდენჯერმე ეცადა ამ ჭაობიდან ამოსვლას, მაგრამ უშედეგოდ – ვერ შეძლო. ეს საშინელი ბოროტება ვერც თავისი ძალებით დაძლია და ვერც სხვათა ძალისხმევით. […]
ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს – “ჩემს 10 წლის ბიჭს ოჯახის საქმეებს ვასწავლი”
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და 10 წლის ვაჟი. ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს. ბაია პატარაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. “საფარს” კი […]
“ჩემი შვილი აფხაზეთის ომში გადაურჩა ტყვიას და საბერძნეთში მომიკლეს” – სამშობლოში დაბრუნებული ქართული ოჯახი თავს ლტოლვილად გრძნობს
ჩვენი რესპონდენტი პიროვნულად ძლიერი, ღირსების მქონე ქალია. საქართველოში გამართული ოჯახი ჰქონდა, გასული საუკუნის 90-იანი წლების სიდუხჭირემ აიძულა, უცხო ქვეყანაში, საბერძნეთში, გადახვეწილიყო და შემდგომ ქმარ-შვილიც წაეყვანა. თავდაუზოგავი შრომის ფასად ცხოვრებას აიწყობდნენ, საშინელი ტრაგედია რომ არ მოსწეოდათ. მათი უფროსი ვაჟი მოკლეს. გაუბედურებული ოჯახი საქართველოს დაუბრუნდა. ტრაგედიით განადგურებული, უსახსროდ დარჩენილი ოჯახი სამშობლოში ახალი დარტყმის ქვეშ დადგა. ყოფილი ემიგრანტი […]











