მსახიობ მაკა ძაგანიას ცხოვრებაში 4 წლის წინ ბევრი რამ შეიცვალა – მისი მეორე შვილი, გიორგი დაიბადა. ამის შემდეგ მის შემოქმედებაში ბუნებრივად გაჩნდა პაუზა, აღარც სპექტაკლებში მონაწილეობდა, დროებით მისი გმირი, თინაც თვალს მიეფარა სერიალიდან ,,ჩემი ცოლის დაქალები”. მერე კი ყველაფერი ძველ რიტმში ჩაჯდა. ამჟამად მაკა ძალიან დაკავებულია, ბავშვებსა და სტუდენტებს ასწავლის, “ილიაუნის თეატრში” თამაშობს და მისი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
“თანახმა ვარ, აქედან ჯორზე შესმული გამომიშვან, ოღონდ ბავშვი დამიბრუნონ” – ქართველი წყვილი შვედეთში შვილისთვის იბრძვის
ქართველების წყვილი, ცოლ-ქმარი კონსტანტინე კირვალიძე და ლიკა სხილაძე 2 წლის წინ შვედეთში წავიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს. სახელმწიფომ მათ ადგილი საერთო ბანაკში მიუჩინა. ლიკა შვედეთში დაფეხმძიმდა და პატარა ერიკი გააჩინა. 9 თვის შემდეგ სოციალურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ერიკს მშობლების გარეშე უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, რადგან, მათი აზრით, ისინი ბიჭუნას საფრთხეს უქმნიდნენ. კონსტანტინე კირვალიძე სამშობლოში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, […]
“ვანო ზოდელავამ თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა”
დედაქალაქის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა, დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ის 5 თებერვალს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა 2017 წლის ივლისში ავარიაში მოყვა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. იმ დღიდან გონზე აღარ მოსულა. წელიწადნახევარი საავადმყოფოში იწვა და სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ვანო ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო. ბოლო 10 წლის […]
გვანცა დარასელია: “ბოტოქსს ვიკეთებ, მიმიკური ნაოჭი მაქვს და არ მინდა, რომ ღარი გამოჩნდეს”
გვანცა დარასელიასთვის სანამ ტელევიზია გახდებოდა ცხოვრების მთავარი საქმე, მანამდე იყო სამოდელო ბიზნესი, სადაც გამორჩეული სახე გახლდათ. კარგად იცოდა, პოდიუმზე როგორ წარმოეჩინა თავი და ახლაც იცის, მის ეკრანულ იმიჯს რა სჭირდება. დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლას, ჩაცმის სტილს… და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, გვანცა თვლის, ქალი რომ კარგად გამოიყურებოდეს, მთავარი მის გვერდით მდგომი მამაკაცია. მას ამ […]
გოგა ბარბაქაძე: ,,ჩემი ცოლი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე 15 წლის წინ”
მსახიობი გოგა ბარბაქაძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ პერსონაჟ დათოს პოპულარობა დღემდე მოჰყვება. სერიალის ეკრანზე უკვე რამდენჯერმე დაბრუნდა, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ რეიტინგულია და მისი გმირების ხალასი იუმორი მაყურებელს ისევ ძალიან ახალისებს. გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრისა და “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. სპექტაკლების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ […]
სალომე ჭაჭუა: ,,მამაკაცმა ვიზუალით უნდა დამაინტერესოს… ჩემს პირად ცხოვრებაში არავინ არის”
სალომე ჭაჭუა 13 წლის იყო, როცა პარკეტზე საცეკვაოდ დადგა და მას შემდეგ სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში გამორჩეული სახეა. თუმცა პოპულარობა პროექტმა, ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, მოუტანა. ტელეშოუს ბოლო სეზონზე მისი პარტნიორი გიორგი გილიგაშვილი იყო, რომელთან ერთადაც დასამახსოვრებელი ნომრები შექმნა. იყო დიდი მოლოდინი, რომ წყვილი ფინალში მოხვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. სალომეს ცხოვრება პროექტის შემდეგაც ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება. რეპეტიციები, იოგა, […]
“ყველას თვალწინ გამატიტვლეს, იატაკზე თმით მათრიეს” – ჯალათი ფსიქიატრების ყველაზე ცნობილი “პაციენტი”
ხათუნა მაღრაძე, სარკე 1982 წელი. თბილისი. ფსიქიატრიული საავადმყოფო. პაციენტები საწოლებში ტრიალებენ, ზოგი ნახევრად ღიად დარჩენილი თვალებით უმზერს სამყაროს, მათ წინ მოჩვენებები ფერმკრთალდებიან, სხვებს დიდი ხანია სახეზე შერჩენილი ღიმილით სძინავთ. პალატა N6-ში მხოლოდ ერთი პაციენტი გმინავს. ქალი ახალგაზრდაა, მაგრამ სახე უკვე დაღარული აქვს, თმაში ჭაღარა შეჰპარვია. ის საღამურის ქვეშ მიმალულ ფურცლის ნახევს პოულობს. პატარა, წერისგან გალეული […]
ქართველმა დიზაინერმა მესის და კასილასის შვილები შემოსა – ლელი ცისკარაული: ,,ჩემი ესპანელი ქმარი საქართველოდან გაგიჟებული წამოვიყვანე”
ქართველი დიზაინერი ლელი ცისკარაული უკვე 12 წელია ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და მისი მომსახურებით ცნობილი ოჯახები სარგებლობენ. მაგალითად, ლელის ნამუშევრები მრავლადაა ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესის, პოპულარული ჟურნალისტებისა და მსახიობების სახლებში. უცხო ქვეყანაში წარმატებამდე განვლილ გზასა და თავის ესპანურ-ქართულ ოჯახზე ლელი ცისკარაული ,,სარკესთან” სიამოვნებით საუბრობს იმ იმედით, რომ მისი ცხოვრების მაგალითი ქართველ ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს. ლელი ცისკარაული: […]
დალი ჩიტალაძე: “ჩემს ასაკში გარეგნობაზე ცოტა ხელის შევლება საჭიროა”
მოდის ექსპერტი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე ბავშვობიდან თავისი კანონებით ცხოვრობს. იცის, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ. მისი ტოლი, ანუ 50 წელს გადაცილებული, ქალებისგან განსხვავებით, ასაკის მატებას არ განიცდის, პირიქით, ყოველი დღის გათენებას მადლიერებით ხვდება. მას ესეც ცხოვრებამ ასწავლა. მოსწონს, როცა […]
ანი ტყებუჩავა: “ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება”
მსახიობ ანი ტყებუჩავასთვის სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონი ემოციურად ყველაზე რთული იყო. მისი გმირი, ნინა, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მოვლენების ასე განვითარებამ მსახიობისგან დიდი ნებისყოფა მოითხოვა. თავისი გმირის, ნინას მდგომარეობამ აიძულა საკუთარ თმას გამოთხოვებოდა და თავი გადაეპარსა, რაც ახალგაზრდა ქალისთვის იოლი არ ყოფილა. ახალ სეზონს ანი უკვე წამოზრდილი თმითა და […]











