ყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა ამას არასოდეს აღიარებდა, ალბათ, თავმდაბლობის გამო. თავისი ნიჭით, სიკეთით, დიდბუნებოვნებით, გარეგნობით ყველას ხიბლავდა, ამიტომაც იქცა სიცოცხლეშივე ლეგენდად. გივი ციცქიშვილი – მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მომღერალი, ნამდვილი ინტელიგენტი, შემოქმედებითი, ერთი შეხედვით უბრალო კაცი, მაგრამ სინამდვილეში განძი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის და საერთო ჯამში, მთელი ქვეყნისთვის. ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ დიდ კვალს ტოვებენ და […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
რატი დურგლიშვილის დედას შვილის მომღერლობა არ უნდოდა – „მას მოქანდაკის საუკეთესო მონაცემები ჰქონდა”
„ჩემში სიყვარული დედისგან დაიბადა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. დედა არის ყველაზე დიდი იმედი. არის დღეები, როცა ვერ ვეკონტაქტები და ორი დღე რომ გადაცდება და არ დავურეკავ, მებუტება… ბავშვობაში ვიყავი ძალიან მორწმუნე, სულ ვლოცულობდი და ღმერთს, პირველ რიგში, იმას ვთხოვდი, რომ დედა ყოფილიყო კარგად… ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა 6 თვე ამერიკაში ვცხოვრობდი, ლოს […]
მანანა გეგიძის „მოსაუბრე სახლები“ რომში გამოიფინება
მანანა გეგიძის სახელს უამრავი წარმატებული პროექტი, საინტერესო ჟურნალიტური მოღვაწეობა და ახლა უკვე საინტერესო და გამორჩეულ ნახატებიც უკავშირდება. პირველად ფუნჯი ბავშვობაში აიღო, თუმცა შემდეგ წლების განმავლობაში მოლბერტს აღარ დაბრუნებია. წლების შემდეგ არტ სივრცე „თოროს“ შემქნისას, ულამაზესმა ბუნებამ და გარემომ მანანას მხატვრობის სურვილი კვლავ გაუმძაფრა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მის მხატვრულ სამყაროზე დღეს ქართველი მხატვრები აღფრთოვანებით […]
გიორგი თორაძე: „უღარიბესი ოჯახიდან ვიყავი”
მხიარული მომღერლის მძიმე პერიოდები
„სარკე“, ავთო ჩიტიძე მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე, იგივე თორჩო, ფართო საზოგადოებამ ლელა წურწუმიას ბექვოკალისტობით გაიცნო. მხიარული და ეპატაჟური თორჩო სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად პოპულარულია. გიორგის ცხოვრებაში მუსიკა ყოველთვის იყო. პირველად საბავშვო კონკურს „ანა-ბანას” შემადგენლობაში ვიხილეთ. შემდეგ ითამაშა მიუზიკლში „მუსიკის ჰანგები”. მოგვიანებით კი „კვინტესენსის” ანსამბლის წევრი იყო. მოკლედ, თორჩო ყველგანაა, სადაც მუსიკა, მხიარულება და პოზიტივია. არადა […]
მადონა კოიძე: „33 წელია, ჩემი კედელი და იმედი ჩემი მეუღლეა”
„სარკე“, რუსუდან ადვაძე პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „სახალხო კონტროლის” წამყვანი, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე, სახლშიც უზომოდ მომთხოვნია და ამას მისი ქმარ-შვილი ისე შეეჩვია, თვითონაც მას დაემსგავსნენ. მისი ქმარი ბიზნესმენი მამუკა დეისაძე გახლავთ, მათ ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ. მადონა “სარკესთან” ამბობს, რომ შვილები “დესპოტურად” გაზარდა. მიიჩნევს თუ არა დღეს ამ მეთოდს გამართლებულად და რა […]
თამთა კვარაცხელია: „არ მგონია, ქართულ ტელესივრცეში იყოს ვინმე, ვისაც ძალა შესწევს, მებრძოლოს”
როგორ იპოვა საკუთარი თავი მოდაში და რა თვისებებს ეძებს მამაკაცებში თამთა კვარაცხელია
„სარკე“, ავთო ჩიტიძე ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია ეკრანიდან გაქრა და მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში გადაინაცვლა. ის ბარსელონის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა და მოდის ინდუსტრიის სიახლეებს გაეცნო. თავის მომავალს ამ მიმართულებით ხედავს. უნდა, რომ საქართველოს ბაზრით ბევრი ბრენდი დაინტერესდეს. თამთა „სარკეს” მაშინ დაუკავშირდა, როცა ის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. მან ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა, მათ შორის – პირად ცხოვრებაზეც. – […]
„ჩემს ცხოვრებაში ვიღაცები ,,ადამიანჩიკებად” იქცნენ, მათთან ურთიერთობა აღარ შემიძლია!”
რა დარდი გაიყოლა ზაზა ბეჟაშვილმა იმქვეყნად
„სარკე“, არქივი ზაზა ბეჟაშვილი, მეგობრებისთვის უბრალოდ ზუზუ, 5 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გმირები ეკრანზე გამოჩენისთანავე ხდებოდნენ პოპულარულები. პერსონაჟების ესმოდა, ამიტომაც როლზე მუშაობა არასოდეს უჭირდა, თუმცა იყო სირთულეები რეჟისორებთან, პროდიუსერებთან. მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ყვებოდა: „მძიმე ხარო, მეუბნებიან და ძალიან მიკვირს. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მძიმე ვარ, მირჩევნია, მძიმე ვიყო, ვიდრე მჩატე. ზოგისთვის სიმძიმეა, თუ გადასაღებ მოედანზე […]
ელგა ტაბატაძე: „ხელს რომ შეყოფ ფურნეში, 24-ჯერ უნდა დაითვალო”
როგორ მზადდება ლაგოდეხური პასკები ნიგვზით და ჯემით
„სარკე“, ირინე მჭედლიძე ბლოგერ ელგა ტაბატაძის კულინარიულ რეცეპტებს მისი მშობლიური სოფლის სურნელი და გემოები დაჰყვება. ის ლაგოდეხის სოფელ გურგენიანიდან არის. სწორედ იქ შეიყვარა სამზარეულოში ფუსფუსი. ამაში ყველაზე დიდი წვლილი მის ბაბუას მიუძღვის, რომელიც სოფლის მზარეული იყო და საოცარ კერძებს ამზადებდა, ასევე ბებიას, რომელიც თონეში საოცარ პურებსა და ხაჭაპურებს აკრავდა. ბებიისგან და დედისგან უგემრიელესი პასკები ისწავლა, […]
„მულის და მისი შვილების გამო ჩემი ბავშვი აგრესიული გახდა”
„სარკე“ მული მყავს ბოროტი! ზოგი მეუბნება, ეტყობა, ვერ ხვდება, რას აკეთებსო, მაგრამ არ მჯერა ამის. ის ყველაფერს გამიზნულად აკეთებს, რადგან ბოროტი არ ასვენებს. ჩემი შურს, რადგან მის ძმას ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს, მისი ქმარი კი მუდამ “პლანის” ზემოქმედების ქვეშ არის და საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ ცოლი და შვილები ჰყავს, რომლებზეც უნდა იზრუნოს. ჩემი ქმარი რამეს […]
კაპიტან ბლაის ხიფათიანი მოგზაურობა პურის ხის ჩამოსატანად
უგემბანო ხომალდის თავგადასავლები
„სარკე“, ლევან თედიაშვილი 1789 წლის მაისში წყნარ ოკეანეში გამოჩნდა დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის ნავი, რომელშიც რამდენიმე სახეშეშლილი და ღონემიხდილი კაცი იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში შეუჩერებლივ ასხამდნენ წყალს ნავიდან და ძლიერ ქარს შეძლებისდაგვარად უმკლავდებოდნენ. ნავი საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მის მგზავრებს წინ ჯერ კიდევ 5-ათას კილომეტრიანი მათთვის სრულიად უცნობი გზა ჰქონდათ გასავლელი, რომელიც […]











