კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

მარიტა ჯანაშია: “ქორწილის მერე ერთი კვირა გადაბმულად მეძინა”

მარიტა ჯანაშია: "ქორწილის მერე ერთი კვირა გადაბმულად მეძინა"

მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ შემოდგომაზე ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვან მარიტა ჯანაშიაზე იქორწინა. მარიტა “სარკესთან”  საუბრობს. – მარიტა, როგორ გახსენდებათ ქორწილისთვის სამზადისი? – ჩემი ყველაზე დიდი სანერვიულო იყო ამინდი, რადგან ყველაფერი ღია ცის ქვეშ იყო დაგეგმილი. დიდი სანერვიულო იყო კორონას თემაც. ყველაფერი გავთვალეთ, რომ რისკები მინიმუმამდე ყოფილიყო დასული, გამოვიყენეთ ერთჯერადი ჭურჭელი. იმდენი ვინერვიულე, რომ […]

მარიამ ბაშარული: “ელენეს დედა არც სიცოცხლეში აკითხავდა, მიცვალებულთანაც მხოლოდ ნახევარი საათით მოვიდა…”

მარიამ ბაშარული: "ელენეს დედა არც სიცოცხლეში აკითხავდა, მიცვალებულთანაც მხოლოდ ნახევარი საათით მოვიდა..."

28 სექტემბერს, ღამის 11 საათისთვის რუსთავში შემზარავი ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა არასრულწლოვან გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა. მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზევე დაიღუპნენ. გარდაცვლილი 16 წლის ელენე ბაშარულია, მძღოლი კი, რომელიც ძაღლთან ერთად მოსეირნე გოგონას დაეჯახა – გრიგოლ ჯუდაშვილი. ელენე ბაშარული თვეების იყო, დედამ რომ მიატოვა და ზრდიდა მამიდა, რომელიც 6 წლის […]

“დედამ ჩემი მეგობრის მამა ლამის შეჭამოს, ცუდი ავეჯი დამიმზადეო”

"დედამ ჩემი მეგობრის მამა ლამის შეჭამოს, ცუდი ავეჯი დამიმზადეო"

16 წლის გოგო ვარ, მეგობარი მყავს, რომელთანაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი. ერთ დღეს დედაჩემმა მის სახლში გადაღებულ ფოტოზე დივანი დაინახა, მოეწონა და მთხოვა, მეკითხა, სად შეიძინეს. აღმოჩნდა, რომ მამამისმა გააკეთა. ის ავეჯის საწარმოში მუშაობს. დედა ჩემი მეგობრის დედას დაუკავშირდა და სთხოვა სამზარეულოს ავეჯის აწყობა. იმ კაცს ბევრი შეკვეთა ჰქონდა, მაგრამ ჩემი ხათრით ვიღაცებს უარი უთხრა […]

ნიკა წულუკიძე: “ოჯახის შექმნის შემდეგ ძირეულად შევიცვალე”

ნიკა წულუკიძე: "ოჯახის შექმნის შემდეგ ძირეულად შევიცვალე"

ნიკა წულუკიძე ცოტა ხნის წინ ბიჭის, კიტა წულუკიძის, მამა გახდა. ნიკა და მისი ცოლი, თეკლა კოსტავა, უკვე ორი შვილის მშობლები არიან. ოჯახურ სიხარულზე ნიკა წულუკიძე “სარკეს” უყვება: – პირველი შვილის დაბადებისას ბოლომდე შეცნობილი არ მქონდა, რას ნიშნავდა მამობა, ამიტომ  სიხარულთან ერთად აფორიაქებულიც ვიყავი. ახლა კი იმ ბედნიერი განცდის განმეორება იყო. ძალიან კარგია, რომ უკვე ორი […]

ია ჩანტლაძე: “ჩემი ქმარი ჯანკარლო ტყუპებმა გადარიეს და დღემდე გადარეული დადის”

ია ჩანტლაძე: "ჩემი ქმარი ჯანკარლო ტყუპებმა გადარიეს  და დღემდე გადარეული დადის"

მომღერალ ია ჩანტლაძეს ორსულობის დიდი ნაწილი, მშობიარობა და ბავშვებზე ზრუნვის პირველი ეტაპი მეუღლის,  იტალიელ ჯანკარლო მერკადანტეს, გარეშე მოუწია. მიზეზი კი პანდემია იყო, რომლის გამოც ჯანკარლო იტალიაში ჩარჩა და სანამ ფრენები არ აღდგა, საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა. ახლა ქართულ-იტალიური ოჯახი ერთადაა და მთელი დრო შვილებით არის დაკავებული. – ია, გაგვაცანით თქვენი შვილები. – ნია და ალესანდრო […]

“აქ დამლაგებელი ვარ და ვერავის ვაჯერებ, რომ სამშობლოში წარმატებული  ჟურნალისტი ვიყავი” – ნინო მჭედლიშვილის ამერიკული ცხოვრება

"აქ დამლაგებელი ვარ და ვერავის ვაჯერებ, რომ სამშობლოში წარმატებული  ჟურნალისტი ვიყავი" - ნინო მჭედლიშვილის ამერიკული ცხოვრება

ქართველი ჟურნალისტი, ნინო მჭედლიშვილი, უკვე ორი წელია ამერიკაში ცხოვრობს. ნინო და მისი შეყვარებული,  გიორგი ბუდაგოვი, სამშობლოდან შორს  ერთად გაემგზავრნენ და იქ იქორწინეს. საქართველოში ორივეს პრესტიჟული სამსახურები ჰქონდა, ახლა კი იქ ერთი დამლაგებლად მუშაობს და მეორე – მომარაგების სფეროში, სადაც ფიზიკური შრომა უწევს. ნინო მჭედლიშვილს დიდი მიზნები აქვს –  უნდა, ამერიკაშიც ჟურნალისტად იმუშაოს, მანამდე კი “სარკის” […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: “როცა მძინავს, მაშინაც ბედნიერი ვარ”

ნანუკა ჟორჟოლიანი: "როცა მძინავს, მაშინაც ბედნიერი ვარ"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “სარკესთან” მისი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს: – ძალიან რთულია დაობლება. მგონია, რომ ჭიპლარი წყდება სამყაროსთან დედის გარდაცვალების შემდეგ. მარტო რჩები, ასაკშიც მაგ დროს შედიხარ… ახლა ის ეტაპი მაქვს, სიცხე რომ მომცეს, არ ვიცი, ვის დავურეკო, რა დავლიო, საჭმელი ნიგვზით გავაკეთო თუ სხვა რამით… პირობითად ვამბობ ამ თემებს. დედაჩემი თან ჩემი მეგობარი იყო. – […]

ნანკა კალატოზიშვილი: “ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანის შემოყვანა არ მეჩქარება”

ნანკა კალატოზიშვილი: "ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანის შემოყვანა არ მეჩქარება"

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი “სარკეს” პირად საკითხებზე ესაუბრა. – როცა თქვენ და დანიელის მამა, ირაკლი კედია, ერთმანეთს გაშორდით, ამბობდით, რომ იგი მაინც თქვენი ოჯახის წევრად დარჩა. როგორი ურთიერთობა გაქვთ ამჟამად? – ჩვენ დავიდარაბით არ დავცილებივართ ერთმანეთს, ცივილურად დავასრულეთ თანაცხოვრება, მაგრამ ურთიერთობა არ დაგვისრულებია. საერთო საზრუნავი გვყავს – ჩვენი შვილი, ამიტომ იგი ყოველთვის იქნება ჩემი ოჯახის წევრი. […]

ცისნამი საყვარლიშვილი: “ბიძამ ფული მომპარა, არადა მას თვალდახუჭული ვენდობოდი”

ცისნამი საყვარლიშვილი: "ბიძამ ფული მომპარა, არადა მას თვალდახუჭული ვენდობოდი"

გურჯაანელი ცისნამი საყვარლიშვილი 11 წლის წინ ემიგრანტი გახდა. ჯერ იტალიაში წავიდა, მერე – ამერიკაში, სადაც ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა და მისი ცხოვრება კონკიას ზღაპარს დაემსგავსა. – როგორ მოხვდით ამერიკაში? – ამერიკა მუდამ ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. იტალიაც ძალიან მიყვარს. დანტეს ძეგლთან ვჯდებოდი და “ღვთაებრივ კომედიას” ვკითხულობდი. სულიერი საზრდო მქონდა იმ ქვეყანაში, მაგრამ მაინც შეველიე და ამერიკაში […]

თემურ ცაგურია: “მინდა საქართველოში ცოლ-შვილი ჩამოვიყვანო”

თემურ ცაგურია: "მინდა საქართველოში ცოლ-შვილი ჩამოვიყვანო"

მომღერალი თემურ ცაგურია, რომელიც 30 წლის წინ აშშ-ში წავიდა, წელს საქართველოში ჩამოვიდა. ის ცდილობს, უვიზოდ ცხოვრების უფლება მოიპოვოს და ოჯახიც ჩამოიყვანოს. – როგორ შეეგუეთ და ააწყეთ ცხოვრება ოკეანის გაღმა, უცხო ქვეყანაში? – ამერიკაში დარჩენას არ ვგეგმავდი, წლების შემდეგ დაბრუნებას ვფიქრობდი, მაგრამ შემოვრჩით. მერილენდის შტატში, ქალაქ როქვილში დავსახლდით. ვაშინგტონამდე 20 წუთის გზაა მეტროთი. თითქმის ვაშინგტონში ვცხოვრობთ. […]