კატეგორია: სოციალური მედია

,,ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა მარიუპოლში და ადგილზევე დაადუღეს ისინი” – დავით მრელაშვილი

,,ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა მარიუპოლში და ადგილზევე დაადუღეს ისინი" - დავით მრელაშვილი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი დავით მრელაშვილი უკრაინის დახმარების ღონისძიებებში ომის დაწყების დღიდანვე ჩაერთო და ძალიან ბევრი რამ შეძლო. მისი უშუალო მონაწილეობით დრონები ჩაიტანეს უკრაინაში, რომლებმაც უკვე გადაარჩინეს არაერთი სიცოცხლე. დავითმა ცოტა ხნის წინ დაწერა: ,,ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან! ქართველების ნაჩუქარმა ერთ-ერთმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა, რომელიც ცდილობდა მარიუპოლში გადასასვლელი ხიდის აღდგენას (რათა მძიმე ტექნიკა შეეყვანათ). დრონის […]

გურამ ჩალაგაშვილი დაღუპულ ჯარისკაცებზე: ,,ორი დღის წინ ერთად ვისხედით გაყინულები სატვირთოს ძარაზე”

გურამ ჩალაგაშვილი დაღუპულ ჯარისკაცებზე: ,,ორი დღის წინ ერთად ვისხედით გაყინულები სატვირთოს ძარაზე''

გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე წერს: ,,სულ რაღაც ორი დღის წინ ერთად ვისხედით გაყინულები სატვირთოს ძარაზე. ცოტა ვიხალისეთ, ვიცინეთ. დილით ადრე ოპერაციაზე გავიდნენ თანამებრძოლებთან ერთად და, სამწუხაროდ, ვეღარ დაბრუნდნენ მათ საქართველოს შესწირეს თავი! დიდება გმირებს! СЛАВА УКРАЇНІ! ГЕРОЇВ СЛАВА!”. ოკუპანტებთან ბრძოლას გუშინ ორი ქართველი ჯარისკაცი შეეწირა – დავით რა­ტი­ა­ნი და გია ბე­რუ­აშ­ვი­ლი.

ელისო კილაძე: ,,პოლონეთის პრემიერმა ღარიბაშვილს უთხრა, სააკაშვილი ევროპაში უნდა გადავიყვანოთო”

"ასეთიც რა დავაშავეთ!!!!" - ელისო კილაძე ეკატერინე ტიკარაძეზე

გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პოლონეთის პრემიერის ვიზიტზე წერს: ,,მოფრინდა ჩემი ჩიტი. გარდა ოფიციალური ნაწილისა, პოლონეთის პრემიერის და ღარიბაშვილის შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ღარიბაშვილს გასაგებ ენაზე კიდევ ერთხელ აუხსნე, სალომემ იცის ჩვენს გეგმებზე, სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში უნდა გადავიყვანოთ, გადაწყვეტილებას როცა მიიღებთ და ერთ საათში გავიყვანთო”.

,,უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა”

,,უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა"

პარლამენტის დეპუტატი ეკა ხერხეულიძე წერს, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ,,ეს ის გიორგი ლორთქიფანიძეა, საქართველოს ხელისუფლება პასუხისგებისთვის რომ ეძებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრების ბრალით”, – დაწერა დეპუტატმა.

რუსები ცდილობენ, დეზინფორმაციების გავრცელებას, რომ ქალაქები აიღეს

რუსები ცდილობენ, დეზინფორმაციების გავრცელებას, რომ ქალაქები აიღეს

რუსულმა პროპაგანდამ დღეს აქტიურად დაიწყო ინფორმაციების გავრცელება, რომ უკრაინის ქალაქები რუსებმა დაიკავეს და სერიოზული წარმატებები აქვთ. სამწუხაროდ, ქართულ ტელეარხებზეც გამოჩნდნენ ,,ექსპერტები”, რომლებიც იმავეს იმეორებენ. ოღონდ სხვადასხვა კონტექსტით. ჟურნალისტი უჩა აბაშიძე ერთ-ერთ ასეთ დეზინფომაციაზე წერს: ,,გუშინ გაგვაფრთხილეს უკრაინელებმა – ხვალიდან შემოიპარებიან ქალაქებში და გაავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ აღებულიაო. დღეს ანნა ნიუსი (აფხაზი დედამო**ების ტელევიზია) დებს  ტელეგრამ არხებზე, […]

რუსეთში სტომატოლოგიური მასალების მწარმოებლებმა იმპორტი შეაჩერეს

რუსეთში სტომატოლოგიური მასალების მწარმოებლებმა იმპორტი შეაჩერეს

სტომატოლოგიური მასალებისა და აპარატურის მწარმოებლებმა რუსეთში იმპორტი შეაჩერეს. ამის შესახებ სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი წერს: ,,თითქმის ყველა სტომატოლოგიური მასალების და აპარატურის მწარმოებელმა ბრენდმა შეაჩერა რუსეთში იმპორტი, ასობით კომპანიამ, ასევე ფილერების და ბოტოქსების მწარმოებელმა კომპანიებმა. ამას კიდევ არაუშავს და საბჭოთა ფოსფატცემენტზე უწევთ გადასვლა ჩვენს კოლეგებს. მართლა რა ეშველებათ, არ ვიცი. შავი ბაზარის გზებზე ფიქრობენ”.

ხათუნა ხოფერია: ,,ზელენსკიც ლაჩარი და ნაძირალაა და სააკაშვილიც! შენ გაგიმარჯოს, ირაკლი ღარიბაშვილო!”

ხათუნა ხოფერია: ,,მიაკვდეს სულში მაკკეინს!"

,,ოცნების” მხარდამჭერებმა სიტყვები ,,საქართველომ (სააკაშვილმა) დაიწყო ომი” ასე შეცვალეს: ,,სააკაშვილმა აწარმოა ომი რუსეთთან”. პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერიაც წერს, რომ სააკაშვილმა აწარმოა ომი რუსეთთან და ახლა ზელენსკი აწარმოებს ომს რუსეთთან. ნაცმოძრაობას მკვლელებს უწოდებს და მათ მიმართავს: ,,აბა, ნაცებო, ნაცანასხლეტებო, ნაცმკვლელებო! გვაქვს,ერთმანეთის გამომრიცხავი, ორი მოცემულობა: 1. მიხეილ სააკაშვილი-საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2008 წელს აწარმოა ომი რუსეთთან. დაკარგა ტერიტორიები, […]

,,უცხოეთიდან ვეღარ შევძლებთ ფულის გამოგზავნას, რომ ოჯახები ვარჩინოთ” – საშიში სიგნალი ქართველი ემიგრანტებისთვის

,,უცხოეთიდან ვეღარ შევძლებთ ფულის გამოგზავნას, რომ ოჯახები ვარჩინოთ" - საშიში სიგნალი ქართველი ემიგრანტებისთვის

უმსხვილესი შვედური ბანკი ,,ჰენდელსბანკენი“ საქართველოსა და სომხეთში  ტრანზაქციებს წყვეტს. ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარებაა. ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა სანქციებს გვერდი აუარონ და რუსული სანქცირებული თანხები საქართველოსა და სომხეთში გაათერონ. უმსხვილესი შვედური ბანკი 21 მარტიდან ტრანზაქციებს  ოფიციალურად წყვეტს. ექსპერტების თქმით, თუ ამას კამპანიური სახე მიეცემა და სხვა ბანკებიც აუბამენ მხარს, შესაძლებელია […]

ინგა გრიგოლია: ,,ღმერთო, მოკალი პუტინი! ღმერთო, დაასრულე ეს ჯოჯოხეთი!”

ინგა გრიგოლია: ,,ღმერთო, მოკალი პუტინი! ღმერთო, დაასრულე ეს ჯოჯოხეთი!''

ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჩერნოგოვში დატრიალებულ სისატიკეს ეხმაურება და წერს: ,,ჩერნიგოვში ხალხი პურის რიგში იდგა ბავშვებთან ერთად, საცხოვრებელ კორპუსთან და ნაბიჭვარმა ღორებმა ჩაცხრილეს… ღმერთო, მოკალი პუტინი! ღმერთო, დაასრულე ეს ჯოჯოხეთი!’.

თემო საჯაია: ,,საწვავის ფასზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას? არავინ?”

თემო საჯაია: ,,საწვავის ფასზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას? არავინ?"

მუსიკოსი და ტელეწამყვანი თემო საჯაია საქართველოში საწვავის ფასების კატასტროფულად გაზრდაზე სოციალურ ქსელში წერს: ,,ტერორისტული აქტის დროსაც კი ვიღაც ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას. ჰოდა, საწვავის ფასზე,რა ხდება? არავინ იღებს პასუხისმგებლობას? არავინ? თუ ეს პონტია? ,,- ტომ! – პასუხი არ არის! -რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ! “