კატეგორია: სოციალური მედია

ნიკა გვარამია მაია ნადირაძეს: ,,თბილ სახლში ზიხარ, მორალისტობ და ბოდავ”

ნიკა გვარამია მაია ნადირაძეს: ,,თბილ სახლში ზიხარ, მორალისტობ და ბოდავ"

,,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ნიკა გვარამიას სტატუსი გახდა, სადაც მან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი გააკრიტიკა საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო. მაია ნადირაძე: მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს… რომ ეს ნათქვამი ,,დახოცილებში შეხიდებაა” და […]

,,10 კაცით შეაკავა მტრის მთელი ბატალიონი, სამშვიდობოს იყო გამოსული, მაგრამ მაინც არ მიატოვა დაჭრილი ბიჭები”

,,10 კაცით შეაკავა მტრის მთელი ბატალიონი, სამშვიდობოს იყო გამოსული, მაგრამ მაინც არ მიატოვა დაჭრილი ბიჭები''

მამა პეტრე კოლხი მარიუპოლში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე, ბახვა ჩიქობავაზე წერს, თუ როგორ იბრძოდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. ,,მხოლოდ 10 კაცით მარიუპოლის ქუჩებში შეაკავა მტრის მთელი ბატალიონი, რუსულ დაზვერვას კი ეგონა, უკრაინის მთელი დანაყოფი იდგა!! ის შევიდა დაჭრილი უკრაინელების გამოსაყვანად და მტერთან პირისპირ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მიუხედავად იმისა, თავად სამშვიდობოს იყო გამოსული, მაინც არ მიატოვა დაჭრილი ბიჭები, […]

,,ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალი სამსახურიდან დაითხოვა, რადგან გაიგო, რომ სიმსივნე დაუდგინდა” – მძიმე ამბავი ათენიდან

,,ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალი სამსახურიდან დაითხოვა, რადგან გაიგო, რომ სიმსივნე დაუდგინდა" - მძიმე ამბავი ათენიდან

საბერძნეთში ქართველ დედა-შვილის თავიანთი თანამემამულეების დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ,,სიტუაცია არის შემდეგი: ბერძენმა ოჯახმა ქართველი ქალბატონი (საბუთიანი) სამსახურიდან დაითხოვა და აღარ დატოვა მესაში, რადგან გაიგო, რომ მას დაუდგინდა სიმსივნე, მესამე სტადია, ავთვისებიანი. რადგან მისი სიტუაცია მძიმე აღმოჩნდა, ამისათვის ჩამოვიდა მისი ქალიშვილი საქართველოდან, სრულიად პირველად ათენში, მისი დედის მოსავლელად. არც ბერძნული იცის, არც საბუთები აქვს. […]

,,აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგვყვნენ ბავშვებიც” – გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი

გიგა მაქარაშვილი: ,,8 წლის ილიას დედა დაეღუპა კიევში, საქართველოში მომყავს"

გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზეა, ემოციურ ამბავს წერს: ,,ისეთი კარგი ამბავი მაქვს, გულები უნდა დაგითბოთ. წუხელ ამბავი მოვყევი, ხარკოვის უბედურებებგამოვლილ უკრაინელ დედა-შვილზე. ჰოდა, დამირეკა კეთილმა ხალხმა კრედობანკიდან, სადგურზე აღარ დავტოვებთ მაგ ხალხს და ბინა ვუქირაოთ ვარშავაშიო. ავჩუყდი, მაგრამ ცრემლები შევიკავე. აქაური ყოჩაღი ემიგრანტების დახმარებით ვარშავის გარეუბანში (ძვირად, მაგრამ ვინ დაეძებს?) ვიპოვე პატარა ბინა და გავქანდი. […]

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,დასცხეთ მაგათ, ვინ ხართ მაგ ქსელში”

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, ჩეხები, ბოლოს უკრაინელებმა გამოგვიყვანეს, ჩვენი ჯერიაო"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, ფეისბუქში წერს: ,,ტვიტერზე ოსეტინები და კაცაპ-მასკალები გვიტევენ და დასცხეთ მაგათ, ვინ ხართ მაგ ქსელში, თორემ ყველა ფლანგზე ვეღარ ვწვდებით. განსაკუთრებით ნოდარის იმ ვიდეოს დაატარებენ – ორ რუსს მოკლავ თუ ერთ ოსსო. არა, მუკუზანს დავალევინებთ დედის მაგათმა”.

,,ქალმა მითხრა, რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და მისი გოგონა აღარ ლაპარაკობს” – გიგა მაქარაშვილი

,,ქალმა მითხრა, რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და მისი გოგონა აღარ ლაპარაკობს" - გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება მოხალისედ, ამაღელვებელ ამბავს წერს: ,,ვარშავის ცენტრალურ სადგურში, მეორე სართულზე დიდი, მინებიანი სივრცეა, სახელდახელოდ დაფარული მუქი ფარდებით… მეძუძური დედები და მათი შვილები ჰყავთ დროებით მოთავსებული იქ. ზუსტად მათ კართან მივიტანეთ ყველაზე მეტი და გემრიელი საკვები დღეს. იქვე, იატაკზე გავშალეთ ბანერი (ქართველი ხალხისგან), დავამაგრეთ ქართული დროშები და დავაწყვეთ ამ დღისთვის ნაყიდი […]

გიგა მაქარაშვილი: ,,8 წლის ილიას დედა დაეღუპა კიევში, საქართველოში მომყავს”

გიგა მაქარაშვილი: ,,8 წლის ილიას დედა დაეღუპა კიევში, საქართველოში მომყავს"

გიგა მაქარაშვილი, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მოხალისედ იმყოფება, 8 წლის ილიაზე წერს: ,,ახლა მინდობილობას ვაკეთებ და კიევიდან ძლივს გამოყვანილი პატარა უნდა ჩამოვიყვანო საქართველოში. 8 წლის ილიას დედა დაეღუპა. საქართველოში ბებო ელოდება”.

თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა”

თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა"

,,ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ბებიის ფოტო ერთ-ერთმა ქართულმა საიტმა ნიუსში ჩასვა, სადაც წერია, რომ უკრაინელმა მოხუცმა თავი აიფეთქა და 7 ჯარისკაცი გაიყოლა. ,,90 წლის ბებიაჩემმა ყველაფერს მიაღწია! კოვიდიც გადაიტანა და თვითმკვლელი უკრაინელი გმირი ბებიის ილუსტრაციადაც მოგვევლინა! ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

რეპორტაჟი უკრაინიდან: ,,ყველა ძაღლს, კატას, თხას მე ვუვლი, მთელმა სოფელმა მე მომაბარაო”

რეპორტაჟი უკრაინიდან: ,,ყველა ძაღლს, კატას, თხას მე ვუვლი, მთელმა სოფელმა მე მომაბარაო"

ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინაში იმყოფებიან. თამუნა სოციალურ ქსელში წერს: ,,დღეს ვიყავით წინა ხაზზე, მანდ მოხვედრა რთულია, ზოგადად კიევიდან გასვლაც რთულია, ბევრი ბლოკპოსტია, სადაც გამოწმებენ, საბუთებს გთხოვენ. ჩვენ ჩვენი კონტაქტებით შევძელით, თუმცა, როცა სოფლის გადასახვევთან მოვხვდით, აირია სიტუაცია, რაღაც გადაძახილი იყო, კამერებით ვერაო, მერე კიო, მერე ისევ არაო, უკან უნდა […]

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით”

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, ჩეხები, ბოლოს უკრაინელებმა გამოგვიყვანეს, ჩვენი ჯერიაო"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში ბოლო ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ წერს: ,,4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემ თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი,  რომლებსაც წასასვლელი არსად […]