,,მაპატიე, რომ ყველაფერი მოგატყუე… მაპატიე, რომ ვერ გიშველე” – შოთიკოს დედის სტატუსით ასე მძიმედ დაიწყო დილა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პატარა, მაგრამ გულად ბიჭს ქომაგობდა და სწამდა, რომ მძიმე ავადმყოფობას მოერეოდა. ,,დაგპირდი, მაგრამ ვერ გიშველე, შოთიკო. ჩიტი ვარო, ასე თქვა… სუულ მაღლა, მაღლა იფრინე, უფრო სამართლიან და ნათელ სამყაროში, სადაც ბავშვებს არ სტკივათ”, – დაწერა […]
კატეგორია: სოციალური მედია
ირინა ონაშვილი: ,,ისრაელის კლინიკაში დათის დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი”
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბიჭს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ირინა ონაშვილი ფეისბუქში წერს: ,,მეგობრებო, 8 წლის დათის თანადგომა სჭირდება. 31 მარტს დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. დათი იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ […]
ნანა ლეჟავა: ,,წლების წინ საკუთარი თავი ვაიძულე, ჩემი ცხოვრების 7 დღე დამევიწყებინა”
ჟურნალისტი ნანა ლეჟავა 2004 წელს ბესლანის ტრაგედიას აშუქებდა. პუტინმა მაშინაც ბავშვების გვამებზე გადაირია – მის ,,წარმატებულ ოპერაციას” 333 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 186 ბავშვი. ნანა ლეჟავასთვის ეს ტრაგედია დღემდე მძიმედ გასახსენებელია. ჟურნალისტი წერს: ,,წლების წინ საკუთარი თავი ვაიძულე, ჩემი ცხოვრების 7 დღე დამევიწყებინა და ეს პერიოდი საერთოდ დავბლოკე ჩემს გონებაში! ბესლანში 2004 წლის პირველ სექტემბერს […]
დავით ქაცარავა: ,,ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია”
უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა წერს, რომ მისი თანამებრძოლები მოიწამლნენ. ,,2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები. დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული. […]
,,ხატია დეკანოიძევ და ნიკა მელიავ, ძაან ხომ არ გაბლატავდით?!” – დარო ჩიტავა
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დარო ჩიტავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ხატია დეკანოიძეს და ნიკა მელიას რა ნებავთ, ხმა არ ამოვიღოთ არაფერზე და ბრიყვებივით ყველაფერზე თავი ვუქნიოთ?! ნურას უკაცრავად…. ძააან ხომ არ გაბლატავდით მიშას ამომრჩევლების იმედად? თქვენს ამომრჩეველთან თუ არ შეგიძლიათ ურთიერთობა, შეგიძლიათ მიბრძანდეთ. ვინ ვინ და თქვენ ნამდვილად არ ხართ შეუცვლელი, არ გეუხერხულებათ მაინც, რომ უამრავი ამომრჩეველი […]
,,ვის რაში სჭირდება ეს ,,დიდებული რუსული კულტურა”, ეს ტოლსტოევსკები, რახმანინოვები, პუშკინები” – რას წერს ცნობილი ექიმი
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კონსტანტინე ძმანაშვილი რუს ოკუპანტებზე წერს და ადოლფ ჰიტლერის ნახატს აქვეყნებს: ,,ყოველთვის მაღიზიანებდა, როდესაც მესმოდა – ,,რა ვქნა, მე/ჩვენ რუსული ხელოვნების სკოლას ვეკუთვნით”. არაფერს ვამბობდი, იმიტომ, რომ ეს ჩემი სტუმრებისგან მესმოდა. ნამეტანი ბევრი ადამიანი ამ ,,დიდებული რუსული კულტურის” ჰიპნოზის ქვეშ იყვნენ და არიან. ხომ გახსოვთ: ,,რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!” […]
ათენში 13 წლის ქართველ გოგონას ეძებენ – უფალმა დაუბრუნოს ოჯახს ჯანმრთელი
ათენში ქართველ გოგონას ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ძვირფასო ემიგრანტებო გააზიარეთ. პარასკევს, 1 აპრილს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა 13 წლის ქართველი გოგო ანა მარია. ეძებს ოჯახი და ახლობლები. ანა მარია ცხოვრობს კატეხაკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მილიციაშიც შეტანილია განაცხადი. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან გინახავთ, ძალიან გთხოვთ, დარეკეთ ამ ნომერზე : +30 699 […]
,,პოლონელი ხელით მანიშნებს, ერთი წამიო, მიდის, შოურუმის ახალი, გასაყიდი მანქანის კაპოტს აღებს, ხსნის და მაძლევს” – შალვა ბუაჩიძე
შალვა ბუაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმ არნახულ სოლიდარობაზე, რასაც უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს მსოფლიო. ,,შევდივარ ვარშავის ტოიოტას ცენტრში და ვეუბნები, რომ მჭირდება ეს თავსახური. მეუბნებიან, რომ ადგილზე არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ, 2 საათში მოიტანონ. ვპასუხობ, რომ ამდენი დრო არ მაქვს, რადგან უკრაინისკენ მივდივართ, ლტოლვილებს ვეხმარებით. პოლონელი ხელით მანიშნებს, ერთი წამიო, მიდის, შოურუმის ახალი, გასაყიდი […]
ბექა კობახიძე: ,,ღარიბაშვილის ბაბუის დამსახურება კი არ არის, პოლონეთს რომ არ ვკიდივართ”
ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე სოციალური ქსელით ეხმაურება პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას უკრაინაზე. ,,ბუჩას კადრებს რომ ნახავ და იმას იტყვი, რაც ღარიბაშვილმა თქვა. აი როგორ? რანაირად? მსჯელობა ჭირს, უბრალოდ გინება გინდა. გინდა, რომ ადგე და ფიზიკურად ნაგვის ყუთში ჩააგდო. ეს არ მართლდება არანაირი პრაგმატიზმით და სამშობლოს დაცვით. საქართველოს სახელმწიფოს და მის ისტორიას იდენტობას […]
ათენში დათო თაბაგარი დაიკარგა – ,,დედაჩემს ნუ დაურეკავთ, ვუმალავთ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ”
სოფო ბობოხიძე ფეისბუქით ყველას მიმართავს, რომ მამის პოვნაში დაეხმარონ. ,,გამარჯობა, გთხოვთ დაგვეხმაროთ! პირველ აპრილს, საღამოს 5 საათზე ათენში დაიკარგა დათო (ბართლომე ) თაბაგარი, არის მძიმე ავადმყოფი და დამოკიდებულია წამლებზე. მივმართეთ საელჩოს და ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ! გაავრცელეთ საბერძნეთის ჯგუფებში, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ შეგვხმიანეთ ნომერზე 6996408989 პ.ს. დედაჩემს ნუ დაურეკავთ! ვუმალავთ!” […]











