გია ყრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: ,,ჯანმრთელ ბავშვს აუცრეს, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ბევშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ ადარდებს. ღმერთმა გაგინათლოს სული, ჩემო პატარა. სამწუხაროა, როცა ჩემი ასაკის კაცს შენი სულის განათლებაზე მიწევს საუბარი, შენ შემოგევლე”. ,,ალია” ვეტერან რკინიგზელს, გია ყრუაშვილს დაუკავშირდა: – მაგ საწყალი ბავშვის მამა მუშაობს ჩვენთან, საქართველოს რკინიგზაში, თანამშრომლები ვართ. ვიცოდი, რომ ბავშვი კომაში ჰყავდა, დაახლოებით 6 თვეზე მეტხანს იყო გათიშული, მდგომარეობიდან ვერ გამოჰყავდათ, მაგრამ დეტალებს ვერ ვეკითხებოდი, კაცს თავისი გაჭირვება ჰქონდა… ახლა კვირას იყო ბავშვის დაკრძალვა, ვიყავი იქ მისული და მაშინ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ყველა მასალა და დოკუმენტები მაქვს, რითაც ექიმის ბრალეულობა იკვეთებაო და ბრძოლას ვაპირებო, ჩემი შვილის მკვლელობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ არავისო! ეს კაცი ახლა ხაშურშია, იმ კვირაში ჩამოვა… – თუ იცით, რა აცრა გაუკეთდა? […]
კატეგორია: შემთხვევა
,,გამოიხედე, რა დაჯღანულად ტირიხარ, ბიჭო!” – სკოლას მოძალადე მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს
– ისმის ვიდეოში, რომელზეც ასახულია გარდაბნის რაიონის სკოლის მოსწავლეზე თანატოლები როგორ ძალადობენ. მიუხედავდ იმისა, რომ სოციალურ ქსელში ეს კადრები სექტემბრიდან დევს, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ ახლა მოახდინეს რეაგირება. რამდენიმე დღის წინ მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მოითხოვდნენ, იმ სამი მოსწავლის სკოლიდან გარიცხვას, რომლებმაც თანატოლზე იძალადეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა აცხადებს, დირექტორმა უთხრა, […]
ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა ოზურგეთში კაცი მოკლა
რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. – ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მისი მდგომარეობა რამდენიმე წუთში დამძიმდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – აცხადებენ ადგილობრივები. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძლიერი […]
ავარიაში 13 წლის გოგონა დაიღუპა, მანქანას მისი ძმა მართავდა – შემზარავი ტრაგედია ოზურგეთში
შემზარავი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. ოჯახი ბაილეთიდან სახლში, ახალსოფელში ბრუნდებოდა. ავტოავარიის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. საჭესთან უფროსი შვილი ე. ჩ. იჯდა. თვითმხილველთა თქმით, […]
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
,,პეგასუსის” თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა – ,,აფრენამ დააგვიანა, სუნთქვა ჭირდა” – ვიდეო
13 აპრილს თბილისი-სტამბულის რეისზე, ავიაკომპანია ,,პეგასუსის” თვითმფრინავში, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. თამარ ამირანაშვილი, რომელიც იმ დროს თვითმფრინავში იჯდა, ამ ტრაგედიის შესახებ ფეისბუქში წერს. ..ჩასხდომა გვიან დაიწყო, დაახლოებით დილის 04:10 წუთზე. შესაბამისად დააგვიანა აფრენამ და საკმაოდ დიდხანს ვისხედით თვითმფრინავში, ვენტილაცია მუშაობდა, თუმცა სუნთქვა ჭირდა. აფრენის დროც გადაიწია, ნაცვლად 04:30, თვითმფინავი დაიძრა 04:50-ზე. როგორც კი ოდნავ გავცდით აეროპორტის […]
ვარიანში 2 წლის გოგონას საფლავის ქვა დაეცა
2 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ ვარიანში, საფლავის ქვა დაეცა, სამედიცინო დაწესებულება ,,გორმედიდან” უკვე გაწერეს. ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. შემთხვევა 9 აპრილს, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოხდა. კვირა.ჯი
გიორგი ბოჭორიშვილს 6 წლის შვილმა იმ დღეს კარი ჩაუკეტა, მამა, არ წახვიდეო – ,,არ ვიცი, ეს წინასწარმეტყველება იყო თუ რა”
5 აპრილს ტყიბულში, მინდელის შახტაში დაღუპული გიორგი ბოჭორიშვილის მამამ ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტთან ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როცა 28 წლის შვილი დაკარგა. -გიორგის იმ დღეს თავისი 6 წლის შვილი გადაუდგა წინ, მამა, დღეს არ წახვიდე, ხვალ წადიო. ბავშვმა სახლის კარი ჩაუკეტა… არ ვიცი, ეს წინასწარმეტყველება იყო თუ რა, – მოუყვა ჟურნალისტს დაღუპულის მამამ. გიორგი შახტაში 10 […]
უცნობია, ანძიდან გადმომხტარ მამაკაცს ჟურნალისტებისთვის რისი თქმა სურდა
ცოტა ხნის წინ თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელექტროგადამცემ ანძაზე ახალგაზრდა მამაკაცი იყო ასული და ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მამაკაცი ანძიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გაშლილ ბატუტზე გადახტა. ის არ დაშავებულა, თუმცა მედიკოსებმა მას გამოკვლევები ჩაუტარეს. მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას […]
სამტრედიაში ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწინება ტრაგედიით დასრულდა
სამტრედიის რაიონის სოფელში (რომლის სახელს ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ) მცხოვრებმა ბიძაშვილმა მამიდაშვილი მოიყვანა ცოლად. აღნიშნული ფაქტი ბიჭის ოჯახისთვის ტრაგედით დასრულდა. მამაკაცის დედამ როდესაც შეიტყო, რომ მისმა შვილმა მეუღლის დისშვილი შეირთო, გულის შეტევით რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შემთხვევა რაიონში რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა სააგენტოსთვის ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. სოფელში ამ საკითხზე საუბარს ყველა გაურბის, თუმცა ამბობენ, […]











