საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ: „ ათენის მიმდებარე დასახლებები ცეცხლშია გახვეული. ცეცხლის გავრცელებას საშინელი ქარიც ხელს უწყობს. სუნთქვა ჭირს.მთელი ქალაქი კვამლშია გახვეული.უმორჩილესად გთხოვთ, ილოცეთ ჩვენი გადარჩენისთვის“. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნებიც. 60-ზე მეტი კი დაშავდა.
კატეგორია: შემთხვევა
”ცოფიან ძაღლად გადაქცეულ თვითმფრინავში ბოლო კადრად შეიძლება გვერდზე მჯდომი ლევან თაქთაქიშვილის უემოციო ღიმილი ჩაგრჩეს…” – გიორგი კეკელიძე ავიაკატასტროფას გადაურჩა
მწერალი გიორგი კეკელიძე ავიაკატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ მან გუშინ ფეისბუქში დაწერა: ”ასე მოხდა, რომ გუშინ ჩემი არცთუ მცირე ,,ზეციური’’ გამოცდილების მარაგი მნიშვნელოვან შეივსო – კინაღამ ჩამოვვარდი. ძლიერი ჭექა-ქუხილისა და გრიგალის აკომპანიმენტით, ასე ორმოცი წუთი, თვითმფრინავი ცოფიან ძაღლად გადაიქცა, ზევით-ქვევით ეხეთქებოდა, კანკალებდა, გვერდზე ტრიალდებოდა და რა აღარ. სხვა რომ არაფერი, იატაკზე დაყრილი საგნები და სტიუარდესების განწირული […]
წყალდიდობა კახეთში – ,,6 ადამიანი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას”
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგასა და ვაქირში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ხევები ადიდდა. ადიდებულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა და სოფლის გზები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში უკვე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის განახორციელებს. საგანგებო სიტუაციები მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი. ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა 6 […]
მეშახტის შვილი: ,,ნახეთ, ხელები როგორ აქვს დაკეცილი, უჰაერობითაა მოგუდული”
-ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს. როდესაც შრომით უსაფრთხოებაზე საუბრობენ, ოდნავ დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ, მართლა იცავენ თუ არა შრომის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ მინდელის შახტში გუშინ დაღუპული მეშახტის, მიხეილ გამეზარდაშვილის შვილმა, გიგა გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 მუშასთან ერთად მამამისის სიცოცხლეც ემსხვერპლა, შრომის უსაფრთხოების დარღვევამ გამოიწვია. გიგა გამეზარდაშვილი მიიჩნევს, რომ […]
,,საჭესთან ტყუპების პაპა იჯდა, მას დამამშვიდებელ წამლებს ასმევენ” – ივანიაძეების ტრაგედია
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ, მამის და 6 თვის ტყუპი გოგონების დაღუპვამ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ყვება: – უდიდესი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს. ვისაც ეს ოჯახი არ უნახავს, […]
,,დედამისი მეტროსთან დგას და ტირის” – სამართალდამცველები და ოჯახი მოზარდს ეძებენ
ფეისბუქში მოზარდის ფოტო ვრცელდება, რომელსაც ორი დღეა ოჯახი ეძებს. ,,გთხოვთ, დააკვირდეთ სურათს. არის 15 წლის. ორი დღეა, გასულა სახლიდან და არ ჩანსო. დედა დგას დიდუბის მეტროსთან და ტირის, ეძებს, თხოვს ყველას დახმარებას თუ ვინმემ ნახეთ, მოგვწერეთ ან დარეკეთ ტელეფონზე _ 555 24 21 84. დედის ნომერია. გთხოვთ, გააზიარეთ, გაავრცელეთ, ეგებ ნახა ვინმემ. გთხოვთ, დავეხმაროთ ყველა”. […]
სვანეთში მოსახლეობა სიმაღლეებს აფარებს თავს
ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ნინო ვიბლიანი ,,ნიუპოსტთან” ამბობს, რომ 10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარე სამყაროს. -წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. მდინარე სოფლის ცენტრში, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა. მოწყდა მთის გარკვეული მასა, ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა, – განაცხადა ვიბლიანმა. ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც […]
გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა
შავშვებთან სატვირთო ამობრუნდა – მოძრაობა პარალიზებულია
შიდა ქართლში, სოფელ შავშვებთან, სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. ამასთან, ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობის გართულება მეტეოროლოგიურ პროცესებს, კერძოდ, ძლიერ წვიმას უკავშირდება. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთია, პარალიზებულია.
,,ვაიმე, დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა” – რას ყვება მოსწავლე გომბორზე დატრიალებულ ტრაგედიაზე
9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ექსკურსიაზე წასული მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. ,,ნიუსონლაინს” სამარშრუტო ტაქსში მჯდომი მოსწავლე ავარიის დეტალებს მოუყვა: „მოსახვევში, ,,მარშუტკაში” რომ ვისხედით, მუხრუჭს რომ აწვებოდა, მუხრუჭი ჩავარდა თუ გაფუჭდა, არ ვიცი, მაგრამ ვაიმე, დავიღუპეთო, რომ იყვირა მძღოლმა, ყველანი ავყვირდით. მერე სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და […]











