თბილისში გლანდების ოპერაციას მეორეკლასელი გოგონას, ნინო ვადაჭკორიას, სიცოცხლე ემსხვერპლა. დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა და სოციალური ქსელები მოიცვა. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ გოგონა სულ სხვა საავადმყოფოს პაციენტი იყო.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში გლანდების ოპერაციით გოგონა გარდაიცვალა – ,,21-ე საუკუნეში ამ ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ”
გლანდების ოპერაციას მეორე კლასის მოსწავლე, ნინო ვადაჭკორია ემსხვერპლა. ,,ნინოს ოპერაცია გაუკეთეს გამოცდილ ექიმთან, გამოწერეს სახლში და 5 დღის შემდეგ დაეწყო სისხლისდენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა. მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური რომ გაიკეთა, ე.წ. ფუფხს ეძახიან, აწვებოდა თურმე აორტას და გასკდა. მილიონში ერთი […]
,,ნეკერ, ვერაფრით ვიჯერებ… სად წახვედი… – ნინო ნეკერიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა
გუშინ დილით მოულოდნლად გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი გარდაცვალება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვის. ისტორიკოსი ბუბა კუდავა იხსენებს. ,,ჩემი სტუდენტი იყო. შემდეგ მეგობარი, ნასტუდენტარი. თბილი, ბუნჩულა, სულ ღიმილიანი, დინჯი, ხალისიანი, მშვიდობისმოყვარე და სიყვარულისმოყვარე. სულ-სულ პირველი კადრი, რაც გონებამ შემოინახა, ჯერაც კარგად გაცნობამდე, დაახლოვებამდე, შემოთამამებამდე და დამეგობრებამდე, ასეთი იყო: უშველებელ აუდიტორიაში […]
,,რა თავის მოკვლა, რა ვალი! სირცხვილია, ხალხო!” – დიმიტრი ტატიშვილის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ
მთელი საქართველო შეძრა დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების ამბავმა. თბილისში ლეგენდასავით დარჩება ამბავი, რომ პაპანაქება სიცხეში ახალგაზრდა კაცმა კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა. მისი ცხედარი გუშინ საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილმა თვითდაზიანება დანით გულში მიიყენა, ცხედარი კი სახლში მისმა ძმამ იპოვა. ახლობლებს არ სჯერათ, რომ დიმიტრიმ თავი მოიკლა. მშობლები.ჯი-სთან მისი მეგობარი, […]
18 წლის მშობიარე გარდაიცვალა – მან ოჯახი ერთი წლის წინ შექმნა
,,სისხლისგან ვიცლებოდი, მეუღლეს ვეხვეწებოდი, ერთად ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩე-მეთქი” – ხატია თებიძე
27 წლის ბათუმელი ხატია თებიძე მაგალითია იმის, როგორ არ უნდა შეუშინდე გაუსაძლის ტკივილებს – სულიერს თუ ფიზიკურს, როგორ უნდა დადგე ფეხზე, როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და როგორ უნდა აავსო ადამიანები იმედით, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შემთხვევას, რომელიც 1 წლის წინ მოხდა, ხატია ,,გზასთან” იხსენებს. -დილით სამსახურში მივდიოდი. უკრაინაში ჩასვლის დღიდან, როცა დავინახე ტრამვაი, ზიზღი […]
ვანი ჭირისუფალია – ,,მთელი სოფელი ვგლოვობთ, უპატიოსნესი ოჯახი იყო”
დიდი ტრაგედია დატრიალდა ვანში, სადაც ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – 37 წლის ქეთი ლომიძე და მისი 7 თვის შვილი. ავტოსაგზაო შემთხვევა ვანი–ბაღდათის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე, სოფელ დიხაშხოს გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალნენ. ამავე ავტომობილში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის მეუღლე და მათი გოგონა. ისინი […]
,,დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა” – ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის და ყოფილი მოდელის, თაკო ჩხეიძის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მათი 9 წლის ტატიანა დენის დარტყმით გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. მეზობელი ნათელა ქუთათელაძე ,,სარკესთან” იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს: -ეს ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს და ფანჯრებზე რკინის გისოსები ამიტომ ჰქონდათ. როგორც გავიგე, იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა, მშობლები სახლში არ […]
ონისე ონიანი: ,,სასწაულად გადავურჩით სიკვდილს”
რაჭაში, სოფელ სადმელში მომხდარ საზარელ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა და ამის შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოსთან, კაკლის ხეს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ავტომობილის მძღოლი და 2 მგზავრი. ასევე დაშავებულია ორი პირი. ავარია მსახიობ ონისე ონიანის სახლთან მოხდა. იგი სოფელ სადმელში დასასვენებლად იმყოფება და ავარიას […]
თბილისში ორმოში ბავშვი ჩავარდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ორმოში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. ამ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. უწყების ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა ფეხით მოსიარულეების სავალი ნაწილის ჩანგრევის მიზეზი, უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება […]











