მოსკოვის ,,შერემეტიევოს” აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებო დაშვებისას ,,აეროფლოტის” თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელით ცდილობდნენ. ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ,,აეროფლოტის” წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული […]
კატეგორია: შემთხვევა
ბადიაურში 24 წლის ბიჭს წყალში დენმა დაარტყა
78 მგზავრიდან მხოლოდ 37 გადარჩა – ვერსიები შერემეტიევოს ტრაგედიაზე
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 გადარჩა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს. თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს […]
წყალტუბოში მაშველები მებადურს ეძებენ
წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ჯიმასტაროში მაშველები 68 წლის კაცს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი 10 დღის წინ სათევზაოდ წავიდა, იმის შემდეგ კი არავის უნახავს. ერთ კვირაზე მეტია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 კაციანი ჯგუფი 24 საათიან მეთვალყურეობის რეჟიმში ახორციელებენ სანაპიროს მონიტორინგს დრონით და ძრავიანი ნავით. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ასევე აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები. ჯერჯერობით ნანახია […]
მამკოდაში წყალდიდობაა, მაშველებს რამდენიმე კაცი არ ემორჩილება და ქეიფს განაგრძობენ
სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების შედეგად 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარის ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია. სამაშველო ჯგუფები მათ გამოყვანას ცდილობენ. ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უმეტესობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხერხდა, თუმცa 10-მდე მოქალაქე კვლავ მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებს. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსთავი2-ს განუცხადეს, ადგილზე 25 […]
,,ცოცხალი შვილი მაგლოვეს, ქმარი ლამის ხელებში ჩამაკვდა” – გიორგი ბადალაშვილის ფოტო შეცდომით გავრცელდა
„სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა, მედიაში არასწორი ცნობების გავრცელება და გაურკვევლობა მოჰყვა. ამბავთან ერთად, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც, ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო ასახული. რეალურად, როგორც ირკვევა, სახელი და გვარი ემთხვევა, თუმცა გარდაცვლილია სხვა პიროვნება, ასევე გიორგი ბადალაშვილი, რომელიც 20 წლის იყო, ხოლო გავრცელებულ ფოტოზე ასახულია 16 წლის […]
მეტრო ,,სარაჯიშვილზე” ტრაგედია მოხდა – ,,მემანქანე ბიჭს უწყვეტი სიგნალით აფრთხილებდა”
მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი მეტროს ლიანდაგში განგებ ჩახტა. როგორც თვითმხილველი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ბიჭს „უწყვეტი სიგნალით“ აფრთხილებდა. „ახალგაზრდა განგებ ჩახტა ლიანდაგზე. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება“, – აცხადებენ თვითმხილველები. პრაიმტაიმი
ეშმაკის ბორბალზე ბავშვები დარჩნენ
ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მაღალი ძაბვის ვარდნის გამო მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სამაშველო ოპერაციაში ქუთაისის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. იმედი
29 წლის ბიჭი, რომელიც კაცს დაეჯახა და თავი მოიკლა, დამნაშავე არ იყო – ,,კამერებში ჩანს, რომ კაცმა გზაზე გადაურბინა”
29 წლის ახალგაზრდამ, რომელმაც უბედური შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლობარგში დღეს დაკრძალავენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა. -როგორც ვიცით, ის დამნაშავე არ იყო, თორემ პოლიცია როგორ არ დააკავებდა. კამერების ჩანაწერები ამოიღეს, სადაც ჩანდა, რომ მამაკაცმა გზაზე გადაურბინა და ეს შეჯახებაც მაშინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ […]
ბაიკერმა საკუთარი სიკვდილი გადაიღო – ვიდეო
საშინელი ავარია მოხდა ტაილანდში. 24 წლის ახალგაზრდამ, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, სიჩქარე 260 კმ/სთ-მდე გაზარდა. საშინელ კადრებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ჩანს, როგორც ასწრებს ის თავის მეგობრებს და ცარიელ გზაზე მიემართება. თუმცა მოულოდნელად ის წონასწორობას კარგავს და ასეთივე სიჩქარით გადადის ტრასიდან. ავარია ფატალური შედეგით დასრულდა. ბაიკერს არაერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა მიღებული. სამართალდამცველებმა ინციდენტის გამოძიება […]










