ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 3 მოწამლული კი უმძიმეს მდგომარეობაშია. -სოკო ვჭამე და ცუდად ვარო, ამის თქმა მოუსწრია და იქვე ჩაკეცილა…, – ყვება მეზობელი ლენტეხში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
კატეგორია: შემთხვევა
სოკოთი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია
ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 მოწამლული ქუთაისში გადაიყვანეს. ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. -ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, – განაცხადა დავით ჯანაშიამ. ექიმის თქმით, უცნობია, სოკოს სახეობა, რაც მიიღეს მათ. კიდევ ერთი […]
ბათუმში ლიფტი ჩამოვარდა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტში 4 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები ფეხის არეში აღენიშნება, ხოლო მეოთხე ადამიანს, რომელიც ლიფტში იმყოფებოდა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა. შემთხვევა აღმაშენებლის #2 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში […]
,,ძველი მანქანა იყო, კარგა ხანს აკეთებდა” – ვინ არიან თუშეთში დაღუპულები და რა მოხდა ომალოს გზაზე
თუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ფშავი-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას 5 დამიანი ემსხვერპლა, აქედან სამი ერთი ოჯახიდანაა – მამა, შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი – გაგა და ლევან შაბალაიძეები. გაგა შაბალაიძე 12 წლის იყო. ასევე გარდაცვლები არიან სატვირთოს მძღოლი 25 წლის ზაურ გიგოიძე და 68 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე.ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან […]
ცხენმა ბავშვს ფეხი ჩაარტყა, 7 წლის ბიჭს ელენთა ამოკვეთეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში მცირეწლოვანს ცხენმა მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. შვიდი წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მცირეწლოვანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და ელენთა ამოკვეთეს. საავადმყოფოს ქირურგის, ოთარ ბახუტაშვილის ინფორმაციით, ელენთა დაზიანებული იყო და მისი შენარჩუნება აღარ მოხერხდა. „ბავშვი სტაბილურადაა , ჩატარდა ოპერაცია და დაინიშნა შესაბამისი მკურნალობა“, – თქვა ბახუტაშვილმა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება. პრაიმტაიმი
თუშეთში ავარიის დროს ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა
თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა […]
,,არავინ იცის, იმ მანქანებში იყო თუ არა ვინმე” – სვანეთში ჭალაჰესი განადგურდა, მდინარემ ათეულობით ავტომობილი წაიღო
სვანეთში მესტია ჭალაჰესის კაშხალი დაზიანდა. წყალმა გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა და წაღებულია რამდენიმე ათეული ავტომობილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანონ. ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული. სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების ნაწილმა გაქცევა შეძლო, ნაწილის გამოყვანას […]
საზარელი ავარია აჭარაში – დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილი
ტრაგედია დატრიალდა მთიან აჭარაში, ღორჯომის თემში. ,,უაზის” ტიპის ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი. ავარიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
7-8 წლიდან მუშაობდა, ავადმყოფ დედას არჩენდა… იმ დღეს 16 წლის გახდა – მოზარდის ტრაგიკული ხვედრი
16 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა… გიორგის ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. „პრაიმტაიმმა“ გიორგის ტრაგიკულ ისტორიაზე ახალი დეტალები გაარკვია: დედას შვილების გაზრდა მამის გარეშე მოუხდა. ის სამი […]
,,არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა, შიმშილის გამო, ოჯახის გამო მუშაობდა” – 16 წლის მოზარდის ოჯახი – ვიდეო
,,მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა… მამა არ ჰყავს, უფროსი შვილი გარდაცვლილი მყავს, ვიცოდი, რომ სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ ვიცოდი, – ყვება ,,კურიერთან” გუშინ მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშეკენაძის დედა. „ოჯახის გამო, შიმშილის გამო, რომ არაფერი ჰქონდა და ყველაფერი აკლდა, იმის გამო, გადაწყვიტა, რომ ემუშავა და თავის თავზე აეღო ოჯახზე […]











