ბათუმელები მძიმე სცენის მომსწრენი გახდნენ. 82 წლის ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით შევიდა ჩამორთმეულ ბინაში. სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ის 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა. როგორც ,,ბათუმელები” წერს, ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა, წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, […]
კატეგორია: საზოგადოება
გიორგი გაბუნია: ,,იესო აჭარაში რომ მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა”
ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას თავისი ხისტი გამონათქვამების გამო ხშირად აკრიტიკებენ. ამჯერად საზოგადოების წყრომა გადაცემა ,,პოსკრიპტუმში” გაკეთებული კომენტარის გამო დაიმსახურა. მან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე საუბრისას თქვა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და […]
თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეზე: ,,ყველა წარმატებული კაცის უკან წარმატებული ქალი დგას”
ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს კითხვას: ,, დღეს საქართველოში ვინ არის რუხი კარდინალი?” თამარ ჩერგოლეიშვილი: – “რუხ კარდინალობას” ლევან რამიშვილს ვერანაირად ჩამოვართმევ (იცინის). ასე რომ, შეგიძლიათ, ისევ ის მოიაზროთ (იცინის). – ადრე, თქვენს მეუღლე გიგა ბოკერიასაც ერთ–ერთ არაფორმალურ მმართველად მოიაზრებდა ზოგი. – გიგა რანაირი “რუხი კარდინალი” იქნებოდა, თანამდებობაზე იყო. ასეთი მხოლოდ ლევან რამიშვილი იყო, შეთქმულების […]
ქართველ მორაგბეებს ჰიმნის შესრულებისას მაისურებზე ტატუნაშვილი ეწერათ – ,,ღირსეულებო”, ,,მართლა ლომებო” _ წერენ ქომაგები
საქართველოს ნაკრები რაგბში ევროპის გამარჯვებულია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთი 25:16 დაამარცხა. საქართველო-რუმინეთის ფინალურ მატჩზე ქართველი სპორტსმენები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომლებზეც ეწერა ,,ტატუნაშვილი” _ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საპატივსაცემოდ. მორაგბეები ჰიმნის შესრულების დროს სწორედ ამ მაისურებით იდგნენ მეტოქეების გვერდით. ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი კოკი თხილაიშვილი […]
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულებს უთოებს, ტელეფონებს, ჩაიდნებს ჩუქნიან _ ,,ჩვენთან ჩუმად ხომ იღებენ 20 ლარიანებს, აქ ეს ყველაფერი ოფიციალურადაა”
დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ,,სარკენიუსს” რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა უამბო, თუ როგორ ტარდება არჩევნები. _ მოგიყვებით, აქ როგორი არჩევნები ტარდება. მიხვალ, შემოხაზავ შენს რჩეულს. მერე გამოხვალ და შენს ნომერს ჩააგდებ ყუთში. გვერდით ოთახში დევს კიდევ ერთი ყუთი, სადაც ფურცლები ყრია. ჩაყოფ ხელს, ამოიღებ და ზედ წერია პრიზი. არიგებენ უთოებს, ფენებს, ჩაიდნებს, ტელეფონებს, ანუ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ყველაფერი […]
თბილისის ცნობილ რესტორნებში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო პირობები აღმოჩნდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმების შედეგად 7 ცნობილ კაფე-რესტორანში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პირობები აღმოაჩინა. M2B-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირების შედეგად კრიტიკულად შეუსაბამო პირობების მქონე რესტორენების სიაში შემდეგი ცნობილი რესტორნები მოხვდნენ: „კრუიზი“, „თაღლაურა“, „ძველი ქალაქი“, „პლაზა ჰოლი“, მუხამბაზი“, „ოქროს კათხა“ და კაფე „კალა“. ამ ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტის ასლი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. […]
ისტორიულ ძეგლებს დატბორვა ემუქრებათ
ტვიში-ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურები 19 ისტორიულ ძეგლს საფრთხეს უქმნის – ისტორიული ძეგლები ჰესების აშენების შემთხვევაში ხელოვნურად დაგუბებული წყალსაცავების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, რაც საუკუნოვან მემკვიდრეობას საფრთხეს შეუქმნის. გარემოზე ზემოქმედების კვლევაში – 400-გვერდიან დასკვნაში, იმ 19 ძეგლის გარდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, საუბარია კიდევ 23 ობიექტზე. კვლევის ავტორები ინვესტორს და სახელმწიფოს უთითებენ, რომ პროექტის განხორციელებამდე და ტერიტორიის დატბორვამდე არქეოლოგიური […]
ნიკა გვარამია: “პატრიარქმა მკითხა, ხომ არ იცი, დეკანოზი მამალაძე ამდენი ხანი რატომ არ არის შეწყალებულიო”
,,დარწმუნებული ვარ, როგორც პროფესიონალი იურისტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო,“ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ ილაპარაკა, როდესაც ის ილია II-ს შეხვდა და ციანიდის საქმეზე ისაუბრეს. – მან მითხრა, რომ არ ვიცი ბოლომდე ეს საქმე იმიტომ, რომ ბევრი ახსნა და სიმართლე მივიღე, ბევრი პოზიცია მოვისმინე და მაინტერესებს, შენ […]
მაია ასათიანი: ,,მე აქ ვარ, თქვენთან ერთად და თქვენთვის” – ვიდეო
,,მე აქ ვარ, თქვენთან და თქვენთვის” _ ასეთი სიტყვებით ბრუნდება ეთერში ტელეწამყვანი მაია ასათიანი. ბოლო რამდენიმე კვირაა, გადაცემა ,,პროფილი” ეთერში აღარ გადის. ამის მიზეზად წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა. წერდნენ, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა და ექიმები დასვენებას ურჩევდნენ. ,,ჩვენ ვიწყებთ ხუთშაბათს 22:00 საათზე, რაღა თქმა უნდა, ,,რუსთავი 2”-ზე. დილა მშვიდობისა, საქართველო” _ წერია ფეისბუქში ,,თოქ-შოუ პროფილის” გვერდზე. […]
გია გაჩეჩილაძე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე: ,,ეს დიდი საქმეა და მსხვერპლს მოითხოვს”
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და “მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ყოფილი პრემიერის, ბიინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე და ხეების გაჩეხვაზე ამბობს, რომ დიდი საქმე მსხვერპლს მოითხოვს: _ დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური საქართველოსთვის რეგიონული და, შესაძლოა ითქვას, საერთაშორისო მასშტაბითაც. საერთოდ დენდროლოგიური პარკების შექმნა ძვირადღირებული საქმეა. ეს იქნება 60 ჰექტაზრე გაკეთებული უნიკალური პარკი, სადაც იქნება არა მარტო ქართული, […]











