კატეგორია: საქმე

ბაჩო ქაჯაია: ,,როცა 50 კილოთი მეტი ვიყავი, ჩემი თავი მაშინაც მომწონდა” – როგორ დაიკლო მსახიობმა

ბაჩო ქაჯაია: ,,როცა 50 კილოთი მეტი ვიყავი, ჩემი თავი მაშინაც მომწონდა" - როგორ დაიკლო მსახიობმა

მსახიობი ბაჩო ქაჯაია ეკრანზე რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით და სრულიად ახალი ამპლუით დაბრუნდა – საზოგადოებრივ მაუწყებელზე “ღამის შოუს” წამყვანი გახდა. მაყურებელი მსახიობის ტელეწამყვანობაზე მეტად მისმა დაკლებულმა კილოგრამებმა გააკვირვა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბაჩომ 50 კილო დაიბერტყა. პარადოქსია, მაგრამ დღეს ქართულ ტელესივრცეში მაყურებელი ერთდროულად ორ სხვადასხვანაირ ბაჩო ქაჯაიას უყურებს: “პირველ არხზე” – შოუმენ ბაჩოს ახალი გარეგნობით, “იმედზე” […]

ზაზა შენგელია: ,,მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს”

ზაზა შენგელია: ,,მარტივი არ არის, მყარი ოჯახი გქონდეს"

ცნობილმა მელომანმა ზაზა შენგელიამ დაახლოებით 8 წლის წინ ჰობი ბიზნესად აქცია და საქართველოში ერთადერთი მსხვილი მუსიკალური კომპანია ,,ბრავო რეკორდსი” დააარსა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, შოუბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში არასახარბიელო პირობები იყო და დღესაც ასეა. არც სახელმწიფო და არც კერძო ბიზნესი არ ცდილობს, ამ სფეროს დაეხმაროს. ასეთ პირობებში კომპანიის მუშაობა რთულია, რადგან გზამკვლევია ამ საქმეში. ბატონი […]

მაკა ჩიჩუა ტელეწამყვანი ხდება – ”სათქმელი ბევრი დამიგროვდა” – ვიდეო

მაკა ჩიჩუა ტელეწამყვანი ხდება - ”სათქმელი ბევრი დამიგროვდა” - ვიდეო

ყოფილი პირველი ლედი ტელეწამყვანი ხდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გავა ეთერში და რა ფორმატის იქნება გადაცემა, რომელსაც მაკა ჩიჩუა წაიყვანს. “მე სათქმელი მართლაც რომ ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე მესამეზე ვისაუბრო”, – ამბობს მაკა ჩიჩუა გადაცემის ანონსში. მაკა ჩიჩუა – მალე, მესამეზე! ❝გადავწყვიტე ამ თემებზე მესამე • mesameზე ვისაუბრო❞ – მაკა ჩიჩუა – მალე, მესამეზე! 🌸 […]

კიბო ორი ინექციით დამარცხდება _ გამოგონება, რომელიც კაცობრიობას შეცვლის და შვილები ,,დამონტაჟებით”

კიბო ორი ინექციით დამარცხდება _ გამოგონება, რომელიც კაცობრიობას შეცვლის და შვილები ,,დამონტაჟებით"

1980-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკა დღევანდელი რეალობა ისე გახდა, რომ ამაზე ფიქრით დიდად თავი არ შეგვიწუხებია. მაშინ ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერდა, რომ სულ მალე ხელში სუპერკომპიუტერის ძალის ხუთსანტიმეტრიანი ანდროიდი ეჭირებოდა. იქნებ სამიოდე  ათეული წლის წინ ციფრული სამყარო ზუსტად იმ ადგილას იდგა, რა ადგილზეც ახლა გენური ინჟინერია დგას. არც ახლა ვსაუბრობთ დიდად იმაზე, განვითარების თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით, […]

ეკო მაღრაძე: ,,აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა ქალური ემოციები”

ეკო მაღრაძე: ,,აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მქონდა ქალური ემოციები"

ტელეჟურნალისტი ეკო მაღრაძე ყველაზე მძიმე ამბებს ყვება ხალისიან და პოზიტიურ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა, საქართველო”. დილის ,,კურიერის” წამყვანს დილის 5 საათზე უწევს ადგომა, რომ ღამით მომხდარი ამბების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს მიაწოდოს. ჟურნალისტის არანორმალურ რიტმს მისი ქმარიც ფეხს უწყობს. ექვსწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ცოლის საქმიანობის გამო ერთხელაც არ დაუწუწუნია. ახლა კი ეკო შედარებით პასიურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო, რადგან, […]

ირინა ონაშვილი: “მაქვს ჩემი პატარა სივრცე – სილამაზის სალონი”

ირინა ონაშვილი: "მაქვს ჩემი პატარა სივრცე - სილამაზის სალონი"

ირინა ონაშვილი პირველად 2003 წელს მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა “მის საქართველოს” გვირგვინი დაიდგა თავზე და მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. საზოგადოებრივი ყურადღების ობიექტივში მაშინაც მოექცა, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრ ლადო ვარძელაშვილზე გააკეთა არჩევანი და ცოლად გაჰყვა. მალე ორი ბიჭის მშობლებიც გახდნენ. ლამაზი, საქმესა და პირად ცხოვრებაში რეალიზებული – ეს ბედის […]

ქართული ბიზნესი ნოტრ დამის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებს

,,ნოტრ-დამის სტრუქტურა გადაურჩა დანგრევას" - პარიზის სახანძროს წარმომადგენელი

15 აპრილს საღამოს 18:50-ზე პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ისტორიის მქონე ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს თუ როგორ იწვოდა კათოლიკური ეკლესიისა და მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი. რევოლუციასა და ომებს გადარჩენილი ნოტრ-დამი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით აალდა. ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. […]

თხილის ბიზნესი გაკოტრდა, ბანკებმა მათი ქონება აუქციონზე გაიტანეს

თხილის ბიზნესი გაკოტრდა, ბანკებმა მათი ქონება აუქციონზე გაიტანეს

2016 წლის კარგი მოსავალის შედეგად ადგილობრივი თხილის ბიზნესი გაფართოვდა, დაემატა რამდენიმე ახალი თხილის გადამამუშავებელი ფაბრიკა და ასევე მოხდა არსებული ფაბრიკების გადაირაღება და გამსხვილება. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მოსავალი განახევრდა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გამოცხადებულმა კამპანიამ ყველას იმის იმედი მისცა, რომ 2018 წლის მოსავალი წინაზე უკეთესი იქნებოდა, იგივე ვარაუდით ბანკებმა ნედლეულის შესაძენად და საწარმოების სეზონისათვის […]

ციცინო ფუტკარაძის სიკეთით სავსე ცხოვრების გზა

ციცინო ფუტკარაძის სიკეთით სავსე ცხოვრების გზა

შტრიხები პორტრეტისათვის ოდნავ მკაცრი… მუდამ დაკავებული… კაცთმოყვარე… მზრუნველი დედა, ბებია, მეუღლე, მეგობარი… რომანტიკოსი… ქველმოქმედი… არაერთი პრესტიჟული ბიზნეს-ჯილდოს მფლობელი… კეთილია და მართალი,არ უყვარს როცა ატყუებენ, ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს. დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში, მამა მომთხოვნი იყო, შვილებს მკაცრად ზრდიდა. ჰყავდა სამი და და ორი ძმა. მათგან ერთი და 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან […]

ივახშმე ცაში – თბილისში ახალი რესტორანი იხსნება

ივახშმე ცაში - თბილისში ახალი რესტორანი იხსნება

თბილისში ახალი რესტორანი იხსნება, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky (ვახშამი ცაში) ანალოგია. რესტორანი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრში 15 მაისს გაიხსნება. სტუმრებს ვახშმობა 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან შეეძლებათ. მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდეა. რესტორანი ერთდოულად 22 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ფრენა“ უსაფრთხოა, […]