კატეგორია: სამართალი

თბილისის 35-ე სკოლის 2 დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს

თბილისის 35-ე სკოლის 2 დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაჭრილი მოზარდები თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი. ინტერპრესნიუსი

რა სთხოვა მაია ნიკოლეიშვილს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ – “რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს”

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელშიც მოზარდები მონაწილეობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. რა სთხოვა მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ და სინამდვილეში რამდენი დამნაშავე ან დაზარალებულია ამ საქმეში? – “კვირის პალიტრას” მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – საქმეში ერთ-ერთი ბრალ­დებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩავერთე. ვგულისხმობ ლევან დადუნაშვილის მკვ­ლელობაში ეჭვმიტანილ მო­ზარდს.­ მისი ოჯახის პოზიციამ გამაოცა, არასდროს დამავიწყდება […]

ვაკის პარკთან ტრანსგენდერი მირანდა ფაღავა სასტიკად ცემეს

ვაკის პარკთან ტრანსგენდერი მირანდა ფაღავა სასტიკად ცემეს

თბილისის ცენტრში გამთენიისას, ვაკის პარკთან ტრანსგენდერ ქალს სასტიკად სცემეს. 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია. მირანდა ფაღავა გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებას აპირებს, რადგან ის აქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მირანდა ფაღავა ყვება იმასაც, რომ მან დახმარება სთხოვა ინციდენტის ადგილზე არსებულ მაღაზიის […]

გოგიტა დალაქიშვილს ღარიბაშვილი ალასანიას, სუბარის და კბილაშვილის წინააღმდეგ აქციების მოწყობას სთხოვდა? – რატომ დააკავეს “ქართული ოცნების” აქტივისტი

გოგიტა დალაქიშვილს ღარიბაშვილი ალასანიას, სუბარის და კბილაშვილის წინააღმდეგ აქციების მოწყობას სთხოვდა? - რატომ დააკავეს "ქართული ოცნების" აქტივისტი

“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტის გოგიტა დალაქიშვილის დაკავებას სერიოზული მითქმა-მოთქმა მოჰყვა. დალაქიშვილს ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან იცნობს. ის აქტიურად მონაწილეობდა ნაციონალების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებში. გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ასეთი განცხადება კეთდება: – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების […]

ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს

ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მამუკა ძებნიაურს ოთხი […]

ადვოკატი მახარაძე – “გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს”

ადვოკატი მახარაძე - "გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს"

გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს, – ამის შესახებ გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ერთად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას როგორც სამართლებრივი, ასევე სოციალური აქტივობების კუთხით. ამასთან, გიორგი მახარაძე არ გამორიცხავს, რომ მან სააპელაციო სასამართლოსთან ერთად კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს. […]

შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს

შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. „გენერალურმა […]

დავით კანდელაკის და ჯოშუა რაისის მკვლელობისთვის აშშ-ში აარონ ერნანდესი დააკავეს – ეჭვმიტანილს რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა

დავით კანდელაკის და ჯოშუა რაისის მკვლელობისთვის აშშ-ში აარონ ერნანდესი დააკავეს - ეჭვმიტანილს რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა

რამდენიმე დღის წინ მოკლული 31 წლის დავით კანდელაკის და 30 წლის ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დღეს ტეხასში დააკავეს. ის 23 წლის აარონ ერნანდესია. მას ბრალს ლუისვილში წაუყენებენ, სადაც მისი ექსტრადიცია მოხდება. შემთხვევა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მოხდა. ორი ადამიანის ცხედარი სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე, დავით კანდელაკი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების […]

ბახალას დედა ნანა ჩხიკვიშვილი: ”მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო”

ბახალას დედა ნანა ჩხიკვიშვილი: ”მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო”

– მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო. ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. – ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს, ამდენი უსამართლობით გამოათაყვანეს საქართველო. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებამ, რომლებიც შემდეგ ალბათ შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ, მათმა ტყუილმა გაწირა […]

მარიამ კუბლაშვილი: “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

მარიამ კუბლაშვილი:  “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა: – რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა […]