კატეგორია: სამართალი

ბავშვები მკვლელს იცნობდნენ და კარიც მათ გაუღეს – ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი ვერსია

ვაკეში 25 წლის ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალი, 2 მცირეწლოვანი შვილის დედა სასტიკად მოკლეს – მას ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვებმა მკვლელი იცნეს და კარი სწორედ მათ გაუღეს. მოკლულის შვილებმა სამართალდამცავებს ვინაობაც დაუსახელეს. სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების სამუშაოები. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით […]

ვაკეში 25 წლის ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში

ვაკეში 25 წლის ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში

თბილისში, ბარნოვის 77-ში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ,,იმედინიუსმა” გაარკვია, გარდაცვლილი 1993 წელს არის დაბადებული. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ზუსტდება, თუ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგო, რომელიც მოკლეს, დასთან იყო სტუმრად, თუმცა არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ დები ერთად ცხოვრობდნენ ამ სახლში. ,,რუსთავი 2″-ის ცნობით, […]

შსს-მ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 20-მდე პირი დაკითხა

შსს-მ  ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 20-მდე პირი დაკითხა

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 20-მდე პირი დაიკითხა, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. “ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული […]

ნიგერიელების ადვოკატი: ,,კალაძე დისკრიმინაციულ დანაშაულებს ახალისებს, მისი მიდგომა არასერიოზულია”

ნიგერიელების ადვოკატი: ,,კალაძე დისკრიმინაციულ დანაშაულებს ახალისებს, მისი მიდგომა არასერიოზულია"

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი, შოთა თუთბერიძე, რომელიც ნიგერიელ სტუდენტებს იცავს, ,,ნეტგაზეთთან” თბილისი მერის, კახი კალაძის დღევანდელ ინიციატივას ეხმაურება, რომ 8 აპრილს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს ფეხბურთში. შერიგების მატჩის ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სთხოვა. თუთბერიძის თქმით, მერის მსგავსი განცხადება, როგორც მინიმუმი, არასერიოზულია და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულებს ახალისებს. -მე არ მგონია, […]

,,ფერადკანიანმა ბავშვს სახეში შეაფურთხა და კონფლიქტი აქედან დაიწყო” – ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტებისა და ადგილიბრივ მცხოვრებთა დაპირისპირების მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ,,რუსთავი 2″-თან დაზარალებული სტუდენტები ყვებიან, რომ მათ ადგილობრივები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას რასობრივ ნიადაგზე აყენებდნენ და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მათივე თქმით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. -დაახლოებით, საღამოს ექვს საათზე, მეგობრები ვთამაშობდით ფეხბურთს. ყოველთვის ბელიაშვილის ქუჩაზე, მუნიციპალურ სტადიონზე ვთამაშობთ ხოლმე ჩვენთან მოვიდნენ და […]

ფერადკანიანი სტუდენტების ცემაში მონაწილეებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

ბელიაშვილის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეებსა და საქართველოში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე ვითარება სამართალდამცველების მისვლის შემდეგ […]

,,რომელია ამ ,,ვაჟკაცებიდან” პატრიოტი და რამდენმა გააპროტესტა მკვლელი რუსეთის ოკუპაცია?! – როგორ სცემეს ფერადკანიანები თბილისში – ვიდეო

თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ფერადკანიანი ახალგაზრდები ხელკეტებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა სცემა და  ტერიტორიიდან გააძევა. სოციალურ ქსელში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ,,აბა… რომელია ამ ,,ვაჟკაცებიდან” ,, პატრიოტი” და რომელი მივიდა ოკუპირებულ საზღვართან და რამდენმა გააპროტესტა მკვლელი რუსეთის ოკუპაცია?!.. რამდენმა დალია ქრისტეს აღდგომის დღეს მართლმადიდებელი ერის სადღეგრძელო?… მიზეზი არ მაინტერესებს, ფაქტს ვგმობ!”, – წერს სალომე ქირია. […]

თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ფერადკანიანი სტუდენტები სცემეს. იქ მდებარე სტადიონზე რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მათ ხელკეტებით შეიარაღებული  მამაკაცები დაესხნენ თავს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან გააძევეს. ეს ფაქტი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმა გადაიღო. დაზარალებულების თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე […]

ჟურნალისტი ქალი პოლიტიკოს ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებას აბრალებს

ჟურნალისტი ქალი პოლიტიკოს ნიკა მაჭუტაძეს სექსუალურ შევიწროებას აბრალებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დავას, რომლის მთავარი ფიგურანტი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსია. სასამართლოს საჩივრით ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა მას ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ კარგად იცნობენ. ქალმა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, სასამართლოს საჩივრით პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის წინააღმდეგ მიმართა და დამცავი ორედრის გამოწერას ითხოვს. მაჭუტაძის წინააღმდეგ […]

გორის მერის მოადგილეს ტრაქტორი მოპარეს

გორის მერის მოადგილეს ტრაქტორი მოპარეს

გორის მერის მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის ოჯახი გაქურდეს. მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ტრაქტორი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ ეკა სუხიშვილმა დაუდასტურა. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა. საქმეზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ნიუპოსტი