ვანდალიზმი სოფელ ნინიგორში – ვალერი გელაშვილმა საკუთარი 2 ძაღლი ტყეში მავთულით ჩამოახრჩო და იქვე დატოვა. გელაშვილების ოჯახში ამტკიცებენ, რომ ძაღლები მუდმივად იტაცებდნენ და ჭამდნენ შინაურ ფრინველებს, რის გამოც მეზობლები მუდმივად საყვედურობდნენ. ის, რომ სოფელ ნინიგორში გელაშვილების ძაღლები მეზობლებს პრობლემებს უქმნიდნენ, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ, თუმცა მათთვის გაურკვეველია, რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად საკუთარ ძაღლებს ვალერი გელაშვილი. ხეზე […]
კატეგორია: სამართალი
,,ერთ-ერთმა რაიანს უთხრა, რა თვალებით მიყურებ, შენც ხო არ გინდა არაყიო და პირში ძალით ჩაასხა” – 19 წლის მწყემსი მკვლელობის დღეს ,,სარკესთან” იხსენებს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური ჟურნალ ,,სარკესთან” დუმილს არღვევს და მკვლელობის დღეს დეტალურად იხსენებს. -4 ივნისს დაკარგული ცხვრის საძებნელად ვიყავი წასული. გადავწყვიტე, მებანავა ჩანჩქერზე. ამ დროს ჩემთვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მუქარისა და იძულების ფონზე მომთხოვა წყლიდან ამოსვლა და გაყოლა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მივედით იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა სმიტების ოჯახი. მათთან […]
გოგონა ძმის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ძმის მიერ შემთხვევით, სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ნიუპოსტი
ეკა მესხიძე: “ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ხმა ამოვიღე” – პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოში ჩივის
საქართველოში მამაკაცები, როგორც ჩანს, ადვილად არ შეეგუებიან სექსუალურად შემვიწროებლის იარლიყს და ბრძოლაში, რომელსაც ქალები უმართავენ, დათმობას არ აპირებენ. ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის, შემდეგ (იხ. “სარკის” წინა ნომერი) სასამართლოში საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ შეიტანა ყოფილი თანამშრომლის, ეკა მესხიძის წინააღმდეგ, რომელმაც იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა სწორედ ეკა […]
კობაურის გათავისუფლებაზე იმსჯელებენ – ,,მას ქალთან არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი”
27 აგვისტოს 13:00 საათზე მცხეთის საქალაქო სასამართლო სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. როგორც “პრაიმტაიმს” საქმეზე ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, განიხილავენ, რამდენად მიზანშეწონილია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვება. -სასამართლო ორ თვეში ერთხელ განიხილავს გამოშვება-არგამოშვების საკითხს. იმედი გვაქვს, აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვლება და პატიმრობა გაუქმდება. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლოა გირაოც შევთავაზოთ, – განაცხადა კობაიძემ. მალხაზ კობაურს, ერთი ექსპერტიზის დასკვნა უკვე ჩაუტარეს, რის […]
,,ქალების კივილი გავიგე, გავიქეცი და ,,გარაჟის” თავზე ბიჭი იყო ჩამომხრჩვალი”
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში 24 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბაჩო შურღაია ფეისბუქში წერს: ,,რაღაც უბედურება ხდება ამ ქვეყანაში… სახლში მოვდიოდი, ქალების კივილის ხმა გავიგე. გავიქეცი, ამ ქალებს გავასწარი და ,,გარაჟის” თავზე, პატარა დაშენებაში 18-19 წლის ბიჭი იყო ჩამომხრჩვალი. რა ჯანდაბა ხდება ამ დასაქცევ ქვეყანაში, ვერ გავიგე!“. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბორის ბედია უკრაინელი ქალისგან თავისი შვილის ნახვას ითხოვს – “იმ თანხას გადავიხდი, რასაც სასამართლო უმუშევარ მამას აკისრებს!”
მომჩივანი უკრაინელი ქალი, ლარისა სტროკინა და საჩივრის ადრესატი ქართველი მომღერალი ბორის ბედია – სასამართლო დავა, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, გახმაურდა. ლარისა სტროკინასა და ბორის ბედიას შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, შემდეგ გაჩნდა პატარა გოგონა. ლარისა ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ბორისის შვილი იყო, მომღერალს კი ეს არ სჯეროდა, თუმცა საბოლოოდ აღიარება მოუწია. ქალმა ბორის ბედიას სასამართლოში […]
,,რა გამოვიარე, შენც კი ვერ გამიგებ, დედა” – 16 წლის გოგონამ სიკვდილამდე წერილი დატოვა
სოფელ ნატანებში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო. არასრულწლოვანი სოფელ ნატანებში გუშინ დაკრძალეს. 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. არასრულწლოვანმა მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა. წერილი “კურიერმა” მოიპოვა. ,,ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და […]
მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის 16-ში გარდაცვლილი იპოვეს
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. “არტნიუსს” მსახიობის გარდაცვალების ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი მისმა მეგობარმა დოლიძის 16 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვა.
სამეგრელოში ქართველი მამაკაცი ტურისტების გაუპატიურებას ცდილობდა
ორი ტურისტის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. ტურისტების გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე მოხდა. კარავში, სადაც ორი ტურისტი იმყოფებოდა, ქართველი მამაკაცი შეღწევას ცდილობდა. თუმცა უცხოელებმა 112-ში დარეკეს და ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციის საფუძველზე, სწრაფი რეაგირების შედეგად, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს. 112- ში დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა ადგილზე და განმუხტა […]











