თუშეთში ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე. შსს-ს ინფორმაციით, სულ ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე […]
კატეგორია: სამართალი
,,ერთადერთი შვილი ჰყავდათ მშობლებს, განადგურებულები ვართ” – გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
გურამიშვილის გამზირზე, 24 ივლისს მომხდარი დანაშაულის დეტალები ისევ ბურუსით მოცულია. ახლობლებს ისევ არ აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რას შეეწირა 2 წარმატებული ახალგაზრდის სიცოცხლე. შალვა (შაკო) ტყემალაძის და გურამ (გუგა) კოღუას ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ახლა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ მკვლელობა. საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ერთადერთი ვერსია – ერთ-ერთ ბიჭს […]
ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე წუთის წინ ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
თბილისის პოლიციის სამმართველოში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, მას პოზიცია არ შეუცვლია, ის დანაშაულს არ აღიარებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. […]
,,მამუკა ხაზარაძის საქმეში პირადი ცხოვრების მასალები დევს” – ადვოკატი
,,თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმის მასალების 21 ტომიდან 2 ტომი სატელეფონო მოსმენის მასალებია. ამის შესახებ კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც კორძაძემ აღნიშნა, მასალებში ისეთი ადამიანის მოსმენებიც დევს, რომელიც თავისი პირადი ცხოვრების ტრაგიკული დეტალების შესახებ ყვება. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს ჰქონდათ სანქციები აღებული და უსმენდნენ ამ საქმეში […]
,,დააკავეს თბილისის წყალდიდობის გმირი, რომელმაც ბეგი გადაარჩინა” – მკვლევარი 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს
20-21 ივნისის აქციის საქმეზე სამართალდამცველებმა გუშინ ზოოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ,,ნაკრესის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავეს.სოციალურ ქსელში წამოიწყეს აქცია – ,,გაათავისუფლეთ ბეჟან ლორთქიფანიძე”. ,,ნაკრესმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია წყვეტს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას: ,,დააკავეს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე, 20 ივნისის ღამეს, ე.წ. ჯგუფურ ძალადობაში […]
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების კადრები
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს. როგორც “პირველს” ოქრუაშვილის პარტიაში განუცხადეს ის სავარაუდოდ 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი “რუსთავი 2-ში”, გადაცემა “ვანოს შოუში” იმყოფებოდა. სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. პირველი
თიკა ჯამბურია დედასთან ერთად დააკავეს – შსს განმარტებას აკეთებს
მომღერალ თიკა ჯამბურიას და მისი დედის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც „პრაიმტაიმს უწყებაში განუცხადეს, საქმე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ დროისთვის, დაკავებულები ისევ პოლიციაში იმყოფებიან – დაკავების ვიდეო. პრაინტაიმი
თიკა ჯამბურია დააკავეს – ვიდეო
მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა. ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ დაკავების მომენტში ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვი, თიკა ჯამბურიას შვილი იმყოფებოდა, რომელიც ტიროდა და შეშინებული იყო. როგორც ჯამბურია, […]
გურამიშვილზე, მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ სისხლის კვალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. საუბარია სადარბაზოში, საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდე ტერიტორიაზე აღმოჩენილ სისხლის წვეთებზე. შსს-ში აცხადებენ, რომ სისხლის კვალი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ლიფტამდეა, ცხედრების ტერიტორიიდან გადასვენების დროს დაიღვარა. ნიუპოსტი










