უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი ,,პირველთან” ამბობს, რომ უკრაინელებში პანიკა არ არის. -სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ფართომასშტაბიანი ომია დაწყებული. უკრაინელები ამას ძალიან დალაგებულად ხვდებიან, პანიკა არ არსებობს. მე როგორც ვიცი, ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბომბდამშენიც ჩამოაგდეს. არის საავიაციო და საარტილერიო თავდასხმები. როგორც ვატყობ, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არის თანამედროვე ფართომასშტაბიანი ომი. ვიცოდით, რომ ასეთი მდგომარეობა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზელენსკი თავის ხალხს: ,,შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ ჩვენი შეირაღებული ჯარების”
ვოლოდიმერ ზელენსკი: „ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით, პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. რუსეთმა დაიწყო შეტევა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურებზე და ჩვენს სასაზღვრო დაცვაზე. აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის ბევრ ქალაქში. ამიტომ ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას ვაცხადებ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გჯეროდეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების. უკრაინულმა სამხედრო ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსული სამხედრო ძალა უკრაინაში შევიდა ბელორუსიის […]
დაღუპულია ასობით უკრაინელი ჯარისკაცი, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც
კიევსა და ხარკოვში აეროდრომები და სამხედრო შტაბები დაიბომბა. ვრცელდება ცნობები, რომ ასობით უკრაინელი სამხედროა დაღუპული და არიან დაშავებულები. უკრაინაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ცოტა ხნის წინ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა. კიევში ოკუპანტები ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ. კიევს მოსახლოება ტოვებს. ირთვება სირენები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სირენების ჩართვისას სახლებში დარჩნენ. ნათია […]
ირაკლი ღარიბაშვილი: ,,აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, რთულად გადავიტანდი”
,,მინისტრი, რომელიც ოთხჯერ იყო აცრილი, მაინც დაემართა ომიკრონი”, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილი ტელეინტერვიუში. -ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც ხუთი მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი ფაიზერით… მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. […]
ბაიდენი: ,,მათ აღარ შეეძლებათ ვაჭრობა ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე”
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: ,,ჩვენ ვუწესებთ სანქციებს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VTB-ს და სამხედრო ბანკს. ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საშემოსავლო ვალი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვიტეთ რუსეთის ხელისუფლება დასავლეთს ფინანსებს. მათ აღარ შეეძლებათ აქტივების მოზიდვა დასავლეთისგან და არ შეეძლებათ ვაჭრობა ჩვენსა და ევროპულ ბაზარზე. ხვალიდან დაიწყება და მომდევნო დღეებშიც გაგრძლედება […]
ზელენსკი: ,,ჩვენ არაფრის გვეშინია და არავისი არაფერი გვმართებს”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის აგრესიულ გამოსვლას ძალიან მშვიდად და პრინციპულად უპასუხა, რომ ახლა არ არის 2014 წელი, ახლა არის 2022 წელი და მისი ქვეყანა ყველაფრისთვის მზად არის. -სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ქაოსური ქმედების მიზეზი […]
თეთრი სახლის პასუხი პუტინს – ,,აშშ კრძალავს ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის დონბასის და ლუჰანსკის რეგიონში”
თეთრი სახლი ეხმაურება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან და მზად ვართ, სასწრაფოდ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის მიერ ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის დონბასის და […]
სალომე ზურაბიშვილი: ,,საქართველო თქვენ გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს: ,,საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუჰანსკის ,,აღიარებას”, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას”.
ზელენსკის უმკაცრესი გზავნილები დასავლეთს: ,,თუ ნატო-ს არ უნდა ჩვენი შესვლა, გვითხარით”
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მკვეთრი და პრინციპული, მათ შორის მეგობარი ქვეყნების მიმართ. -ჩვენ გვაძლევენ 100 ერთეულ თანამედროვე იარაღს, ან 5 ათას ჩაფხუტს – ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს: ეს არ არის საქველმოქმედო შენატანი, რომელიც უკრაინამ უნდა ითხოვოს, ან რომლის შესახებაც უნდა შეახსენოს პარტნიორებს. არც კეთილშობილური ჟესტია, რის […]
ჩარკვიანი მეზვრიშვილს: ,,აღვირახსნილი ტლიკინებს!”
თაკო ჩარკვიანმა ,,ფორმულას” ეთერში გიორგი გახარიას პარტიის წევრს, ნათია მეზვრიშვილს სისტემის ნაწილი უწოდა და განაცხადა: -მეზვრიშვილი აღვირახსნილად ტლიკინებს. მისი ბიოგრაფია სცემს მის აღვირახსნილობას პასუხს. 2007-2009 წლებში იყო პროკურატურაში ზედამხედველი. როცა ბავშვებს თვალები დათხარეს, შს მინისტრის მოადგილე იყო. მეზვრიშვილი არის სისტემის ნაწილი, რომელსაც პასუხი არ უგია. ოპოზიციას ვთხოვ პასუხს, ასეთთან უნდა ითანამშრომლო? ორმაგი სტანდარტია, რომ გახარიასთან […]







