საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო. -ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია, – აღნიშნა ვოლსკიმ. უმრავლესობის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ თავის კოლეგას ასე უპასუხა: -ალბათ კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: ,,ერთი ამბობდა – მესი, მეორე – რონალდუ, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ლაპარაკი იციან”
საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მათი გაშველება მანდატურის სამსახურმა მოახერხა. ირაკლი აბუსერიძე ირწმუნება, რომ მასსა და დავით მათიკაშვილს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და რაგბიზე საუბრობდნენ. -რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. რაღაც თემაზე ვსაუბრობდით. რამდენი ხალხი ვართ, ხედავთ? ყველა ერთმანეთში ვსაუბრობდით. რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ვინმემ […]
მამუკა მდინარაძე: ,,პრეზიდენტმა შეიწყალა ძალიან მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ათასობით ადამიანი”
-ქვეყანაში სულ გვყავს 10 000-მდე პატიმარი და აქედან 3600 შეწყალებული ჰყავს ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტ მარგველაშვილს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეწყალების პროცესს სჭირდება გაჯანსაღება. -დღეს მთელი დღეა მარგველაშვილი საუბრობს შავ პიარზე. ვერანაირად ვერ იქნებოდა ის ყველაფერი თეთრი პიარი გამომდინარე იქიდან, რომ სრულად უაპელაციოდ მან შეიწყალა ძალიან მძიმე […]
,,კარგია, რომ აღელვებთ…” – freedom hause-ის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას
გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციას freedom hause ეხმაურება. ანგარიშის ავტორი ამბობს, რომ ასეთი რეაქცია უჩვეულო არ არის. მან დაადასტურა, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. -უჩვეულო არ არის ჩვენთვის ნეგატიური რეაქციის მოსმენა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერიოზულად უნდა მიუდგნენ ისეთი ინსტიტუტების კრიტიკას, როგორც freedom hause-ა. საქართველო კრიტიკისთვის არ გამოგვირჩევია სხვებისგან. რაც […]
ირაკლი აბუსერიძე: ,,რა გაგვაშველეს? დაინახეთ? ჩვენ რაგბიზე ვლაპარაკობდით”
“ქართული ოცნების” დეპუტატები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის მდგომარეობის განსამუხტად მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო. მმართველი გუნდის ლიდერები თანაგუნდელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას არ ადასტურებენ. დაპირისპირებას უარყოფს ინციდენტის მონაწილე ირაკლი აბუსერიძეც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი კი მომხდარის შესახებ ხუმრობს. – არავითარი აბუსერიძე. დავით მათიკაშვილს უნდოდა მამუკასთან გადახვევა, მამუკამ […]
დავით ჭიჭინაძე: ,,კოლექტიური ზარდიაშვილები პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ”
-თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე პირობა იქნება, მოლაპარაკება ვერ შედგება. – მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენ მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა ვიღაცებმა დაარღვიეს და […]
,,ოცნებაში” ურთიერთობებს ხვალ გაარკვევენ – ,,ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს”
ხვალ ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ქართულ ოცნებაში მომხდარ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. „უმრავლესობის სხდომის ფორმატში ხვალ, 21:00 საათზე შევიკრიბებით. რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კახა კახიშვილი: ,,ქალები გვთხოვენ, იქნებ გააკონტროლოთ, რომ ქმარმა ციხიდან არ დამირეკოს, რადგან მემუქრება, მაშინებსო”
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თუ მეუღლე მოითხოვს, რომ ქმარმა ციხიდან არ დაურეკოს, ის მას აღარ დაურეკავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში “პირისპირ“ განაცხადა. -ჩვენთან ხშირად შემოდიან განცხადებით ქალბატონები, რომლებიც გვთხოვენ, იქნებ გააკონტროლოთ, რომ ამ ადამიანმა არ დამირეკოს, არ შემაწუხოს, რადგან მემუქრება და მაშინებსო. თუმცა სატელეფონო ზარის […]
„ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს, იცით? ნარკოტესტი ვერ გაიარა, კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით“ – ნიკა გვარამია
,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი ნიკა გვარამია ეხმაურება პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომელიც ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას მოჰყვა და ამბობს: „რა თქმა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილის პასუხისმგებელია ყველა შეწყალებულ პირზე”. მისი თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ შეწყალებული პატიმარი დანაშაულს არასდროს ჩაიდენს და პრობლემა არის […]
ზაზა ბიბილაშვილი: ,,ოცნებამ” ძეგლი დაუდგა კრიმინალურ სამყაროს”
ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო, პრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკას ,,არჩევანის“ ეთერში გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი. მისი თქმით, ცალკე შეწყალებაზე საუბარი არა სწორია და არც დამაჯერებელი. -პრობლემა არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, – განაცხადა ბიბილაშვილმა და საზოგადოებას მოუწოდა, გაიხსენოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ნაბიჯები, როცა მათ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გაათავისუფლეს რუსეთის […]











