პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ,,პალიტრანიუსთან” ამბობს, რომ იწყებს მოძრაობას შეყვარებული წყვილების ,,აღმოსაჩენად”. -მალე დაფუძნდება ახალი ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი. […]
კატეგორია: პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: ,,მომავალი თაობა საფლავებზე დაგვაფურთხებს”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამ წუთებში ჟენევაში წყდება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი სომხეთ-ირანისათვის. ,,უდიდესი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მგონია, რომ მთელი ერი ჭკუიდან შევიშალეთ. ამ წუთშიც კი ჟენევის მოღალატეობრივ საიდუმლო სერობაზე წყდება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი სომხეთ-ირანისათვის, რაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ საბაჟო […]
„72 საათი და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს” – მიხეილ სააკაშვილი
„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს,“- ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,კვირის აქცენტებში” გააკეთა. მისი თქმით, თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას. „იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი […]
სამცხე-ჯავახეთში ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს ძეგლი დაუდგეს
,,რა დამოკიდებულება ექნებოდა საქართველოს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც ვინმე ვლადისლავ არძინბას ძეგლს დადგამდა?” – ამ კითხვით იწყებს სტატიას საერთოკავკსიური გაზეთი “კავკასპლიუსი” რომელიც ეძღვნება სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ბუგაშენში, ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური მონაწილის, მიხეილ ავაგიანისთვის ძეგლის დადგმის საკითხს. ძეგლი 20 იანვარს გაიხსნა, რასაც სტატიის ავტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს: “ძეგლის გახსნის თარიღი შემთხვევითი არ არის – 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო […]
მიხეილ სააკაშვილი: ,,წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოჰყავს, კაი ტიპია მარგველაო. რითი კარგი?”
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა. ,,რითია კარგი?” – კითხვა დასვა სააკაშვილმა. ,,იძახიან, კარგი ტიპია მარგველა. რითია კარგი? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოჰყავს, კაი ტიპიაო. ტივტივებს რა! და რა ტივტივებს, ხო, კარგად იცით? დადეს რაღაც სივრცეში, სადაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. დადეს იმისათვის, რომ ემსახუროს საქართველოს ხალხს და კაი […]
დეპუტატმა პირდაპირ ეთერში სასუქი შეჭამა – ვიდეო
დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი ,,კარბამიდი” შეჭამა. ამით ამტკიცებს, რომ პორტში ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა. ამბობს, რომ ეს ტერმინალი ქვეყანას 25 მილიონს მოუტანს. ნიუპოსტი ''მთავარი აჭარაში'' დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირი ეთერში მინერალური სასუქი ''კარბამიდი'' შეჭამა.ამით ამტკიცებს, რომ პორტში ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა. Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV am Samstag, 19. Januar 2019
,,აქტიური პედაგოგების მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება” – განათლების მინისტრი
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. -ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც […]
,,მონას ეძებს?” – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნინო წილოსანის თანაშემწე
,,ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურო აცხადებს ვაკანსიას დეპუტატის თანაშემწის პოზიციაზე. მოთხოვნები ასეთია: ფუნქციები: • პარლამენტის წევრის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ; • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება; • მივლინებების ორგანიზება; • საქმიანი მიმოწერის უზრუნველყოფა; • დოკუმენტების თარგმნა; • კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა; • საქმისწარმოების სპეციალურ პროგრამაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა, დამუშავება, პასუხების მომზადება და გაგზავნა; […]
ორსულებს ბავშვის სქესს აღარ ეტყვიან
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სელექციურ აბორტებზე განაცხადა, რომ რეკომენდებულია სქესის არგამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე. -მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი […]
ეკა ბესელია: “მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს, რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, „გააკონტროლოს რას და რატომ ლაპარაკობს“. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს მდინარაძის საპასუხოდ განუცხადა, მას მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი აქვს. „მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს, რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ […]











