დიზაინერი თეა ოთარაშვილი ამერიკაში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაემგზავრა. საქართველოში უკვე აწყობილი ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ამბობს, დედაქალაქის მთავრობამ შეავიწროვა და გადაწყვიტა, სხვა ქვეყანაში წასულიყო. საქმიანობაში შექმნილ პრობლემას ისიც დაერთო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, მძიმე ოპერაციის გაკეთება სჭირდება. თეა ოთარაშვილის შეკერილი კაბები საქართველოში ათასობით პატარძალს ეცვა. ამერიკაში კი მისი ხელით შექმნილი კაბა ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, მომღერალმა […]
კატეგორია: პირადი
კოტე მათითაშვილი და მისი ცოლი 3 წელია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ – ”მარტო ყოფნა მძიმეა”
პლასტიკური ქირურგი და გადაცემა “ექიმების” წამყვანი, კოტე მათითაშვილი, უკვე მესამე წელია, რაც საყვარელი ქალის გარეშე ცხოვრობს. ხმები, რომ ცნობილი ექიმი ცოლს გაშორდა, სამწუხაროდ, სიმართლე აღმოჩნდა. ამის შესახებ ბატონმა კოტემ პირველად “სარკესთან” ისაუბრა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ჯერ არ იცის, საბოლოოდ რას გადაწყვეტენ, რადგან ერთმანეთთან ორი უძვირფასესი ადამიანი აკავშირებთ – შვილები, 17 წლის გიორგი და 14 […]
გიორგი კვირიკაშვილი: ,,უშუქობაში, სროლაში, ერთოთახიანში ვცხოვრობდით 3 შვილით”
,,მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი” – პრემიერის პოსტზე გატარებული 2 წლისა და 7 თვის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი 13 ივნისს თანამდებობიდან გადადგა. ამ წლების მანძილზე კვირიკაშვილის ოჯახური ცხოვრება საზოგადოებისთვის სრულიად დაფარული იყო. 2018 წლის იანვარში ჟურნალ OK-ს საახალწლო ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ყვება: ,,დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ […]
“გიომ ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა”
მომღერალი გიო ხუციშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა. მეგობრებმა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, თუმცა მისი გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა. „ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ყველამ ვიცოდით, რომ ცუდად იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით. ეს ცხრა თვე მასთან ერთად გავიარე ყველა ის წუთი, რაც სტკიოდა. დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან […]
მედეა ბიბილეიშვილის აკრძალული სიყვარული – “რამაზის გარდაცვალების შემდეგ არ ვიცოდი, როგორ მეცოცხლა”
ირინე მჭედლიძე, სარკე მედეა ბიბილეიშვილს მეგობარმა ერთხელ ასეთი სიტყვები უთხრა – შენ და ჩემი საქართველო ორივე ერთნაირად უბედურები ხართ, რადგან ორივე ერთნაირად ლამაზები ხართო. ულამაზეს ქალს სიყვარულიც ლამაზი ჰქონდა, რომელიც ერთ უბედურ დღეს მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან. 11 წლის განმავლობაში მის გვერდით იყო ადამიანი, რომელიც თითოეულ დღეს, წუთს, წამს ულამაზებდა და ტრაგიკულმა შემთხვევამ ეს ბედნიერება წაართვა. […]
ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს – “ჩემს 10 წლის ბიჭს ოჯახის საქმეებს ვასწავლი”
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და 10 წლის ვაჟი. ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს. ბაია პატარაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. “საფარს” კი […]
დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნისთვის ემზადება – “ცოლი ახლა თუ არ მოვიყვანე, მერე დამეზარება”
მომღერალ დათუნა მგელაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების დრო დადგა. სიმღერებზე მუშაობა დროებით გვერდზე გადადო და ბიზნესის კეთებაზე დაიწყო ზრუნვა. ახლა მას ელიავას ბაზრობაზე უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე სცენაზე. როგორც გვითხრა, 9 საათიდან უკვე საქმეებშია ჩართული და თავისი ბიზნესისთვის ფართს არემონტებს. შემდეგი ეტაპი კი ოჯახის შექმნა იქნება. იმ ასაკშია, რომ უკვე ძალიან უნდა, […]
თეონა თავართქილაძე: “მე და რეზიმ ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ”
თეონა თავართქილაძე ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდა და მამიდაშვილთან, დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად ქართული მოდის აღორძინება გადაწყვიტა. მაშინ საქართველოში ეს იოლი არ იყო, უშუქობისა და სიცივის ხანაში მოდური ჩვენებების მოსაწყობად არავის ეცალა. გოგონებმა მაინც დაიწყეს. ცოტა ხანში საზოგადოების ყურადღება იმდენად მიიქციეს, რომ თბილისურმა ოჯახებმა თავიანთი ქალიშვილების მოდელებად მუშაობა […]
მაია ბარათაშვილი: “ცოტა ხნის წინ ორ ადამიანს დავემშვიდობე”
ჯაზმომღერალ მაია ბარათაშვილის ცხოვრებას პატარა ასაკიდან სდევდა დანაკარგით გამოწვეული ტკივილები. უძვირფასესი ადამიანები მიოდნენ მისი ცხოვრებიდან. განცდებთან გამკლავება ადვილი არ იყო, პარალელურად – საკუთარი თავის პოვნა, რეალიზება… ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა კარიერის შექმნა, მისმა ნიჭიერებამ გზა გაიკვალა. ყველაზე დიდი ბედნიერება კი მაშინ იგრძნო, როდესაც ღმერთი შეუშვა საკუთარ გულში. ამ ყველაფერზე მუსიკოსი “სარკეს” უამბობს. – მაია, გაიზარდეთ შეძლებულ ოჯახში, […]
ყველაზე სიმპათიური ჟურნალისტი სანდრო კაჭახიძე მოდელ მარიამ მაისურაძეზე ქორწინდება – “მარიამთან შეტევაზე გადავედი და გავიმარჯვე კიდეც”
26 წლის ტელეწამყვანი, სანდრო კაჭახიძე, ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაც ჟურნალისტებს შორის მოხვდა. ის უკვე 4 წელია ტელეკომპანია “მაესტროს” ახალი ამბების წამყვანია და უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში მაყურებლებს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ ახალ ამბებს უყვება. დატვირთული ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა სანდრომ პირადისთვისაც მოიცალა და მალე დაოჯახებას აპირებს. მისი რჩეული პროფესიით ასევე ჟურნალისტია და ამასთანავე ფოტომოდელი […]











