„სარკე“ მომღერალმა და პოეტმა, გიორგი გილიგაშვილმა, „სარკეს“ გაუზიარა „ამ წუთისოფელში საინტერესო გამოცდილება”, რომელიც შოუში „ვინ ვინ არის“ მიიღო, სადაც გილგამეშის ნიღბით მონაწილეობდა. გიორგი გილიგაშვილი: _ თუ მივიღებდი მონაწილეობას, მსურდა, ვყოფილიყავი ადამიანი. ეს ადამიანი კი უნდა ყოფილიყო ჩემი რეინკარნაცია, ანუ ჩემი წინაპარი… მეფე გილგამეში მიდის უკვდავების საძიებლად ისე, როგორც ჩვენ მივისწრაფვით დღეს. თან მე გილიგაშვილი გახლავართ, […]
კატეგორია: პირადი
„გილგამეში იმდენად ჩამომგავს თუ მე ჩამოვგავარ, რომ ვფიქრობ, ის ჩემი წინაპარია“
„ჩემი შვილები ევროპაში არიან, ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რომ ისინი კარგად იყვნენ“
როგორ აღმოჩნდა მეზღვაური ამიკო ჩოხარაძე სცენაზე
„სარკე“ შოუმენი აჭარიდან, ამიკო ჩოხარაძე, „სარკეს“ ბავშვობიდან დღემდე გამოვლილ გზაზე უამბობს, როცა აჭარელი ბიჭი სცენაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. უნანია თუ არა ოდესმე თავისი გადაწყვეტილებები, ამ და სხვა კითხვებზე შოუმენი, რომელიც „ნიკოს ბენდის“ წევრიცაა, „სარკის“ ახალ ნომერში პასუხობს: _ არ ვიცი, გემზე როგორი კაპიტანი ვიქნებოდი, მაგრამ ხმელეთზე უკეთესი კაპიტანი ვარ… მაქსიმალურად ჩაფლული ვარ ჩემს საქმიანობაში, რადგან […]
თამთა კვარაცხელია: „ჩემი შექმნილი კაბების ღირებულება 4000 დოლარიდან იწყება“
რატომ გადაიხადა დიზაინერმა დაბადების დღე იტალიურ სტილში და მამაკაცების გარეშე
„სარკე“ თამთა კვარაცხელია ტელეეკრანზე აღარ ჩანს, მაგრამ როგორც „სარკესთან“ ამბობს, ის ახლა ბევრად აქტიურია და იმ სფეროშია სრულად ჩართული, სადაც საკუთარი ხედვის რეალიზება ყველაზე ბუნებრივად შეუძლია. თამთამ საკუთარი გემოვნება ბრენდად აქცია და დღეს მოდის სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამ და სხვა თემებზე თამთა „სარკის“ ახალ ნომერში ყვება: _ დაბადების დღე წინასწარ ყურადღებით დავგეგმე… შთაგონება მთლიანად […]
გულიკო გურგენიძე: „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“
კოლორიტი მუსიკოსის თბილისური ცხოვრება და მოგონებები
„სარკე“ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებებიაო, უთხრა „სარკეს“ 75 წლის მუსიკოსმა, გულიკო გურგენიძემ. მოგონებები კი მრავლად აქვს _ გულიანი, განსაკუთრებული, ნამდვილ მეგობრობაზე, ერთგულებაზე. თბილისურ ეზოებში დაბადებული მელოდიები, ქალაქის სურნელით გაჟღენთილი ხმები და ადამიანური სითბო _ ასეთია დუეტი „კოლორიტი“, რომელიც დიდი ხნის მეგობარ თამრიკო რობაქიძესთან ერთად შექმნა. ყველაფერი კი ავლაბრიდან დაიწყო, სიყვარულით ავსებულ ერთ ოჯახში, სადაც ქალბატონი […]
„რატიმ შეუძლებელი გაკეთა“ – ცნობილი კომპოზიტორი პოპულარულ ჰიტებზე, მძიმე ავადმყოფობასა და შვილის თავდადებაზე
„ოცი სიმღერიდან მხოლოდ ერთს იწონებდნენ, ყოფილა შემთხვევა, ორი-სამი სიმღერიდან ერთი კარგი სიმღერა გამიკეთებია“
„სარკე“ კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი ქსნის ხეობაში, სადაც მდინარე ლიახვი მიედინება, ულამაზეს ქართულ გარემოში, დაბა ახალგორში, 77 წლის წინ დაიბადა. როცა გაიზარდა, მშობლიური წყალ-ჭალის ხმები უმშვენიერეს მელოდიებად გადაიტანა სანოტო ფურცლებზე. პოპულარული ანსამბლები თავიანთ რეპერტუარს მისი სიმღერებით ამდიდრებდნენ. პირველი გრამფირფიტა, რომელიც თბილისის სტუდიამ გამოუშვა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გზაზე, უფროსი თაობის გენიალურ […]
ლოლა წერეთელი: „60 წლის ქალისგან 40 წლის ქალად ვიქეცი“
მომღერლის მთავარი სინანული და პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება _ „არასოდეს გავთხოვდებოდი, მეყოლებოდა ერთი შვილი და ბედნიერი ვიქნებოდი“
„სარკე“ მომღერალი ლოლა წერეთელი „სარკესთან“ არასდროს ერიდებოდა გულწრფელ საუბარს არც საკუთარ შეცდომებზე, არც შიშებზე და არც იმ ცვლილებებზე, რომლებიც მის ცხოვრებაში მოხდა. ამჯერად ის „სარკის“ ახალ ნომერში სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მიღებულ გამოცდილებაზე, რთულ გზაზე, წარსულში მიღებულ მტკივნეულ გადაწყვეტილებებზე ყვება: _ საქართველოში ექიმს რომ ეუბნები, მისი გაკეთებული ოპერაციების შედეგის ნახვა გინდა, ვერ გაჩვენებს, რადგან არ […]
ნიკო ნანიტაშვილი: „თუ შენი ოჯახი გიყვარს, აუცილებელია, დათმობაზეც წახვიდე“
რა სიახლეებით ხვდება მსახიობი 2026 წელს _ „ბევრს ეგონა, რომ დავიშალეთ, მაგრამ არ დავშლილვართ“
„სარკე“ მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი „სარკეს“ იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელთა წინაშეც 2025 წელს დადგა. იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, დიდი დანაკარგი და, ამავე დროს, წინ გადადგმული ნაბიჯებიც. ნიკო ნანიტაშვილი: კონცერტი ერევნის სპორტის სასახლეში ჩატარდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამხელა აუდიტორიას არ ველოდით. 8000 მაყურებელს იტევს ეს დარბაზი. ეს კონცერტი ჩაიწერეს და 31 დეკემბერს სომხეთის ტელევიზიით გაუშვებენ. ეს არის კიდევ […]
„5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და ახლა მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“
ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე ბიჭს ელოდებიან _ „მესამე გოგო გვინდა“
„სარკე“ დუეტმა „ლეონმა“ _ ცოლქმრულმა წყვილმა ლევან წვერავამ და მისმა ცოლმა ნინი კენჭიაშვილმა, „სარკეს“ სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ისევ შვილს ელოდებიან _ რამდენიმე თვეში მეორე ბიჭის მშობლები გახდებიან. ამ სიახლისა და სასიხარულო მოლოდინის დეტალებს „სარკის“ მკითხველს ლევანი უყვება: _ როდესაც ეს მეთოდი დაინერგა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ ეს არის თანამედროვე […]
ლეგენდარული გიორგი სიჭინავას შვილიშვილი ფეხბურთელი ბაბუას ცხოვრებასა და ოჯახზე გვიამბობს –
„ოჯახის დამსახურებაა, რომ მშობლიური ენა ვიცი, არასოდეს დაგვვიწყებია ჩვენი ფესვები“
„სარკე“ სამკაულების დიზაინერი ჯორდანო დენიზ სიჭინავა იმ ამბებს უყვება „სარკეს“, რომლებზეც თავად მას ბაბუა, გიორგი სიჭინავა, მოუთხრობდა _ ადამიანი, რომელმაც ფეხბურთელების ოქროს თაობასთან ერთად ქართული ფეხბურთის ლეგენდა შექმნა. ის ახლა 83 წლისაა და აფხაზეთში ცხოვრობს. მისი შვილიშვილი, ჯორდანო, 22 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ აქვს მოსაყოლი საკუთარ თავზე, როგორც პირადზე, ასევე საქმიანობაზე. ჯორდანო დენიზ სიჭინავა: ბაბუა […]
„წლები ვოცნებობდი, ვდარდობდი, ვეძებდი ჩემს მისიას“ – რას ყვება თამუნა ამონაშვილი დედობასა და ტყუპებზე
მომღერალ თამუნა ამონაშვილის ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდი დაიწყო. 61 წლის ასაკში ტყუპების, გოგონას და ბიჭის დედა გახდა. ის და რეზი არჩვაძე ბავშვებს ძიძის გარეშე ზრდიან. იონა და მელანია მათი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით გზით შეეძინათ. თამუნა ამონაშვილი „პრაიმტაიმთან“ შვილების შესახებ საუბრობს: -არიან ტყუპები, მელანია და იონა. 3 თვის და 9 დღის არიან. მადლობა უფალს დედობისთვის. დედობა […]











