,,მსგავსი ეკონომიკური ომი რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ ყოფილა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. პროგნოზების გაკეთება არ ღირს, საჭიროა ზომები”, – აცხადებს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. რუსი ჩინოსნები ცდილობენ, ეკონომიკური კრიზისი არ შეიმჩნიონ. დიმიტრი მედვედევმა რუსეთიდან ,,მაკდონალდსის” გასვლას ასე უპასუხა: „კატლეტისა და ფუნთუშების წარმოება ჩვენც ვიცით, თანაც არაჩვეულებრივი ხარისხის. მოკითხვა მაკდონალდს, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
კატეგორია: მსოფლიო
ლავროვი: ,,ნუ სამშობიარო სახლი… რადიკალების ბაზა იყო იქ”
პრესკონფერენციაზე CNBC-ის ჟურნალისტმა ოკუპანტების საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ჰკითხა, რითი შეიძლება სამშობიაროს და ბავშვთა სახლის დაბომბვის გამართლება და ეთანხმება თუ არა ზელენსკის, რომ ბავშვებისა და დედების მიზანში ამოღება არაადამიანური საქციელია. ლავროვმა მას ასე უპასუხა: -ნუ, სამშობიარო სახლი… ჩვენ პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ წამოყვირებებს ე.წ. არაადამიანობაზე, რომელსაც რუსი შეიარაღებული ძალები აკეთებენ. 7 მარტს, 3 დღის წინ, […]
პუტინის ყოფილი მეგობარი: ,,მას მედვედევის გარემოცვა მოუღებს ბოლოს, საკუთარ ტრაგედიას ვერ აცნობიერებს”
,,პრაიმტაიმი” აქვეყნებს პუტინის ყოფილი მეგობრის, მილიარდერ სერგეი პუგაჩოვის ინტერვიუს, რომელიც ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა ჩაწერა. პუტინის ყოფილი ,,კასირი” რუს დიქტატორზე უცნობ დეტალებს ყვება: -პუტინმა თავდაცვის მინისტრად ავეჯის მაღაზიის დირექტორი, ანატოლი სერდიუკოვი დანიშნა. ის ეწინააღმდეგებოდა პუტინს, ჩემთან აქვს ნათქვამი – არ მინდა მინისტრობა, ჩემგან რა მინისტრი უნდა დადგეს, მოლდოვაში 2 წელი მძღოლად ვმუშაობდიო. პუტინს არ […]
ზელენსკი რუს ჯარისკაცებს: ,,უბრალოდ წადით და გადარჩით”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს მიმართა: -რუსო ჯარისკაცებო! თქვენ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა თითქმის ორკვირიანმა წინააღმდეგობამ გაჩვენათ, რომ არ დავნებდებით, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია, ჩვენი ოჯახები და ბავშვები არიან! ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და არ გადაგიხდით ყველა მოკლული ადამიანისთვის, ჩვენი მოკლული ბავშვებისთვის. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ უბრალოდ წახვალთ. […]
აშშ-ს დაზვერვა: პუტინის ახლო წრე სულ უფრო ვიწროვდება
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში წარუმატებლობები, სავარაუდოდ, არ შეაჩერებს. ჰეინსის თანახმად, პუტინი განაწყენებულია, რადგან მიიჩნევს, რომ დასავლეთი სათანადო პატივს არ სცემს, ამიტომ ფიქრობს, რომ ომი არ უნდა წააგოს. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, კონკრეტულად რას ჩათვლის პუტინი გამარჯვებად, ეს შესაძლოა, დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის […]
რამზან კადიროვი იაპონიას სანქციებს უწესებს
უკრაინის ელჩმა იაპონიაში ხელი მოაწერა უკრაინასა და იაპონიას შორის ხელშეკრულებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებაზე. დიპლომატის თქმით, იაპონიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანამ მსგავსი ნაბიჯი გადადგა. იაპონიამ რამზან კადიროვსაც პერსონალური სანქცეიები დაუწესა, რამაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელი გააოცა. ,,ვალდებული ვარ, ზუსტად იგივე საპასუხო ზომები მივიღო. ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა […]
ჯონსონის თქმით, ექნება გეგმა უკრაინის აღსადგენად – რას ნიშნავს ,,მარშალის გეგმა”
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ექნება ,,მარშალის გეგმა” უკრაინის აღსადგენად. ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიმუშავა, ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა 1947 წელს მოაწერა. გეგმამ ხელი შეუწყო ომით განადგურებული ევროპის აღდგენას. ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა კი გამოაცხადა, რომ კონგრესში განიხილავენ უკრაინისთვის 12 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების საკითხს. […]
აშშ-მ სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზის და ნახშირის იმპორტი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. როგორც ის ამბობს, ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს. -ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში, – აცხადებს ბაიდენი.
ხათუნა საგინაშვილი: ,,ზელენსკიმ უნდა მიიღოს მოსკოვის პირობები, უკრაინელებს არ უნდათ ნატო”
„რია ნოვოსტი“ ავრცელებს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ძებნილის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: ,,პირადად თქვენ ხართ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასში და რუსეთში”. იანუკოვიჩი, რომელიც დონბასს დამოუკიდებელი სახელმწიფოების გვერდით მოიხსენიებს, ზელენსკის კაპიტულაციისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ქართულ […]
რუსეთი: არ გაგვრიცხოთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან
რუსეთმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე და უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხოს. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილით საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რუსეთის ფედერალური უწყების, „როსტურიზმ“-ის ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ. დღეს, 8 მარტს მადრიდში დაგეგმილია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რუსეთისთვის წევრობის […]











