37 წლის ზურა მჭედლიძე იტალიაში საფეხბურთო სკოლა ,,ლა სალეს” ერთ-ერთი მწვრთნელია. ის პოპულარულ სერიალში ,,ახალგაზრდა პაპი” მონაწილეობს და ჯუდ ლოუს და ჯონ მალკოვიჩს უწევს პარტნიორობას. ოსკაროსანი რეჟიოსორის ყურადღების ცენტრში კი ასე აღმოჩნდა: -ვილა ფლამინიოზე ჩვეულებისამებრ ვარჯიშისთვის ვემზადებოდით, როდესაც ნებართვა მთხოვეს, ჩემთვის ფოტო გადაეღოთ, – იხსენებს ზურა, – მეც დავთანხმდი. შემდეგ მითხრეს, რომ პაოლო სორენტინოს ჩაუვლია, […]
კატეგორია: მსოფლიო
ქრისტეს ეკლის გვირგვინი უკვე გადარჩენილია – მეხანძრეთა მეთაური
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომუშავე მეხანძრეთა მეთაური აცხადებს, რომ ამ წუთებში ტაძარში არსებული რელიქვიების გადარჩენაზე მუშაობენ. მისი განცხადებით, ყველაზე ძვირფასი არტ ეფაქტები უკვე გატანილია შენობიდან, მათ შორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი. შეგახსენებთ, რომ ეს უწმინდესი რელიქვია საფრანგეთში ჯვაროსნული ომების შემდეგ მოხვდა. ნიუპოსტი
ქეით მიდლტონი დედოფლობისთვის ემზადება – ,,მას უკვე ნაკლებად აცვია იაფფასიანი სამოსი”
ქეით მიდლტონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ქალად მიიჩნევა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია საკუთარი იმიჯის შეცვლისთვის მზად არ არის. პრინცი უილიამი და ქეითი მეფისა და დედოფლის როლისთვის მზადებას იწყებენ და მიდლტონის ჩაცმის სტილზე ეს უკვე აისახება. „მას უკვე ნაკლებად აცვია შედარებით იაფფასიანი ბრენდების კაბები და ძირითადად დიზაინერების სამოსით ჩნდება“, – ამბობს […]
დედა 8 წლის შვილს ბოტოქსს საკუთარი ხელით უკეთებდა – ,,საბავშვო სილამაზის კონკურსებისთვის შვილებს სოლარიუმებში ამწყვდევენ, ხელოვნურ კბილებს უსვამენ…”
ბავშვთა სილამაზის კონკურსებმა საქართველოში დიდად ვერ მოიკიდა ფეხი. სამაგიეროდ, მსოფლიოს ბევრს ქვეყანაში ეს უკვე განვითარებული ინდუსტრიაა, რომელშიც აზარტულად ებმებიან მშობლები. ეს ერთი შეხედვით უწყინარი შეჯიბრია, არადა მშობლები მთელი ძალისხმევით ცდილობენ, თავიანთ 7-8 წლის გოგონებს დაუმტკიცონ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ერთ დროს მთელი მსოფილიო შეძრა 8 წლის კონკურსანტის, ბრიტნი კემპბელის ისტორიამ, რომელსაც დედა საკუთარი ხელით უკეთებდა […]
10 მოდური რჩევა ქალისგან, რომელიც მსოფლიოს მოდას კარნახობს – როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსი
„შენ ან გესმის მოდა, ან – არა“ – ეს საკმაოდ დაკონკრეტებული ფრაზა ანა ვინტურს ეკუთვნის – ქალს, რომელსაც შესაძლოა იცნობდეთ, როგორც ეშმაკს, რომელსაც პრადა აცვია ან უბრალოდ ,,ვოგის” მთავარ რედაქტორს. ანა 1988 წლიდან ამერიკული ,,ვოგის” სათავეში დგას, დღეს იგი ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანია მოდის ინდუსტრიაში. გამოირჩევა ძალიან კრიტიკული ხასიათით, ამიტომ საკმაოდ ძნელია, რომ იგი […]
დაღუპულები და დაშავებულები – ირანში სტიქია მძვინვარებს
სამხრეთ ირანში წყალდიდობას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, ინფორმაციას BBC ავრცელებს. სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიედინება შირაზის ქუჩებში ტალახიანი წყლის ნაკადები. ყველაზე მეტი ადამიანი სტიქიას სწორედ შირაზში ემსხვერპლა, დაზიანდა ასობით შენობა. წყალდიდობა ირანულ ახალ წელს დაემთხვა, სამთავრობო უწყებების დიდი ნაწილი არ მუშაობდა. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, მოახერხეს თუ არა […]
თვითმფრინავმა გერმანიის ნაცვლად მგზავრები შოტლანდიაში ჩაიყვანა
ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც მგზავრები ლონდონიდან გერმანულ დიუსელდორფში უნდა ჩაეყვანა, შეცდომით შოტლანდიის მთავარი ქალაქის, ედინბურგის აეროპორტში ჩაფრინდა, – იუწყება BBC. რეისს გერმანული კომპანია WDL-ი ასრულებდა, რომელიც თვითმფრინავს British Airways-სთან ლიზინგური ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ინციდენტის მიზეზი არასწორი საფრენი გეგმა გახდა, რომელიც პილოტებს და დისპეჩერთა სამსახურებს დაურიგეს ლონდონის აეროპორტში. შეცდომა თვითმფრინავის შოტლანდიის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ აღმოაჩინეს. თვითმფრინავმა ედინბურგში ორი […]
სტივ ჯობსი: ,,მომაკვდავი ვფიქრობ, რომ სიმდიდრე უბრალოდ ფაქტია, რომელსაც შევეჩვიე”
,,ახლა ვწევარ ჰოსპიტალის ოთახში და მომაკვდავი ვფიქრობ – ბოლოს და ბოლოს სიმდიდრე უბრალოდ ფაქტია ცხოვრებაში, რომელსაც შევეჩვიე. ამ წუთში, როცა მძიმე ავადმყოფი ვწევარ საწოლში და თვალს ვავლებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ვაცნობიერებ, რომ ყველა წარმატება და აღიარება, რომელიც მაქვს, უაზრობაა… მოკლებულია უმაღლეს აზრს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე.. თქვენ შეიძლება აიყვანოთ თქვენი ავტომანქანისთვის მძღოლი, შეიძლება აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც […]
მძღოლმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა, პოლიციამ ბავშვების გადარჩენა შეძლო
მილანის შემოგარენში სასკოლო ავტობუსმა მარშრუტიდან გადაუხვია. მას შემდეგ კი, რაც მას პოლიცია გამოეკიდა, მძღოლმა ტრანსპორტს ბენზინი გადაასხა და დაწვა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი, 47 წლის სენეგალელი მამაკაცი, ყვიროდა, რომ მას ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების მასობრივი დაღუპვის შეჩერება უნდოდა და ვერავინ გადარჩებოდა ავტობუსში მყოფებიდან. იქ კი 51 ბავშვი იყო. პოლიციამ ცეცხლწაკიდებული ავტობუსის ფანჯრები ჩაამტვრია და მგზავრების გადარჩენა შეძლო. […]
გინეკოლოგმა 48 პაციენტი დააორსულა – არ იცოდნენ, სპერმა ვის ეკუთვნოდა
ექიმ-გინეკოლოგს, რომელიც მისი 48 პაციენტის შვილის მამა აღმოჩნდა, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მისი შვილების უკმაყოფილება გამოიწვია. გამოცემა ,,ატლანტიკის” ინფორმაციით, დამნაშავე გინეკოლოგის პაციენტებმა ზუსტად არ იცოდნენ, სპერმა ვის ეკუთვნოდა. 1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა. ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არარსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი […]











