სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მონაცემთა მართვის ინოვაციების ლაბორატორიის მეცნიერები, ახალი პროგრამის ფარგლებში, გამუდმებით აწარმოებენ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების მონიტორინგს. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა საფუძველზე, მათ შექმნეს მოდელი, რომელიც პროგნოზირებს, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია სწრაფად იცვლება, მოდელის პროგნოზებიც ყოველდღიურად ახლდება. პროგნოზი გამოქვეყნდა ვებგვერდზე ddi.sutd.edu.sg. ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის […]
კატეგორია: მსოფლიო
ტრამპის ოთხი მეგობარი კორონავირუსმა იმსხვერპლა –
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსმა მისი სამი მეგობარი იმსხვერპლა. -მე იმ ხალხის ოჯახებს ვესაუბრე, რომლებიც კორონავირუსით დაიღუპნენ და რომლებიც ჩემთან პირდაპირ არ არიან დაკავშირებული. მე დავკარგე ძალიან კარგი მეგობარი. მე ასევე დავკარგე კიდევ სამი მეგობარი. ორ მათგანთან ერთად ბიზნესს ვაკეთებდი, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გამოაქვეყნა – საჰაერო ფენომენის გამოძიება
პენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა სამი ვიდეო, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია დაფიქსირებული. ვიდეოებზე ასახულია ინფრაწითელი კამერით გადაღებული ამოუცნობი ობიექტები, რომლებიც სწრაფად გადაადგილდებიან. ჩანაწერებს ახლავს მომსახურე პერსონალის რეაქცია მოძრავი ობიექტების სწრაფ მანევრირებებზე. _გვინდა, გავაქარწყლოთ საზოგადოების ეჭვები, თუ რამდენად რეალურია არსებული ჩანაწერები და არის თუ არა სხვა ვიდეოებიც. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება ხელს არ შეუშლის […]
ნიუ იორკის წამყვანმა ექიმმა, რომელიც კოვიდ-19-ს ებრძოდა, თავი მოიკლა
ნიუ იორკის წამყვანმა ექიმმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, თავი მოიკლა. ექიმი ლორნა ბრინი მანჰეტენზე არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების სამედიცინო დირექტორი იყო. იგი კვირას თვითდაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 49 წლის ექიმის მამამ, ფილიპ ბრინმა ნიურკ ტაიმსთან საუბრისას თქვა: -ჩემმა შვილმა სცადა, შეესრულებინა თავისი სამუშაო და მან ის შეიწირა. მისივე თქმით, ლორნა ბრინი […]
ისრაელმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნა – ერთი პაციენტის პლაცენტას 20 ათასზე მეტი დაავადებულის განკურნება შეუძლია
,,ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა – უკვე პირველ გადარჩენილებს ითვლიან” _ წერს ინტერნეტგამოცემა კომერსანტი. ,,ისრაელის წარმოების პრეპარატის ტესტირება უკვე აშშ-შიც დაიწყეს და მან 100%-იანი ეფექტი მისცა კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მძიმე ავადმყოფების მკურნალობისასაც კი. თავად ისრაელში ამ პრეპარატით მკურნალობამ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი 7 პაციენტი გადაარჩინა. მათ სუნთქვის უკმარისობასთან ერთად გულისა და თირკმლის უკმარისობაც აწუხებდათ. მედიკამენტის […]
მზის სხივები კორონავირუსს ანადგურებს – ახალი კვლევა
ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსი სიცოცხლისუნარიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მზის სხივები კი მას სწრაფად ანადგურებს. ახალი მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ზაფხულის სიცხემ COVID-19-ის გავრცელება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს. კვლევა მერილენდის შტატში მდებარე ბიოუსაფრთხოების ანალიზისა და კონტრზომების ეროვნულ ცენტრში (NBACC) ჩატარდა. ექსპერიმენტების პირველადი […]
ტესტები უფრო ძვირია თუ ათასობით ადამიანის სასტუმროებში ცხოვრება? – ისრაელმა ქუჩებში მინი სამედიცინო პუნქტები გახსნა
სპეციალისტები და სახელმწიფო მეთაურები შეთამხმდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ისე, რომ ქვეყანა არ გაჩერდეს, სწრაფი ტესტირებებია. ისრაელში სადაზღვევო კომპანიებმა უკვე გააკეთეს მინი სამედიცინო პუნქტები და დაიწყეს ტესტირებები. საქართველოს მოქალაქეები სოციალური ქსელით კითხულობენ, ქვეყანას ტესტების შეძენა უფრო ძვირი დაუჯდება თუ ათიათასობით ადამიანის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და სამჯერადი კვება? – ეს არის ის კითხვა, […]
როგორ მოატყუა ჩინეთმა მსოფლიო _ გაუჩინარებული ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობდნენ
ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ჩინეთის ხელისუფლებამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებმაც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში მასზე ინფორმაცია გაავრცელეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ნებისმიერი დისიდენტი ხვდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რათა ვირუსზე საუბარი შეეჩეერებინათ. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისეთი პირებიც კი დააკავეს, რომლებიც სოციალურ ქსელებში […]
შვედი ეპიდემიოლოგი: ,,მაისიდან ვირუსი შენელდება”
შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას კურირებს, ამბობს, რომ სტოკჰოლმში, შესაძლებელია, მაისში ჯოგური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს. როგორც ტეგნელმა ნორვეგიულ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მოდელების თანახმად, სტოკჰოლმში უკვე იმდენ ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ დაავადების გავრცელება ნელდება. კითხვაზე, როდის შეიძლება დედაქალაქმა ჯოგური იმუნიტეტი გამოიმუშავოს, ტენგელი პასუხობს: ,,ჩვენი მოდელი მიუთითებს, რომ მაისის […]
სიახლე _ გერმანია პანდემიის შესაჩერებლად ანტისხეულების ტესტირებას იწყებს
გერმანია კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად ანტისხეულებზე მასობრივ ტესტირებას იწყებს. ანტისხეულები აქტიური უბნებით უკავშირდებიან ბაქტერიებს ან ვირუსებს და ეწინააღმდეგებიან მათ გამრავლებას, ან ახდენენ მათ მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების ნეიტრალიზებას. სისხლში ანტისხეულების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი შევიდა ანტიგენთან ურთიერთქმედებაში ამ უკანასკნელის მიერ გამოწვეული დაავადების საწინააღმდეგოდ. ადგილობრივი სპეციალისტები განმარტავენ, რომ ანტისხეულები ორგანიზმს გამოუმუშავებს გარკვეულ იმუნიტეტს, თუმცა გარანტირებულად ვერავინ იტყვის, […]











