აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციების ტალღა შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა. დაკავების კადრებში ჩანს, პოლიციელი დერეკ ჩაუვინი კისერზე როგორ აჭერს ფეხს, ფლოიდი კი ეუბნება, რომ ვერ სუნთქავს, მაგრამ პოლიციელი მას მაინც არ უშვებს ფეხს. ფლოიდი გარდაიცვალა. პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდგომ კი დააპატიმრეს. აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო დაწყებული […]
კატეგორია: მსოფლიო
ესტონეთის დაზვერვა: ,,მარშის” რამდენიმე ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან”
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ. რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედა. მაგალითებად ანგარიშში მოხსენიებულია „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომლის დირექტორადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ასევე გრეგორი კარასინის მიერ „რუსეთის კულტურის ცენტრის” თბილისში […]
ამირან სალუქვაძე: ,,სომხეთში იტალიურ სცენარს ელოდებიან” – რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში
სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. სომხური საინფორმაციო წყაროს ცნობით, საავადმყოფოებში ადგილები გადავსებულია. ამირან სალუქვაძე წერს: ,,სომხეთში, როგორც მინისტრი ტოროსიანი, ასევე ექსპერტები, იტალიურ სცენარს ელოდებიან. ბოლოს ჩატარებული 1197 ტესტიდან 38%-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ოფიციალური პროგნოზით, 30 ათას დაინფიცირებულს ელიან. ექსპერტები 2-ჯერ მეტ ციფრს ასახელებენ. დღეს 289 ახალი შემთხვევაა (აზერბაიჯანში 149), გუშინ 452 იყო. […]
იტალიაში ლეგალიზების ლიმიტი 600 ათასია – რა უნდა იცოდნენ არალეგალმა ემიგრანტებმა
იტალიის მთავრობამ ლეგალიზაციის დეკრეტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, არალეგალები ლეგალიზებას მიიღებენ. სანატორია 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმ არალეგალებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის მარტამდე შევიდნენ, შეეძლებათ, მიიღონ მუშაობის და ცხოვრების უფლება. განაცხადის შეტანა უნდა 1 ივნისიდან 15 ივლისამდე უნდა მოხდეს. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ლეგალიზების ლიმიტი სულ 600 ათასია. 300-ათასიანი ლიმიტი იქნება სოფლის მეურნეობაში […]
იტალიაში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტები ლეგალიზებას მიიღებენ – იტალია ყველას დააფასებს, ვინც პანდემიის დროს ქვეყანა არ დატოვა
მარტში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იტალია ყველა არალეგალს, რომლებიც პანდემიის დროს მათ გვერდით დადგნენ და არ მიატოვეს, მათ ისევე დააფასებს, როგორც საკუთარ მოქალაქეებს. რეგულაციების კანონ პროექტის მიხედვით, ლეგალიზაციის დეკრეტი გამოვა არალეგალებისთვის. ულტრამემარჯვენე „ლეგა ნორდის“ პარტაიგენოსე მატეო სალვინი, ყველანაირად ეწინააღმდეგება იტალიის პრემიერმინისტრ კონტესა და ლიბერალურ-დემოკრატიული ძალების მცდელობას ასიათასობით არალეგალი (მათ შორის _ ქართველების) ემიგრანტის […]
მაღაზიებში ჩანთები და ფეხსაცმელები დაობდა
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელზეც ,,ფორბსი” წერს – ,,ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საოცარ ქვეყანაში – საქართველოში”
,,თანამედროვე ხელოვნება თავისი არსით რთულია, წინააღმდეგობრივი და, როგორც ჩვენი ცხოვრება, „უნივერსალურ იდეალებსა“ და „უეჭველ რწმენებს“ არ ეფუძნება“ – ამბობს ნინო მაჭარაშვილი, ხელოვნების კურატორი და FLAG Art ჯგუფის დირექტორი. ნინო დამთვალიერებელს სწორედ იმ უცნაური და მრავალფეროვანი სამყაროს მნიშვნელობას განუმარტავს, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება ქმნის. ეს სამყარო მუდმივად ვითარდება, იცვლება და ცდილობს, თავისებურად უპასუხოს ჩვენი ცხოვრების გამოწვევებს. განსაკუთრებით […]
სკარლეტ იოჰანსონი საკუთარ თავს ბაყაყს ეძახის – ,,პირველად რომ გავთხოვდი, 23 წლის ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა”
,,სარკე”, თათია ბოჭორიშვილი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი “ფორბსის” რეიტინგით უკვე მეორე წელია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა ფილმით “ცხენებთან მოჩურჩულე” მოიპოვა და კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. მას შემდეგ იოჰანსონის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ცოტა ხნის წინ “ოსკარით” დაჯილდოების 92-ე ცერემონია გაიმართა. რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამერიკის კინოხელოვნების […]
იტალიელები ქართველებზე: ,,მრცხვენია მათ გამო და მეცოდებიან” – რა ჩაიდინეს ქართველებმა გრავინა ინ პულიაში
იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიას მერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად გაკეთებულ მონუმენტის ფოტოს, რომელსაც ქართული ასოებით აწერია: ,,ზაოდი”. ამ ვანდალიზმმა იტალიელები აღაშფოთა. ,,სერიოზული შეურაცხყოფაა იმ ადამიანების ხსოვნის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლის ფასად მისცეს ამ იდიოტებს შანსი, ეცხოვრათ თავისუფალ სამყაროში. საქმე ძიებაშია და იმედი გვაქვს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერებით დავადგენთ პასუხისმგებელ […]
ვაქცინის გაკეთების შემდეგ მაიმუნები აღარ დაინფიცირდნენ – ოქსფორდის კვლევის შედეგები
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კორონავირუსის ვაქცინა ექვს მაიმუნზე გამოსცადეს, შედეგები კი საკმაოდ დამაიმედებელია. ექსპერიმენტი მარტის ბოლოს ჩატარდა და მას დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. ექვსმა მაკაკა რეზუსმა ჯენერის ინსტიტუტისა და ოქსფორდის გუნდის შემუშავებული ვაქცინა მიიღო. შემდეგ კი მკვლევრებმა მათი კორონავირუსის დიდი დოზით ინფიცირება სცადეს, რომლითაც მათ აქამდე სხვა მაიმუნები დააინფიცირეს. ექსპერიმენტში მონაწილე მაიმუნები კი 28 დღის […]











