სოფო ფირანიშვილი, რომელიც ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად გაემგზავრა, წერს, რომ არ იცის, სად დაბინავდება და საკმაოდ მძიმე ამბავს ყვება: ,,ისრაელში რომ პირველად მივფრიანვდი, ბებიაჩემის ძმის ოჯახმა არ მიმიღო. ზუსტად ასე გვითხრა პაატამ _ მესამე სტადია მეოთხე გახდება და კუბოთი ვერ ჩამოვასვენებთო. ბევრი ვიტირე. ჯერ ერთი, სიკვდილი არ მინდოდა, მერე ეს კუბო რა იყო, პირველად წარმოვიდგინე ,,კუბოში” […]
კატეგორია: მოზაიკა
შეშინებული ადამიანები სასწრაფოდ სახლებს ტოვებენ – ,,წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით”
მოსახლეობა ვაშლიჯვრის ფერდობს, მეწყერსაშიშ ზონას ტოვებს. -ძალიან მეშინია და ალბათ სადმე გადავალ. ყველას ეშინია, ზოგმა უკვე გაიტანა ჩანთები. რამდენიმე ოჯახი უკვე ქირით გადავიდა. კიდევ ბევრი ამბობს, საცხოვრებლად სხვაგან გადავალთო. ხალხი არის შიშში. გუშინ წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან” ერთ-ერთი დევნილი ქალი. ადგილობრივები გამოცემასთან 10 წლის წინ მოვარდნილ ღვარცოფს იხსენებენ და ამბობენ, რომ ფერდობიდან […]
შალვა ამონაშვილი: ,,ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო”
„ვისაც არ ჰყავს ბავშვი, სამი რამ უნდა ვურჩიო. უნდა შეხედო ცას და უნდა სთხოვო: უფალო, ოღონდ ბავშვი გამომიგზავნე და მე სამ რამეს გავწირავ. იმდენი დრო მექნება, რამდენიც უნდა ბავშვის აღზრდას, მთელი ცხოვრება რომ მომთხოვოს, მივცემ მთელ ცხოვრებას და არასდროს ვიტყვი, დრო არ მყოფნის, რომ ბავშვი გავზარდო-მეთქი. იმდენი სიყვარული მექნება, რომ ბავშვი შიგნით ჩაიძირება. მექნება სუფთა […]
,,ბავშვებს გაბარებ, დე, ოღონდ ბავშვები გამიზარდე” – მეგი ბაქრაძეს 12 საათზე გული გაუჩერდა
,,ბავშვებს გაბარებ, დე. ოღონდ ბავშვები გამიზარდე, მეტი არ მინდა” – ასე მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ოჯახის წევრმა, როცა ექიმ ლევან რატიანის კაბინეტიდან გამოვიდნენ. მედდის ახლობლების თქმით, ექიმმა მათ მიანიშნა, რომ მდგომარეობა უმძიმესი იყო და მისი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. სამწუხაროდ, მეგი ბაქრაძის გადარჩენა ვერ შეძლეს. 12 საათზე მას გული გაუჩერდა. ,-თავიდანვე კრიტიკული იყო პაციენტის მდგმარეობა. […]
27 წლის მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, ექიმები ამ ომში დამარცხდნენ
ტელეკომპანია ,,პირველი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ 27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ შოკში ჩავარდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ მეგის მდგომარეობა უიმედო არ იყო. ლევან რატიანი წერდა, რომ ეს ბრძოლა ექიმებს უნდა მოეგოთ და ახალგაზრდა დედა თავის ორ შვილს ცოცხალი უნდა დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, […]
ეკა ტიკარაძე: ,,მედეა ბაქრაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მაგრამ არა _ უიმედო”
ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად” – ამბობს ლევან რატიანი მედეა ბაქრაძის მდგომარეობის შესახებ. პრესასთან ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემაც ისაუბრა: -პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არა _ უმეიდო. 24 საათი იქნება კრიტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტისთვის. დაველოდოთ მოვლენებს.
ხათუნა არაზაშვილმა 5 000 ლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა
ხათუნა აზარაშვილმა 5 100 ლარი ნუცუბიძის მე-4 მიკროში იმ დროს იპოვა, როცა ძაღლს ასეირნებდა. ამბობს, რომ იმ წუთიდან პატრონის ძებნა დაიწყო. ყველანაირად ცდილობდა, პატრონი მალე მოეძებნა, რომ ნერვიულობა თავიდან აერიდებინა. თანხის პოვნიდან 1 საათში პატრონს ფული დაუბრუნა. ხათუნა აზარაშვილი ამბობს, რომ ერთი წლის წინ სიმსივნე დაამარცხა და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად დააფასა ადამიანური ურთიერთობები. […]
გულიანი ფერეიდნელი ქართველის გადასარჩენად 4 000 ლარია საჭირო – ერეკლე ონიკაშვილს სასწრაფოდ გულის ოპერაცია სჭირდება
ერეკლე ონიკაშვილი 29 წლის ფერეიდნელი ქართველია, ყოფილი კალათბურთელი, ზრდილი, კეთილშობილი, შრომისმოყვარე, ღირსებით სავსე. მამა პედაგოგი ჰყავდა, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. ერეკლე ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში (ფერეიდუნშაჰრში), ასაკოვან დედასთან, სათნო ქალბატონთან ერთად ცხოვრობდა, სანთელივით რომ შეჰყურებს თავის ვაჟს. და-ძმა დაოჯახებული ჰყავს. ერეკლე და მისი ოჯახი ფერეიდანში ყოველთვის განსაკუთრებულად, გულითადად მასპინძლობდნენ საქართველოდან ჩასულ სტუმრებს. ერეკლე, სხვა ფერეიდნელების მსგავსად, […]
ინგა გრიგოლია მაგდა ანიკაშვილს: ,,ინანებ, რომ თვალებში შესციცინებდი მათ, ეს დღე დაიმახსოვრე”
ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა ,,რეაქციიდან” თავის კოლეგას, ,,იმედის” ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილს პირდაპირი ეთერიდან მიმართა: -ბრავო, მაგდა, ყოჩაღ! ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენს დახურვას მოითხოვდნენ და შენს თვალებში შეციცინებულ სახეს დავინახავდი, ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი… ყოჩაღ, მაგდა, ყოჩაღ, ბრავო! რაც მე იმ დღეს ვნახე ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენი წაყვანილი […]
12 წლის ნანუცას სიმსივნესთან ბრძოლაში ადამიანების დახმარება სჭირდება
12 წლის ასაკში ნანუცა ბეგლარაშვილს დაუდგინდა რბილი ქსოვილების იშვიათი სახეობის სიმსივნური დაავადება. იაშვილის კლინიკაში ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ დაავადებამ მისცა რეციდივი და აუცილებელი გახდა მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გავერთიანდეთ ნანუცასთვის! მითითებულია ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი. საქართველოს ბანკი/BOG: GE81BG0000000805291800 #GE81BG0000000805291800 თიბისი ბანკი/TBC Bank: GE69TB7503145064300027 #GE69TB7503145064300027 ლიბერთი ბანკი/Liberty Bank: GE92LB0711197649453000 […]










