სოფო ფირანიშვილი: ,,ისრაელში მივდივარ და არ ვიცი, სად, თითქოს ცუდ წარსულში ვბრუნდები”‘

სოფო ფირანიშვილი: ,,ისრაელში მივდივარ და არ ვიცი, სად, თითქოს ცუდ წარსულში ვბრუნდები"'სოფო ფირანიშვილი, რომელიც ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად გაემგზავრა, წერს, რომ არ იცის, სად დაბინავდება და საკმაოდ მძიმე ამბავს ყვება:
,,ისრაელში რომ პირველად მივფრიანვდი, ბებიაჩემის ძმის ოჯახმა არ მიმიღო. ზუსტად ასე გვითხრა პაატამ  _ მესამე სტადია მეოთხე გახდება და კუბოთი ვერ ჩამოვასვენებთო. ბევრი ვიტირე. ჯერ ერთი, სიკვდილი არ მინდოდა, მერე ეს კუბო რა იყო, პირველად წარმოვიდგინე ,,კუბოში” თავი….  ვაპატიე და ასე ვაპატიებინე ჩემს სოფელს, რადგან არ იყვნენ ჩემი ყველაზე კეთილი სოფლელები პატიების ხასიათზე… რაღაცნაირად, ვაიძულე ჩემი თავი _ ადვილი არ არის ასეთი კიბოიანის ატანა-მეთქი…
ისევ მჭირდება ისრაელში ვინმე, ან კოვიდ სასტუმრო, ან სახლი, ავდექი და ისევ დავურეკე, თან ახლა კარგად ხომ ვარ, აღარც მესამე სტადია მაქვს აღარც მეოთხე, დიდი დიდი რამდენიმე ოპერაცია დამჭირდეს, ეგეც ცუდ შემთხვევაში. ჯერ კიო, ბოლოს მისამართი არ მომწერეს, ანუ არც მითხრეს, აღარო,  უბრალოდ ,,დამსინეს”
ისრაელის კოვიდ-სასტუმროებმა ჩემს მიღებაზე უარი განაცხადეს, რადგან აცრა არ მაქვს გაკეთებული, მხოლოდ ერთი დაგვთანხმდა.
ვნანობ თუ არა, რომ ვაპატიე და ვაპატიებინე ყველას? არა, მე ხომ აგრესიის გამავრცელებელი არ ვარ…
გაჭირვებულ ადამიანს ქვა აღმართზეც დაეწევაო, ასე გამოვიდა, ისედაც მეშინოდა წასვლა, მაგრამ ნათესავების წყალობით, ახლა იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე ალბათ ვიქნებოდი. ასეთ დროს ჩემი ფსიქოლოგი ამბობს ხოლმე, სოფიააა, ხანდახან ყველა კარი ერთად იხურება, ხანდახან ყველა ერთად იხსნება… ისევ მივდივარ, მეც არ ვიცი, სად და თითქოს ცუდ წარსულში ვბრუნდები”