მუსიკოს დათო ევგენიძის ცხოვრება ბევრი ამოუცნობი და მისტიკური ამბით არის სავსე. ერთ-ერთი ისტორია მის პირველ ცოლს უკავშირდება. ისტორიას ასე იხსენებს: -ჩემი პირველი ცოლი უცებ გახდა ავად, ბევრი წლის წინ. მაშინ არ იყო „ცე ჰეპატიტის“ ასეთი დიაგნოსტიკა. გაყვითლდა. დაუნიშნეს ,,ინტერფერონი”. ვუყურებ, თვალწინ მიქრება ცოლი, ფეხზე ვეღარ დადის, ვეღარ ჭამს. ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ისრაელში და ჰერცლის დიაგნოსტიკის […]
კატეგორია: მოზაიკა
ია ფარულავა: ,,ჩემი ღვიძლი ძმა გაიპარა წამალში… ხროტინებდა და ამათ ეგონათ, რომ ხვრინავდა”
მსახიობ ია ფარულავას გადაცემაში სტუმრად მისულმა კოსტამ – ,,პრაიმ ჰაუსის” ყოფილმა მონაწილემ, აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა და ერთ-ერთი ნარკოტიკის მიღებისას გული გაუჩერდა. ამის პასუხად იამ თავისი ტრაგედია, ძმის გარდაცვალება გაიხსენა. -არ გაგწირა კოსმოსმა, მაგრამ ბევრს არ გაუმართლა შენსავით. მაგალითად, 2011 წლის ახალი წლის ღამეს ჩემი ღვიძლი ძმა გაიპარა ,,წამალში” და გარშემო არავინ იყო, რომ დახმარებოდა. […]
,,ძაღლები მომიწამლეს, კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით…” – მიშა კაჭკაჭიშვილი
,,მცხეთაში ძაღლები მომიწამლეს” – დაწერა ცხოველთა უფლებადამცველმა მიშა კაჭკაჭიშვილმა, რომელსაც ასზე მეტი ძაღლი ჰყავს შეფარებული. თითოეულს უმძიმესი ისტორია აქვს და დიდი წვალებით ჰყავს გადარჩენილი. ,,ჩემი ბრალია. ვერ შევძელი მათი დაცვა… ახლაც დაუცველები არიან, რადგან სახლის ეზოს ტერიტორი საკმაოდ დიდია და საწამლავი (დიდი ალბათობით ვირთხის) ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს შემოყრილი ან გადმოყრილი. ნაწვიმარია და შეუძლებელია ამხელა […]
,,დედაჩემმა 120 წელი იცოცხლა, გენეტიკურად გვაქვს დღეგრძელობა” – როგორ ცხოვრობს 116 წლის ქალი საქართველოში – ,,ჩემი დილა აუცილებლად იწყება ფინჯანი ყავით”
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე თამარ ჩუბინიძე-სოფრომაძე იღვიძებს თუ არა, სარკეს და სავარცხელს იღებს ხელში, თმას ივარცხნის, კოხტავდება და მერე ყავის დალევის დროც დგება. ეს ქალბატონი 116 წლის არის, ის 1906 წელს დაიბადა, ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში, 80 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ქმარი 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს დაეღუპა, როცა მეორე შვილზე იყო ორსულად. მას […]
,,დაბრუნება მინდა, სადაც დედა სკოლის ამბების გამოკითხვით მტანჯავს, სადაც მამა თავზე ხელს გადამისვამს… დაბრუნების გარდა, აღარაფერზე ვოცნებობ” – რას წერდა ნიკა გვარამია დაპატიმრებამდე
,,მთავარის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ამჟამად პოლიტპატიმარი, ნიკა გვარამია, დაპატიმრებამდე თავის მშობლიურ ქალაქზე, სოხუმზე წერდა: ,,დაბრუნება მინდა, სადაც დედა სკოლიდან მოსულს კარაქში, ნიორში, პილპილსა და ხახვში შემწვარ ჩემს საყვარელ დაბეგვილი ხბოს ხორცის სუნს ატრიალებს, მაგრამ მშვიდად ჭამას არ მაცლის და სკოლის ამბების გამოკითხვით მტანჯავს; სადაც მამა სამუშაოდან გვიან ბრუნდება, ბევრს ეწევა, დედას ეჯუჯღუნება, მაგრამ მაინც […]
ხახვი 7 ლარი გახდა – რამ გამოიწვია 110% – ით ზრდა
საქართველოს ბაზრებში ხახვზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა და კილოგრამის ფასი 5-7 ლარს შეადგენს. აპრილის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარტში ხახვის ფასი გასული წლის პერიოდთან შედარებით 110,7% – ით არის გაზრდილი. მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა. საქართველომ წელს ხახვი იყიდა: რუსეთი – 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 249 ტონა აზერბაიჯანი – 703.6 ათასი აშშ დოლარის […]
ქათამი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა – ,,მშვიდობით, ჩემო პატარა მეგობარო”
ქაქათამი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს, ვერ გადარჩა. ამის შესახებ ცხოველთა უფლედამცველი ტასო ლოსაბერიძე წერს: ,,ჩემმა კოკომ ვერ გადაიტანა პოსტოპერაციული პერიოდი, ვერ მოერია ინფექციას, სამწუხაროდ. არ მინდოდა დაწერა, იმიტომ, რომ ვიცი, ესეც საღადაო გახდება ქვის ხანაში ჩარჩენილი ხალხისთვის… ცოცხალი არსების დახმარება და გადარჩენა ვისთვისაც სასაცილოა, გულით მეცოდება ის ადამიანი, იმიტომ, რომ ემპათიის ქონა დიდი ჯილდოა ცხოვრებაში და […]
ვირტუოზი მუსიკოსები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს
23 აპრილს საქართველოს ხელოვანთა კავშირმა ,,ხელოვანები მომავლისთვის” კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ეროვნული კონკურსის – ,,მომავლის ვარსკვლავების” – დასკვნითი საზეიმო გალა-კონცერტი და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია გამართა. პროექტი 16 წელია, საქართველოს სახელოვნებო ქსელში განსაკუთრებით ნიჭიერი ვირტუოზი მუსიკოსების აღმოჩენას, სწავლებას, პოპულარიზაციას და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას ემსახურება. ფინალისტებისთვის დაწესდა სოლიდური საპრიზო ფონდი. მე-16 ეროვნული კონკურსის შიდა შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს […]
ტაქსების ამ კატეგორიისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობა დასაშვები გახდება
A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ. ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება […]
კუნძულ ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფა გაიხსნება
2023 წლის 4 მაისს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოსა და ტექსელის მოვლენების მკვლევრის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის – „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა” გახსნის ცერემონია. პროექტი „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა” განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კუნძულ ტექსელის მერიასთან და ნიდერლანდების […]











