მყავს ათი წლით უფროსი ძმა, რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა, რადგან დედამ ჩვენ და მამა მიგვატოვა და სხვა კაცზე გათხოვდა. მაშინ ლაშა 13 წლის იყო, მე – 3-ის. მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი, ლაშამ – კიდევ უფრო მძიმედ და დედას არ აპატია ღალატი: მას მერე არც ტელეფონზე დალაპარაკებია, არც შეხვედრია და ჩემი ნახვის უფლებასაც არ აძლევდა. […]
კატეგორია: გულახდილი
,,ჩემს მოხუც დედას ჩემი ყოფილი ქმარი პატრონობს”
მუდმივად სხვებზე მზრუნველი და თავგადაკლული ადამიანები საკუთარ თავს და ინტერესებს უკან აყენებენ. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეს ისეთივე არასწორია, როგორიც მეორე უკიდურესობა – ეგოცენტრიზმი. გონივრულია, ადამიანმა წინასწარვე იზრუნოს, სიბერის პერიოდი შეძლებისდაგვარად მშვიდად და უზრუნველყოფილად გაატაროს, სხვის სამადლოდ და შესანახად არ გაიხადოს თავი, თუნდაც ეს ,,სხვა” მისი სისხლი და ხორცი იყოს. ჩვენი რესპონდენტის, ქალბატონი რუსიკოს, დედა მთელი […]
,,გაშვილებული ბავშვის მამა აღმოვჩნდი”
უკვალოდ არაფერი იკარგება, არც ახალგაზრდული შეცდომები, არც ის გადაცდომები, რომლებიც ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება. საბოლოოდ ყველაფერი თავს იჩენს და თან ისეთ დროს, როცა მშვიდად ცხოვრობ და განსაცდელს არსაიდან ელოდები. სწორედ ასე მშვიდად ვცხოვრობდი სულ რაღაც ერთი წლის წინ, სანამ ერთ დღეს არ გამომეცხადნენ ასაკში შესული კაცი და ქალი და არ მითხრეს, რომ ჩემი შვილი გაზარდეს. თავიდან […]
,,ახალმოყვანილმა რძალმა მთელი სამეზობლო გადამკიდა”
50 წელს გადაბიჯებული ქალი ვარ, მაგრამ არ მახსოვს, უცნობი ადამიანები მელანძღოს. დავიფიცებ, რომ ჩემგან ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია. შეცდომები როგორ არ მომსვლია ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ მიღიარებია და ბოდიშიც მომიხდია. ახალი თაობისთვის კი, როგორც ჩანს, ასეთი რამ უცხოა. უმნიშვნელო რამეზეც არ დახუჭავენ თვალებს, უცებ ფეთქდებიან და ისეთ სიტყვებს უშვებენ პირიდან, არც ფიქრობენ, ამით ვინმეს ხომ არ […]
,,მოძალადე ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ”
შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. დედმამიშვილებიდან მე განსაკუთრებულად მანებივრებდნენ, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ ლამაზი ვიყავი. ჩემით ამაყობდნენ და არაფერს მაკლებდნენ. იურიდიული დავამთავრე და პატარა გოგომ რაიონში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე არეულობა დაიწყო, მე სამსახური დავკარგე, ჩემმა მშობლებმა – გავლენები და ერთ ჩვეულებრივ ოჯახად ვიქეცით. ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ადრე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ვერც დავუშვებდი, […]
“მშობლები რომ დამესაჯა, პირველად უსიყვარულოდ გავთხოვდი, მერე კი სიყვარული ვიპოვე”
მოზარდების ნორმალური განვითარებისა და მათი პიროვნების ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანესია ატმოსფერო სახლში, ოჯახის წევრებს შორის კეთილგანწყობა და სიმშვიდე. ისინი განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვამენ ოჯახში ნებისმიერ განხეთქილებას, დაძაბულობას, დაპირისპირებას, მშობლებს შორის უთანხმოებას. სამწუხაროდ, ზოგჯერ უფროსებს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ თავიანთი პრინციპების, ხასიათის, ჩვევების დემონსტრირება, ვიდრე მოზარდებისთვის მშვიდი გარემოს შექმნა, მათი ნერვული სისტემის გაფრთხილება. ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი მაია, ოჯახურ დავიდარაბაში […]
,,ქმარი დიდი ბრძოლით მოვიპოვე და უაზრო ფლირტის გამო დავკარგე”
ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ოჯახის გარეთ გაბმული მსუბუქი ფლირტი ხელს უწყობს ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობის განმუხტვას, უფრო მეტიც, გარკვეულწილად ეხმარება მათი გრძნობების განმტკიცებას, ანუ ცოლი და ქმარი სხვასთან თუ მსუბუქად შეიქცევენ თავს, ამით ოჯახურ რუტინას გაარღვევენ და ურთიერთობას უფრო მიმზიდველს, საინტერესოს გახდიან. მაგრამ ცხოვრებისეული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ფლირტს კარგი შედეგი არ მოაქვს, პირიქით, ცოლ-ქმარს შორის ეჭვი, […]
,,შეყვარებულის წყევლამ მიწია”
სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ბოროტად ნათქვამით, წყევლით, სულ მცირე, შეიძლება შევაფერხოთ ადამიანის ცხოვრება, უარყოფითისკენ მივმართოთ, ხოლო დალოცვით და ტკბილი სიტყვით კი შევეწიოთ, უკეთესობისკენ წავიყვანოთ. ამ მოვლენას ეკლესიაც აღიარებს და მეცნიერებაც. ,,სარკის” რესპონდენტი, ქალბატონი ლენა, უკვე მოწიფულ ასაკშია და ამბობს, რომ მისი უბედობის მთავარი მიზეზი წყევლაა, რომელიც წარსულიდან მოჰყვება. ლენა: – […]
,,რძალმა ჩემს შვილს ღალატი ვერ აპატია, არადა მანამდე ქმარს თვითონაც ღალატობდა”
ოჯახის დანგრევა ცხოვრებისეული მარცხია, რომელიც დიდ ტრავმებს იწვევს. ამ დროს ზარალდება ყველა, ვინც კი წყვილის გარშემოა – მათი მშობლები, შვილები… გონიერი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლ-ქმარს ურთიერთობის დაბალანსებაში შეუწყოს ხელი, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და ოჯახი დანგრევისგან გადაარჩინოს. ამ დროს კი ისმის კითხვა: ღირს კი ბზარგაჩენილი ურთიერთობის შენარჩუნება, იქნებ უბრალოდ მოვლენების დინებას უნდა მიჰყვე? ჩვენი რესპონდენტი, […]
,,დედაჩემს იმ რძალმა მოუარა, რომელსაც ვლანძღავდით”
ზოგჯერ ადამიანების შეფასებაში ვცდებით – ვინც მოყვარე გვგონია, მან შეიძლება გვიმტროს, ხოლო ვინც მტრად მიგვაჩნია, შეიძლება მოყვრად მიგვიღოს. პიროვნებას ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ ვაფასებთ, ბევრმა რამემ უნდა გადაიაროს ჩვენს თავზე, რომ სწორი “დიაგნოზის” დასმა შევძლოთ. ჩვენმა რესპონდენტმა, შუახნის ქალმა ელისომ, ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება მიიღო. აი, რა უამბო მან “სარკის” მკითხველს: – ვდარდობ, რომ სხვის […]










